LIFE

სიყვარულის 30 წესი

სიყვარულის 30 წესი

განსხვავებულ ადამიანებს განსხვავებული მისწრაფებები აქვთ: ზოგის ამბიცია რეალურზე დიდია, ზოგს კი დიდება და საზოგადოების მიერ დაფასება საერთოდ არ ადარდებს. თუმცა, საბოლოო ჯამში, ადამიანის ნებისმიერი სახის ქმედებას სიყვარულის სურვილი ამოძრავებს: ყველას სურს ბევრი ფული, იმიტომ, რომ სასურველი ადამიანი უკეთ მოხიბლოს, წარმატება კი იმისთვის უნდათ, რომ იცნობდნენ და, შესაბამისად, უყვარდეთ. მოკლედ, თუ გსურს, სიყვარულში წარმატებული იყო, ფსიქოლოგების რჩევები გაითვალისწინე: 

სიყვარულის 30 წესი
  1. როდესაც სიყვარული გეწვევა, გაუფრთხილდი
  2. სიყვარული სარკეა – თუ ნებას მივცემთ, გვიჩვენებს, ვინ ვართ
  3. საკუთარი თავის გაბედნიერება მხოლოდ თავად შეგიძლია, სხვა ადამიანს ნურაფერს დააბრალებ
  4. არასოდეს თქვა ისეთი სიტყვები, რომლებიც შენს პარტნიორს გულს ატკენს
  5. აპატიე მარტივად და არასოდეს დასაჯო, არასოდეს აქციო ურთიერთობა დრამად და არასოდეს გააკონტროლო
  6. ნუ გეშინია, როდესაც რამეში არ ეთანხმები, ეს ჯანსაღი მოვლენაა
  7. არასოდეს იყოთ ერთმანეთისთვის ზედმეტად დაკავებული
  8. მიიღე ჯანსაღი კრიტიკა, ის ხომ წინსვლაში გეხმარება; და აღიარე, როდესაც დამნაშავე ხარ
  9. დაუდექით ერთმანეთს მხარში რთულ პერიოდებში
  10. იცხოვრეთ მომენტებით და იფიქრეთ დღევანდელ დღეზე, წარსული კი წარსულში დატოვეთ
  11. ზომიერად ეჭვიანობა დასაშვებია
  12. არასოდეს შეედაროთ სხვა წყვილებს
  13. მოუსმინე ყურადღებით და იკონტაქტეთ ღიად და გულწრფელად
  14. ნუ განსჯით ერთმანეთს
  15. შედეგის მისაღებად ნუ გამოიყენებ მანიპულირების გზას
  16. ისწავლე და გაიზარდე, ნუ შეეცდები პარტნიორის შეცვლას
  17. ნუ გააკრიტიკებ მის მეგობრებსა და ოჯახის წევრებს
  18. მიიღეთ ერთმანეთის ნაკლი
  19. არასოდეს დათმო მორალი და ღირებულებები და ამის გაკეთებას ნურც პარტნიორს სთხოვ
  20. ძალაუფლების ნაცვლად, ურთიერთობაში ბალანსი ეძებე
  21. აუცილებელია, ორივე მხარეს გარკვეული პირადი სივრცე ჰქონდეს
  22. იყავით ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები
  23. ნუ დახარჯავ ენერგიას ნეგატიურ ფიქრებში
  24. არ დაგავიწყდეთ, ერთმანეთს კომპლიმენტები უთხრათ და ერთმანეთის საინტერესო თვისებები აღნიშნოთ
  25. ყოველდღიურად ერთი რომანტიკული აქტივობა მაინც დაგეგმეთ
  26. ყოველთვის ყურადღებით უსმინე, რას გეუბნება პარტნიორი და შეეცადე, მისი ნათქვამი სწორად გაიგო
  27. გამონახეთ დრო ბუნებაში სასეირნოდ
  28. სიყვარულის დასამტკიცებლად საუბარს აზრი არ აქვს, იმოქმედე
  29. ნუ დაკარგავთ ერთმანეთის ნდობას
  30. არასოდეს ითამაშო იმით, რის დაკარგვასაც საკუთარ თავს ვერ აპატიებ!


სიყვარულის 30 წესი



წყარო:&nbsp;<a href="http://www.elephantjournal.com/2014/11/55-rules-for-love/" target="_blank">www.elephantjournal.com</a>