მაკიაჟის და ვარცხნილობის სტილი, რომელიც 2017 წელს აღარ იქნება ტრენდული
- 22.11.2016
ბუნებრივი წარბები
თუ შენ ყოველდღე ხარჯავდი დროს იმისათვის, რომ უნაკლო წარბები გქონოდა, შეგიძლია ეს დრო სხვა რამისთვის გამოიყენო. 2017 წელს ბუნებრივობა და მსუბუქი დაუდევრობა მთავარი ტრენდი იქნება.
თოჯინის წამწამები
2017 წელი - გრძელი, ფუმფულა წამწამების წელი, შეიძინეთ ისეთი ტუში, რომელიც მოცულობაში ზრდის წამწამებს.
კაშკაშა თვალის ჩრდილები
2016 წლის ყველაზე ტრენდული მაკიაჟი, რომელიც კანის ფერის სხვადასხვა ტონალობით იქმნება 2017 წელს აღარ იქნება მოდური. მოიმარაგე მკვეთრი თვალის ჩრდილები და თვალის ლაინერი!
გლუვი სახის ტონალობა
კარგი სიახლე იმისთვის, ვინც მაინც ვერ ისწავლა მაკიაჟით კონტურის გაკეთება, ან საერთოდ არ იცის რა არის. 2017 წელს მოდაში იქნება ნატურალური კანის ფერი ზედმეტი წვალების გარეშე. ნატურალურ კანის ფერზე ხაზგასმა კი შესაძლებელია ‘ჰაილაითერების’ საშუალებით.
პრიალა ტუჩსაცხი
გლუვი ტუჩსაცხი, რომელიც უამრავ ვარსკლავს წითელ ხალიჩაზე 2016 წელს ამშვენებდა, 2017-ში პოზიციებს თმობს. მათ შემცვლელად კი პრიალა და ბრჭყვიალა ტუჩსაცხები გვევლინება, რომლებიც ტუჩებს უფრო მიმზიდველს ხდიან.
ტუჩსაცხის კენკროვანი ფერები
კიდევ ერთი 2017 წლის ტრენდი - ტუჩსაცხის კენკროვანი ფერები. წვნიანი ჟოლო, მდიდარი მოცვის ან კაშკაშა მარწყვის ფერები 2017 წელს ყველაზე მოდური იქნება. ყურძნისა და ღვინის ფერები კი სჯობს სხვა დროისთვის გადავინახოთ.
ხუჭუჭა თმა
ტალღოვანი თმის სტილი 2016 წელთან ერთად მორჩება, ბუნებრივი ძალიან ხუჭუჭა თმა კი კვლავ მოდაშია. მცირე დიამეტრის თმის დამხვევის საშუალებით დაიხვიე თმა ან დაიწენი და დაიტოვე მთელი ღამით.
თმის თბილი ფერები
ბოლო რამდენიმე წელი თმის ავანგარდული ფერები ნამდვილად ტრენდული იყო, თუმცა ეს მოდაც ნელ-ნელა ქრება. სცადე შედარებით თბილი ფერებით ჩაანაცვლო შენი კაშკაშა თმის ფერი.
მკაცრი თმის ვარცხნილობა
მართალია, ყველას გვიყვარს არეული, აჩეჩილი ‘კოსა’, მაგრამ 2017 წელი მკაცრი თმის ვარცხნილობის წელი იქნება.
ფერადი ‘ფრენჩი’
2016 დიდი პოპულარობით სარგებლობდა ფრჩხილის ლაკის სტილი, რომელსაც მთვარისებრი სტილს ეძახიან, რაც ნუნებთან ოვალური ფორმის სხვა ფრად ან საერთოდ არ შეღებვას გულისხმობს. 2017 წელს კი ტენდენციური ფერადი ‘ფრენჩი’ იქნება.
თემები: სტილი, მოდა, ვარცხნილობა, მაკიაჟი, 2017
წყარო: <a href="https://www.adme.ru/tvorchestvo-dizajn/10-fishek-v-pricheske-i-makiyazhe-kotorye-luchshe-ostavit-v-2016-godu-1397515/">www.adme.ru</a>