LIFE

რატომ უჭირთ სასიყვარულო ურთიერთობები ჭკვიან ადამიანებს

რატომ უჭირთ სასიყვარულო ურთიერთობები ჭკვიან ადამიანებს

სიყვარულის აღქმა ყოველთვის მარტივი არ არის. განსაკუთრებით, თუ საქმე საკუთარ გრძნობებს ეხება. მეცნიერები, სხვადასხვა კვლევების საფუძველზე, ცდილობენ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მოვლენები, სხვა კუთხითაც დაგვანახონ. ამ შემთხვევაში, საქმე ეხება ჭკვიან ადამიანებსა და მათ გრძნობებს. ვინაიდან, არსებობს მოსაზრება, რომ მათ განსაკუთრებით უჭირთ სასიყვარულო ურთიერთობების გაბმა. ამის მიზეზად, მეცნიერები ასახელებენ შემდეგს:

1. ჭკვიანი ადამიანები აანალიზებენ გრძნობებს - როგორც თავიანთ, ასევე სხვის გრძნობებსაც

რატომ უჭირთ სასიყვარულო ურთიერთობები ჭკვიან ადამიანებს

მათი განსაკუთრებული ნიჭი იმაში მდგომარეობს, რომ ბრწყინვალედ გამოსდით ინფორმაციის შეგროვება და დასკვნების გაკეთება - ეს არის, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითიც, რადგან ჭკვიანი ადამიანები გაურბიან ურთიერთობებს პრობლემების გამოჩენასთან ერთად. გაუგებრობა? ჩხუბი? გამოდის, რომ არც ვართ შექმნილი ერთმანეთისთვის - ამბობენ ისინი და ემშვიდოებებიან.

2. მათ სჭირდებათ დრო, რომ გაიხსნან სხვა ადამიანთან

რატომ უჭირთ სასიყვარულო ურთიერთობები ჭკვიან ადამიანებს

მათი გონება არასოდეს წყვეტს მუშაობას. არასოდეს წყვეტენ იმ მიზეზებისა და დეტალების ძიებასაც, რასაც შეეძლო სიტუაციის გაფუჭება. განათლებული და ჭკვიანი ადამიანები სირთულეს ხედავენ სხვა ადამიანებთან გახსნაშიც: მათ ესმით ურთიერთობა, როგორც რისკი. ამიტომაც, ისინი ხშირად გულგრილები ჩანან, სინამდვილეში კი შესაძლოა ასეთები სულაც არ არიან.

3. ისინი ითვალისწინებენ წარსულის გამოცდილებას

რატომ უჭირთ სასიყვარულო ურთიერთობები ჭკვიან ადამიანებს

ეს კიდევ ერთი სირთულეა, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ჭკვიანი ადამიანების გადაწყვეტილებაზე ურთიერთობების მხრივ. ყველა წარსულ ურთიერთობაში მომხდარი ამბავი, მათ მომდევნო ურთიერთობებში აღარ მეორდება. ისინი ვერ აცნობიერებენ ამას და თითქმის ყველა შეცდომის გამეორებისგან ბუნებრივად იკავებენ თავს. მათ ახსოვთ ბოლო განშორებით გამოწვეული ტკივილი და თავიანთ წარუმატებელ გამოცდილებას აღარ იმეორებენ ახალ ურთიერთობებში.

4. მარტო ყოფნა მათი შეგნებული არჩევანია

რატომ უჭირთ სასიყვარულო ურთიერთობები ჭკვიან ადამიანებს

ეს ფაქტია! ისინი ნათლად ხედავენ, რომ მარტოობა ბევრად სასიამოვნოა ვიდრე იმ ადამიანთან ყოფნა, რომელიც მათ არ შეეფერებათ. ეს მათი შეგნებული და კარგად აწონ-დაწონილი გადაწყვეტილებაა. დროის უმეტეს ნაწილს ისინი მარტო ატარებენ, მაგრამ არა იმიტომ, რომ გარემოებები აქვთ ასეთი, არამედ იმიტომ, რომ თავად სურთ მარტოობა. ჭკვიანი ადამიანები შესანიშნავად გრძნობენ თავს თავიანთი საკუთარი თავის გარემოცვაში.

რატომ უჭირთ სასიყვარულო ურთიერთობები ჭკვიან ადამიანებს



წყარო:&nbsp;<a href="https://brightside.me/inspiration-relationships/scientists-found-out-why-clever-people-find-it-difficult-to-fall-in-love-215655/" target="_blank">brightside.me</a>