LIFE

რა არის მიზნის მიღწევის მთავარი გასაღები? - რჩევები 15 წარმატებული ქალისგან

რა არის მიზნის მიღწევის მთავარი გასაღები? - რჩევები 15 წარმატებული ქალისგან

ძლიერმა და წარმატებულმა ქალებმა იციან, რა არის მიზნის მიღწევის მთავარი გასაღები, იციან წარმატებული კარიერის გზები. ისინი დანარჩენებს აძლევენ რჩევებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ იმისთვის, რომ ცხოვრება წარმატებულად აქციონ.

1. იყავი ნამდვილი, არ ითამაშო

კარენ ლინჩი, Aetna-ს პრეზიდენტი - „კარიერული წინსვლის დროს ვუთხარი საკუთარ თავს, რომ უარი მეთქვა ვარდისფერზე და ზოგადად ძალიან ქალურ სტილზე, ვინაიდან მივიჩნევდი, რომ ჩემი ქალურობა ბარიერი იყო. ვთვლიდი, რომ ჩემი გარეგნობის გამო ვერ დაინახავდნენ ჩემს შინაგან ძალას. თუმცა ასე არ არის. შენი შინაგანი ძალა შეგიძლია აჩვენო ყოველთვის და ვიზუალს, ჩაცმის სტილს მნიშვნელობა არ აქვს. ახლა ვიცვამ ისე, როგორც მსურს და ვარდისფერი სამოსი ხელს ვერ მიშლის ვიყო წარმატებული.“ 

რა არის მიზნის მიღწევის მთავარი გასაღები? - რჩევები 15 წარმატებული ქალისგან

ლინ ქარეტი, „ბოინგის“ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი - „არ აქვს მნიშვნელობა სად მიდიხართ, ნუ დაკარგავთ საკუთარ თავს და ყოველთვის იყავით ის, ვინც სინმადვილეში ხართ“. 

რა არის მიზნის მიღწევის მთავარი გასაღები? - რჩევები 15 წარმატებული ქალისგან

შარი ბალარდი, Best Buy-ს პრეზიდენტი - „მკაფიოდ განსაზღვრეთ ის, თუ ვინ ხართ სინამდვილეში და რა გინდათ. შემდეგ მოემზადეთ, რადგანაც ცხოვრება ხშირად გამოგცდით და დაგაფიქრებთ იმაზე, თუ რამდენად ნამდვილი ხართ და რამდენად სწორად აირჩიეთ თქვენი გზა. 

რა არის მიზნის მიღწევის მთავარი გასაღები? - რჩევები 15 წარმატებული ქალისგან

2. წარმატების მთავარი გასაღები თავდაჯერებულობაა 

კეტლი მერფი, საინვესტიციო ჯგუფის პრეზიდენტი - „იყავი თავდაჯერებული და საკუთარ თავში დარწმუნებულმა გადადგი ნაბიჯები. ზოგჯერ ქალებს თავდაჯერებულობა აკლიათ, რის გამოც ისინი ჩერდებიან და წინსვლას არ აგრძელებენ“ 

რა არის მიზნის მიღწევის მთავარი გასაღები? - რჩევები 15 წარმატებული ქალისგან

სიუზან უოჯკიკი, „იუთუბის“ აღმასრულებელი დირექტორი - „ისაუბრე ხმამაღლა, თავდაჯერებულად და ნუ შეგეშინდება თქვა ის, რასაც ფიქრობ. ნუ შეგეშინდება კითხვების დასმის“.

რა არის მიზნის მიღწევის მთავარი გასაღები? - რჩევები 15 წარმატებული ქალისგან

კეტი ენგელბერტი, Deloitte-ის აღმასრულებელი დირექტორი - „გასწიე რისკი და არ შეგეშინდეს წარუმატებლობის. წარმატების მიღწევას ყველაზე მეტად ხელს უშლის შიში და ნაკლები თავდაჯერებულობა...“

რა არის მიზნის მიღწევის მთავარი გასაღები? - რჩევები 15 წარმატებული ქალისგან

3. დაინახეთ და მიიღეთ შესაძლებლობები, რომლებსაც ცხოვრება გთავაზობთ

მარი ბარა, „ჯენერალ მოტორსის“ აღმასრულებელი დირექტორი -„ ნუ იფიქრებთ იმაზე, რომ რაიმე კონკრეტულ საქმეს წარუმატებლობა მოჰყვება. მიიღეთ შესაძლებლობები და მზად იყავით გამოწვევებისთვის.“

რა არის მიზნის მიღწევის მთავარი გასაღები? - რჩევები 15 წარმატებული ქალისგან

შერილ სენდბერგი, „ფეისბუქის“ ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი - „ყოველთვის მიიღეთ ახალი გამოწვევები, მაშინაც კი, თუ დარწმუნებული არ ხართ რომ ეს საქმე გამოგივათ“.

რა არის მიზნის მიღწევის მთავარი გასაღები? - რჩევები 15 წარმატებული ქალისგან

ჯინი რომეთი, IBM-ის პრეზიდენტი - „მზად იყავით იმისთვის, რომ შეამჩნიოთ შესაძლებლობები. შესაძლოა, ზოგჯერ დისკომფორტის განცდა გქონდეთ, ფიქრობდეთ, რომ რაღაც საქმე არ გამოგდით, მაგრამ გახსოვდეთ, რომ კომფორტი და პროფესიული ზრდა ერთად თითქმის გამორიცხულია.“

რა არის მიზნის მიღწევის მთავარი გასაღები? - რჩევები 15 წარმატებული ქალისგან

4. გარშემო პოზიტიური ადამიანები შემოიკრიბეთ, რომლებიც დადებით გავლენას მოახდენენ თქვენზე

რუთ პორატი, „გუგლის“ ფინანსური დირექტორი - „დარწმუნდით, რომ მუშაობთ იმ ადამიანების გვერდით, რომლებსაც შეუძლიათ თქვენთან ერთად რისკის გაწევა. ეს ფაქტი დამატებით შესაძლებლობებს მოგცემთ.“

რა არის მიზნის მიღწევის მთავარი გასაღები? - რჩევები 15 წარმატებული ქალისგან

ჯუდით მაკკენა, „უოლმარტის“ დირექტორი - „არასოდეს შეგეშინდეთ თქვენ გარშემო ისეთი ადამიანების შემოკრების, რომლებიც თქვენზე უკეთესები არიან და ასევე არ შეგეშინდეთ გვერდით იმ ადამიანების ყოფნის, რომლებიც თქვენგან განსხვავდებიან. შესაძლოა, ზოგჯერ სირთულეებს გადააწყდეთ, მაგრამ რეალურად, ყველაზე ეფექტურ გუნდს შეკრავთ.“

რა არის მიზნის მიღწევის მთავარი გასაღები? - რჩევები 15 წარმატებული ქალისგან

მარიან ლეიკი, Morgan Chase-ის ფინანსური დირექტორი - „თქვენი წარმატება დამოკიდებულია გუნდზე, რომელსაც თავად შექმნით. ამიტომ უნდა გამოიმუშაოთ უნარი, რომ მიიზიდოთ ჭკვიანი და საუკეთესო ადამიანები.“

რა არის მიზნის მიღწევის მთავარი გასაღები? - რჩევები 15 წარმატებული ქალისგან

5. წარმატების მისაღწევად აუცილებელია, იპოვნოთ ბალანსი.

მარგარეტ კეანი, Synchrony Financial-ის აღმასრულებელი დირექტორი - „ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და სამსახურსა და სახლში კონფლიქტმა შესაძლოა შეგაცვლევინოთ ცხოვრების გზა. ამიტომ უმნიშვნელოვანესია ბალანსის პოვნა.“

რა არის მიზნის მიღწევის მთავარი გასაღები? - რჩევები 15 წარმატებული ქალისგან

მიშელ ბაკი, Hershey-ის აღმასრულებელი დირექტორი - „თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ წარმატებული კარიერა და ამავდროულად იყოთ შესანიშნავი დედა. ეს კი მაშინ მოხდება თუ ბალანსს იპოვნით.“

რა არის მიზნის მიღწევის მთავარი გასაღები? - რჩევები 15 წარმატებული ქალისგან

ემი ჰუდი, „მაიკროსოფტის“ ფინანსური დირექტორი - „ვერ გექნებათ ცხოვრების ისეთი გეგმა ახლა, როგორიც გქონდათ რამდენიმე წლის წინ. ცხოვრება და პრიორიტეტები იცვლება. მთავარია სწორად დაალაგოთ ისინი.“

რა არის მიზნის მიღწევის მთავარი გასაღები? - რჩევები 15 წარმატებული ქალისგან



<a href="https://www.weforum.org/">https://www.weforum.org/</a>