LIFE

4 ჩვევა, რომელიც საუკეთესო ლიდერად გაქცევთ - მეცნიერული კვლევის შედეგი

4 ჩვევა, რომელიც საუკეთესო ლიდერად გაქცევთ - მეცნიერული კვლევის შედეგი

ლიდერობას განსაკუთრებული უნარები სჭიდება. ლიდერს უნდა შეეძლოს თანამშრომლებთან ჯანსაღი კომუნიკაციის დამყარება, მათი მოტივირება. კარგი ლიდერის თანამშრომლები არ არიან უბედურები და მათთვის სამსახურში ყოფნა პირიქით, ბედნიერებაა.

კარგი ლიდერი ხელს უნდა უწყობდეს დასაქმებულის განვითარებას და ესმოდეს, რომ კომპანიის წარმატება სწორედ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომლებზეა დამოკიდებული.

რა აქცევს ადამიანს საუკეთესო ლიდერად, რა ჩვევები უნდა ჰქონდეს მას, რომ იდეალურ ხელმძღვანელად ჩამოყალიბდეს? ამის გასარკვევად მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს და 2 600 ლიდერზე დაკვირვების შედეგად საუკეთესო ლიდერის 4 ჩვევა გამოავლინეს.

1. ლიდერისთვის აუცილებელია მტკიცე ხასიათი და გამბედაობა - ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა იმისთვის, რომ შეგეძლოთ სწრაფი და სწორი გადაწყვეტილებების მიღება. მკვლევარები წერენ, რომ გადაჭარბებით ფიქრზე უფრო მეტად შედეგი სპონტანურობას და ინტუიციისადმი ნდობას მოაქვს. უნდა შეგეძლოთ გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება, იყოთ გამბედავები და არ შეგეშინდეთ რისკის გაწევის. 

4 ჩვევა, რომელიც საუკეთესო ლიდერად გაქცევთ - მეცნიერული კვლევის შედეგი

2. კარგ ლიდერს უნდა ჰქონდეს ადაპტირების უნარი - ლიდერი იდეალურია მაშინ, როცა შეუძლია სიახლეების მიღება და მუდამ განვითარებაზეა ორიენტირებული. თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება და ლიდერს უნდა შეეძლოს ამ ყველაფერთან ადაპტირება. 

უნდა მუშაობდეს არა მოძველებული მეთოდებით, არამედ ახალი მეთოდების გამოყენებით. უნდა შეეძლოს სიახლეების დასანერგად ინვესტიციების ჩადება, რადგანაც სწორედ ასეთი ინვესტიციები იძლევა სამომავლოდ საუკეთესო შედეგს. ის ცვლილებებისათვის მუდამ მზად უნდა იყოს.

3. კარგ ლიდერს უნდა შეეძლოს თანამშრომლების მოტივირება - თუ კარგი ლიდერი ხართ, თქვენ თანამშრომლებს აუცილებლად ექნებათ უფრო მეტის გაკეთების სურვილი და მოტივაცია. 

ისინი უფრო პეროდუქტიულები იქნებიან. კარგმა ლიდერმა იცის ადამიანების ემოციების შესახებ და იცის, როგორ მართოს ემოციები ბიზნესის სასიკეთოდ.

4. კარგი ლიდერი უნდა იყოს სანდო, თანამშრომლებში და ასევე ბიზნესწრეებში სანდოობით უნდა სარგებლობდეს - ეს კარგი ლიდერის უმთავრესი მახასიათებელია. ლიდერმა უნდა შეასრულოს ის დაპირებები, რომლებსაც გასცემს. 

4 ჩვევა, რომელიც საუკეთესო ლიდერად გაქცევთ - მეცნიერული კვლევის შედეგი

საუკეთესო შედეგს ის ხელმძღვანელები იღებენ, რომლებიც დანაპირებს ასრულებენ. ასეთი ლიდერების თანამშრომლებს გაცილებით მეტი მოტივაცია აქვთ და შედეგზე არიან ორიენტირებულები.



<a href="https://www.goalcast.com">https://www.goalcast.com</a>