სილამაზე

გაზაფხულის ნიავის სურნელი Issey Miyake-ისგან

გაზაფხულის ნიავის სურნელი Issey Miyake-ისგან

გაზაფხული წელიწადის ყველაზე ალერგიული დროა და ვცდილობთ, ყველაზე ნეიტრალური, სასიამოვნო არომატი ვიპკუროთ: ზედმეტად ტკბილი სუნამოები გვაღიზიანებს, არც ძალიან ცივი სურნელის ხასიათზე ვართ. TREND-ი გირჩევს, უპირატესობა ამ სეზონზე ხის კატეგორიის სურნელის მქონე არომატებს მიანიჭო, მაგალითად, როგორიცაა L’Eau d’Issey Pure Nectar-ი Issey Miyake-ისგან.

გაზაფხულის ნიავის სურნელი Issey Miyake-ისგან

პარფიუმერული მაღაზიების ქსელმა „ისი-პარიმ“ გაზაფხულის მოსვლა ქალისა და მამაკაცის გრილი, ყვავილოვანი, წყლის წვეთებით შთაგონებული სურნელით აღნიშნა — ქართული პრესის წარმომადგენლებმა Issey Miyake-ის ქალის არომატი — L’Eau d’Issey Pure Nectar de Parfum-ი და მამაკაცის L’Eau Majeure d’Issey დააგემოვნეს.

„ყვავილოვანი ნექტარის წვეთი“ — Pure Nectar-ი თაფლის, ტკბილი ვარდს და სანდალის ხის სურნელების ნაზავს წარმოადგენს — დომინანტური აკორდებია ხე, ვარდი, წყალი და ტკბილი ნოტები. პარფიუმერებმა — ფანი ბოლმა და დომინიკ როპიონმა არომატს „წყლის მეტამორფოზის საბოლოო ფაზა“ უწოდეს — „არომატი, რომელიც ზღვიდან ნამში, ნამიდან კი ვარდში განსხეულებას ასახავს“.

გაზაფხულის ნიავის სურნელი Issey Miyake-ისგან

გრილი, ხის და ოკეანის ბრიზის სურნელი აქვს მამაკაცის L’Eau Majeure d’Issey-ს: ტალღებზე არეკლილი მზის სხივების ხასიათს ბერგამოტი და გრეიფრუტი ქმნის, რომლებიც არომატს ციტრუსოვან, თბილ სურნელს მატებენ; სანაპიროზე დაბერილი ბრიზის სურნელი კი ხის აკორდებითაა, მარილით და სხვადასხვა მინერალებით გამდიდრებული ნოტებითაა გადმოცემული.

მთლიანობაში L’Eau Majeure d’Issey ციტრუსოვან კოქტეილის, მინარელების ნაზავისა და ხის აკორდების შერწყმას წარმოადგენს, დაგვირგვინებულს ქაშმირის ხავერდოვანი ნოტებით.