მშობლები

გოგონები, რომლებსაც დედები მუდამ აკრიტიკებენ, უფრო წარმატებულები არიან

გოგონები, რომლებსაც დედები მუდამ აკრიტიკებენ, უფრო წარმატებულები არიან

მუდამ კრიტიკა არავის მოსწონს და მათ შორის, არც შვილებს, მაგრამ თუ თქვენს გოგონას გამუდმებით აკრიტიკებთ, ამაზე ნუ იდარდებთ, რადგანაც როგორც ახალი კვლევა აჩვენებს, ასეთი ქმედებით რეალურად მას წარმატების მიღწევისკენ უბიძგებთ.

კვლევამ გამოავლინა რომ გოგონები, რომლებსაც დედები გამუდმებით რაღაცას ასწავლიან, ქმედებებს უწუნებენ და მათ ყველა ნაბიჯს აკრიტიკებენ, არ ქორწინდებიან ადრეულ ასაკში და მათი უმეტესობა იღებს სრულფასოვან განათლებას, ორიენტირებულია წარმატებულ კარიერაზე.

კვლევა ესექსის უნივერსიტეტში ჩატარდა. მკვლევარებმა სტუდენტების ბავშვობა, მათ მიმართ დედების დამოკიდებულება და მათი აკადემიური მოსწრება შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ წარმატებას ის სტუდენტები აღწევდნენ, რომლებსაც მკაცრი დედები ჰყავდათ.

გოგონები, რომლებსაც დედები მუდამ აკრიტიკებენ, უფრო წარმატებულები არიან

„არ აქვს მნიშვნელობა როგორ ვცდილობთ თავი ავარიდოთ მშობლების გავლენას, როგორ ვცდილობთ, რომ მათი რეკომენდაციების საპირისპიროდ მოვიქცეთ, მათი რჩევები მაინც დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე და როგორც კვლევა აჩვენებს, სწორედ მათი რჩევების გათვალისწინება განაპირობებს უმეტესი ჩვენგანის წარმატებას“, - ამბობს მკვლევარი ერიკა რასკონ რამირესი.

კიდევ ერთი კვლევის თანახმად, 14 წლის ბრიტანელი თინეიჯერების უმეტესობა ამბობს, რომ მათი მთავარი კრიტიკოსი დედაა და რეალურად დედის კრიტიკა მათ ეხმარებათ სწორი გზის დანახვაში.

„დეილი მაილის“ ცნობით, ევროპის ქვეყნებს შორის დიდ ბრიტანეთში არასრულწლოვანთა ორსულობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და კვლევა აჩვენებს, რომ ამ გოგონების მშობლები არ გამოირჩევიან სიმკაცრით და შვილების მიმართ უფრო ლოიალურ დამოკიდებულებას იჩენენ, მათ იშვიათად აკრიტიკებენ.

გოგონები, რომლებსაც დედები მუდამ აკრიტიკებენ, უფრო წარმატებულები არიან

კვლევის თანახმად, თინეიჯერებში, რომლებისგანაც მშობლებს დიდი მოლოდინები აქვთ, რომლებზეც დიდ იმედებს ამყარებენ, ძალიან დაბალია ადრეული ორსულობის შემთხვევები, ვინაიდან ისინი კონცენტრირებულები არიან განათლების მიღებაზე, ისინი პატივს სცემენ დედების მოლოდინებს, მათზე დიდია მშობლის გავლენა და მოზარდებს სურთ, რომ დედებს იმედები გაუცრუონ.

ამგვარად, როცა თქვენი გოგონა დაიწუწუნებს იმაზე, რომ ძალიან ბევრს აკრიტიკებთ, რომ მისი არაფერი მოგწონთ, შეგიძლიათ უთხრათ, რომ ასე მის სასიკეთოდ იქცევით.

ფსიქოლოგების თქმით, განათლების მიღების და წარმატების მიღწევის სურვილი ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ როცა მშობელი უფრო მეტადაა ყურადღებით და უფრო მეტადაა შვილის ცხოვრებაში ჩართული, ეს მისი შვილის წარმატების შანსს ზრდის.



<a href="https://www.hmcmagazine.com">https://www.hmcmagazine.com</a>