რომელი ცხოველი, ან ფრინველი ხართ დაბადების თვის მიხედვით და რას ამბობს ეს თქვენს შესახებ?
- 27.03.2018
1. იანვარი, კაკადუ - გიყვართ ბევრი ლაპარაკი, არასოდეს ჩუმდებით, გაქვთ შესანიშნავი სტილი და გჭირდებათ ბევრი ყურადღება.
2. თებერვალი, აქლემი - ცოტა უცნაური და ამავდროულად, ძალიან სასაცილო ხართ. გიყვართ მხიარულება და გართობა, ალკოჰოლური სასმელი.
3. მარტი, პანდა - ეს მიანიშნებს, რომ ცოტა მოუქნელი და მოუხერხებელი ხართ, მუდამ გშიათ. ხართ ძალიან კეთილი და შემწყნარებელი. თქვენსავით თანაგრძნობის გამოჩენა სხვას არ შეუძლია.
4. აპრილი, ღამურა - შეგიძლიათ მარტივად ადაპტირება სხვადასხვა სიტუაციებთან, ხართ სამართლიანი და ბუნებრით ლიდერი.
5. მაისი, ბეჰემოთი - გამოირჩევით მზრუნველობით. ცუდია ის, რომ მუდამ სხვების ცხოვრების განხილვით ხართ დაკავებული და ძალიან გიყვართ ჭორაობა.
6. ივნისი, მამალი - გიყვართ დილით ადრე ადგომა, ყვირით როცა გაბრაზებულები ხართ და საოცარი შარმით გამოირჩევით.
7. ივლისი, ქამელეონი - ხართ ძალიან მოხერხებული, შეგიძლიათ დეტალების შემჩნევა და ყველანაირი სიტუაციის თქვენივე სასიკეთოდ შემობრუნება. ზოგჯერ სიზარმაცეს იჩენთ.
8. აგვისტო, სელაპი - თქვენზე ამბობენ, რომ ძალიან საყვარელი ხართ. შეგიძლიათ ყველაფერი გააკეთოთ საკვების გამო. თუ გშიათ ყველაზე აუტანელი ხდებით.
9. სექტემბერი, მაიმუნი - ძალიან მეგობრული ხართ, გიყვართ სხვებისთვის დახმარების გაწევა. გეხერხებათ ადამიანებთან კომუნიკაცია და თქვენი სამეგობრო წრე ძალიან დიდია.
10. ოქტომბერი, თევზი - ხშირად არ გაქვთ საკუთარი მოსაზრება და არ იცით, როგორ მოიქცეთ კონკრეტულ სიტუაციაში. ძალიან დაბნეული ხართ.
11. ნოემბერი, თხა - არ შეგიძლიათ დათმობაზე წასვლა, გინდათ, რომ ბოსი იყოთ. წარმოუდგენლად ჯიუტი ხართ.
12. დეკემბერი, ზარმაცა - არ იცით სტრესი რა არის, ყოველთვის ბედნიერი ხართ. თქვენი ერთადერთი მოტივატორი იმისთვის, რომ რაიმე გააკეთოთ, საჭმელია.
თემები: ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი
<a href="https://www.facebook.com/BuzzFeedOz">https://www.facebook.com/BuzzFeedOz</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია