6 ნივთი თქვენი გარდერობიდან, რომლებიც 2018 წელს მოდიდან გადავიდა
- 03.04.2018
„პრაქტიკული“ და „საყვარელი“ მარცხნივ, - „მოდური“ მარჯვნივ - ამ სახით, გარდერობის დახარისხება შეიძლება რთული საქმე აღმოჩნდეს. განსაკუთრებით, თუ გუშინდელი მოდური ნივთები ამ სეზონზე ძველმოდური ნივთების სიაში აღმოჩნდებიან. მაგრამ არ არის აუცილებელი დაემშვიდობოთ „ბალეტკებს“ ან საშუალო ზომის ჩანთას, უბრალოდ არ ატაროთ ისინი მოდურ წვეულებებზე.
1. სანდლები
ყველაზე მოხერხებული საზაფხულო ფეხსაცმელი ამ სეზონზე სათადარიგო ნივთების თაროზე გადაიტანეთ. ახლა მოდაშია სპორტული სტილის „შლოპანცები“...
2. ბალეტკები
ბალეტკებმა „მოჭამეს“ თავისი დრო და ბრტყელი, ოვალური ბალეტკების ნაცვლად ახლა მოდაშია მკაცრი ლოფერები და მოხერხებული სლიპერები. ისინი უკეთესად გამოიყურებიან, და ამასთან ისეთივე კომფორტულია.
3. გლუვი ტყავის ლეგინსები
ამ სეზონზე ლეგინსები უნდა იყოს ან ვინილის, ან ლაქის ფაქტურის - მთავარია ბზინვარება ჰქონდეს. ასეთ ლეგინსებში უნდა ჰგავდეთ ტრინიტის „მატრიციდან“, და არა ბაიკერის მეგობარ ქალს.
4. A-სილუეტის განიერი ქვედაბოლოები
კრისტიან დიორის კლასიკა აღარ აინტერესებთ სთრითსთაილ-ფოტოგრაფებს, ახლა მათი მზერა მიმართულია გრძელ ნახევრადგამჭირვალე პლისეებზე და სწორ, მუხლამდე ქვედაბოლოებზე. ერთის მხრივ დასანანია, მეორეს მხრივ კი - ვაღიაროთ, A-სილუეტი არც ისეთი პრაქტიკული იყო.
5. საშუალო ზომის ჩანთები
ჩანთები, რომლებშიც წიგნი და წყლის ბოთლი ეტევა, მოდაში აღარ არის. ახლა მოდაშია ან ძალიან პატარა ზომის ჩანთები, რომლებშიც მობილურებიც კი არ ეტევა, ან ძალიან დიდი ჩანთები, რომლებშიც შეიძლება დაგეკარგოთ ძაღლი ან ნოუთბუქი.
6. წელში გამოყვანილი ერთღილიანი პიჯაკები
ისინი ძალიან ლამაზები და ელეგანტურებია, მაგრამ უიმედოდ მოძველდა. მათ ნაცვლად შემოვიდა ოვერსაიზ-პიჯაკები, რომლებიც მამაკაცის პიჯაკებს მოგვაგონებს. უკეთესია, თუ ორღილიანი იქნება, და უფრო მოდური, თუ მასზე დიდი ქამარს გაიკეთებთ.
თემები: სად რა ჩავიცვა, ტანსაცმელი, ჩაცმულობა, 2018 წლის ტენდენციები
<a href="https://graziamagazine.ru">https://graziamagazine.ru</a>