LIFE

რომელი პროფესიის ადამიანები ღალატობენ პარტნიორს ყველაზე ხშირად? - ახალი კვლევის შედეგი

რომელი პროფესიის ადამიანები ღალატობენ პარტნიორს ყველაზე ხშირად? - ახალი კვლევის შედეგი

ახალი კვლევის შედეგად, სპეციალისტებმა გამოავლინეს ის 15 პროფესია, რომლის წარმომადგენლებიც ყველაზე უფრო მეტად არიან ღალატისკენ მიდრეკილნი და ყველაზე ხშირად ღალატობენ პარტნიორს.

1. ინტერნეტ ტექნოლოგიების სპეციალისტები - მათ მოსაწყენი ადამიანების რეპუტაცია აქვთ და შესაძლოა, ეს მართალიცაა, მაგრამ თუ ფიქრობთ, რომ ყველა მოსაწყენი ადამიანი მორცხვი და მარტოსულია, ცდებით. ინტერნეტ ტექნოლოგიების სპეციალისტებს შეუძლიათ ერთდროულად რამდენიმე ადამიანთან ჰქონდეთ სასიყვარულო ურთიერთობა და ამავდროულად, იყონ ქორწინებაში. მათ აქვთ უნიკალური უნარი პარტნიორს ისე უღალატონ, რომ მას მცირე ეჭვიც კი არ გაუჩნდეს.

რომელი პროფესიის ადამიანები ღალატობენ პარტნიორს ყველაზე ხშირად? - ახალი კვლევის შედეგი

14. უძრავი ქონების აგენტი - მას აქვთ ისეთი პიროვნული მახასიათებლები, ცხოვრების ისეთი სტილი და შესაძლებლობები, რომელთა წყალობითაც იდეალური მატყუარა ხდება. ისინი ძალიან მეგობრულები და კომუნიკაბელურები არიან. ხშირად სახლის გასაყიდად ფლირტსაც იყენებენ.

რომელი პროფესიის ადამიანები ღალატობენ პარტნიორს ყველაზე ხშირად? - ახალი კვლევის შედეგი

13. როგორც აღმოჩნდა, ღალატის მაღალი მაჩვენებელია იმ ქალებში, რომლებიც სახლში არიან, არ მუშაობენ და მათი საქმე მხოლოდ შვილზე ზრუნვაა - იყო დედა, რა თქმა უნდა, ეს დიდი საქმეა და სრული დატვირთვით მუშაობის ტოლფასია. თუმცა როცა პარტნიორი მუშაობს, ქალი კი, მთელ დროს სახლში ბავშვთან ერთად ატარებს, მარტოობის განცდა აწუხებს და ეს გარემოება ღალატისკენ უბიძგებს.

რომელი პროფესიის ადამიანები ღალატობენ პარტნიორს ყველაზე ხშირად? - ახალი კვლევის შედეგი

12. ჟურნალისტები - ისინი მუშაობენ საათობით, როგორც სხვადასხვა შემთხვევის ადგილას, ასევე ნიუსრუმში, მოგზაურობენ ბევრს და სხვადასხვა გარემოში ბევრსაინტერესო და განსხვავებულ ადამიანს ხვდებიან და მათთან ხშირ შემთხვევაში მეგობრულზე უფრო მეტი ურთიერთობა უყალიბდებათ.

რომელი პროფესიის ადამიანები ღალატობენ პარტნიორს ყველაზე ხშირად? - ახალი კვლევის შედეგი

11. ბორტგამცილებლები და პილოტები - მათი სამსახური სახლისგან, ოჯახის წევრებისგან შორს ყოფნას ითვალისწინებს. ისინი საათების განმავლობაში ცაში არიან, ღამეს კი, სასტუმროში მარტო ატარებენ. მარტოობის დაძლევის სურვილი მათ ახალი ურთიერთობის დაწყებისკენ უბიძგებთ.

რომელი პროფესიის ადამიანები ღალატობენ პარტნიორს ყველაზე ხშირად? - ახალი კვლევის შედეგი

10. ადვოკატი - შესაძლოა, ცოტა გიკვირთ, მაგრამ როგორც კვლევა აჩვენებს, ადვოკატებიც მიდრეკილნი არიან ღალატისკენ. მათ მატყუარა ადამიანების რეპუტაცია აქვთ. ადვოკატები ბევრს მუშაობენ, ბევრ სხვადასხვა ადამიანებს ხვდებიან და ხშირად ცდუნებას ვერ უძლებენ.

რომელი პროფესიის ადამიანები ღალატობენ პარტნიორს ყველაზე ხშირად? - ახალი კვლევის შედეგი

9. ყველაზე მოღალატეებს შორის ბარმენები მეცხრე ადგილს იკავებენ - მათ უამრავ ადამიანთან უწევთ ურთიერთობა, უნდა იყონ მეგობრულები და სასიამოვნო აურას უნდა ქმნიდნენ, რაც სხვების თვალში მომხიბვლელობას ჰმატებთ. ყოველ ღამით უამრავ ადამიანს ხვდებიან. სასმელი, ცეკვა და ცხოვრების სტილი მათ მოღალატეებად აქცევთ.

რომელი პროფესიის ადამიანები ღალატობენ პარტნიორს ყველაზე ხშირად? - ახალი კვლევის შედეგი

8. მასაჟის სპეციალისტები - ამ ადამიანებს მთელი დღის განმავლობაში შიშველ ადამიანებთან უწვეთ ურთიერთობა და როგორც უნდა იკავებდნენ თავს, გარემოება მაინც უბიძგებთ ღალატისკენ.

რომელი პროფესიის ადამიანები ღალატობენ პარტნიორს ყველაზე ხშირად? - ახალი კვლევის შედეგი

7. ჯარისკაცები - იყო შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი ნიშნავს, რომ საკუთარი სიცოცხლე გარისკო. თავიანთი ცხოვრების სტილი მათ ახალი რომანტიკული ურთიერთობების დაწყებისკენ უბიძგებთ. ეს მუდმივი სტრესისგან გათავისუფლების საშუალებად მიაჩნიათ.

რომელი პროფესიის ადამიანები ღალატობენ პარტნიორს ყველაზე ხშირად? - ახალი კვლევის შედეგი

6. სპორტსმენები - ისინი სიაში მეექვსე ადგილს იკავებენ. განსაკუთრებით გამოირჩევიან ამ თვალსაზრისით წარმატებული სპორტსმენები. დიდი წარმატების მიღწევის შემდეგ ისინი სიამოვნების მიღებისკენ მიილტვიან.

რომელი პროფესიის ადამიანები ღალატობენ პარტნიორს ყველაზე ხშირად? - ახალი კვლევის შედეგი

5. პოლიციელი - ეს არის კიდევ ერთი პროფესია, რომელიც წარმოუდგენელ სტრესთან და გადატვირთულ სამუშაო რეჟიმთანაა დაკავშირებული. მათ დიდი დროის გატარება უწევთ ოჯახის გარეშე და სხვაგან ცდილობენ სითბო იპოვონ.

რომელი პროფესიის ადამიანები ღალატობენ პარტნიორს ყველაზე ხშირად? - ახალი კვლევის შედეგი

4. შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები - ამ სფეროში დასაქმებულები, როგორც წესი, გარშემორტყმულნი არიან მომხიბვლელი, ვიზუალურად ლამაზი ადამიანებით. მათი ცხოვრება სავსეა წვეულებებით, მოგზაურობით, ერთად დიდ დროს ატარებენ, სწორედ ამიტომ, ხშირია ღალატის შემთხვევები. ამიტომაც არის ვარსკვლავურ წყვილებში ამდენი სკანდალი.

რომელი პროფესიის ადამიანები ღალატობენ პარტნიორს ყველაზე ხშირად? - ახალი კვლევის შედეგი

3. ექიმები და მედდები - ისინი ყოველდღიურად უყურებენ რთული ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს. ცხოვრების ასეთი სტილი იწვევს დაძაბულობას, შფოთვასა და დეპრესიას. ისინი ასეთ მომენტებში ერთმანეთის მხარდამჭერები ხდებიან და ხშირად პარტნიორს თანამშრომელთან ღალატობენ.

რომელი პროფესიის ადამიანები ღალატობენ პარტნიორს ყველაზე ხშირად? - ახალი კვლევის შედეგი

2. მეორე ადგილზე მასწავლებელები გავიდნენ - მასწავლებლობა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი პროფესიაა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მასწავლებლები ამზადებენ მომავალ თაობას, მათზეა დამოკიდებული ბევრი რამ და ხშირ შემთხვევაში, მათი საქმე არ არის ანაზღაურებული შესაბამისად. ხშირად პარტნიორი პატივს არ სცემს მის შრომას, რის გამოც მასწავლებლის პროფესიის ადამიანი სხვასთან ეძებს კომფორტს.

რომელი პროფესიის ადამიანები ღალატობენ პარტნიორს ყველაზე ხშირად? - ახალი კვლევის შედეგი

1. პირველ ადგილს ფინანსისტები იკავებენ - ზოგადად, ფული ბევრი არასასურველი ქმედებისკენ უბიძგებს ადამიანს. გაიხსენეთ „უოლ სტრიტის მგელი“, ჯორდან ბელფორტი, რა დაემართა მას ფულის წყურვილის გამო და როგორ მოექცა პირველ ცოლს. ფინანსებში ჩართული ადამიანებისათვის, როგორც წესი, არანაირი ზღვარი არ არსებობს და ისინი ზოგჯერ არც კი თვლიან, რომ ღალატით პარტნიორს გულს სტკენენ. მიაჩნიათ, რომ ფული ყველაფრის უფლებას აძლევთ.

რომელი პროფესიის ადამიანები ღალატობენ პარტნიორს ყველაზე ხშირად? - ახალი კვლევის შედეგი



<a href="http://www.thebuzztube.com">http://www.thebuzztube.com</a>