15 წყვილი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით, რომლებიც გამუდმებით ჩხუბობენ
- 13.04.2018
15. ლომი და მერწყული - ეს ორი ზოდიაქოს ნიშანი კონფლიქტურ კომბინაციას ქმნის. უჭირთ ერთმანეთთან ჰარმონიული კავშირის დამყარება და უმეტეს საკითხებთან მიმართებაში კონსესუსს ვერ აღწევენ. ორივე ძლიერი ზოდიაქოს ნიშანია, რომლებიც ყოველთის მზად არიან საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად ბოლომდე იბრძოლონ. უყვართ ძალის, ნიჭის დემონტრირება და ერთმანეის მიმართ შური უჩნდებათ.
14. ვერძი და კურო - ვერძი ძალიან ჯიუტი ზოდიაქოს ნიშანია, ხოლო კურო ყველაზე ჯიუტი სხვა ზოდიაქოს ნიშნებთან შედარებით. სწორედ ამ სიჯიუტის გამო, ამ ორ ზოდიაქოს ნიშანს ძალიან უჭირს ერთმანეთის გაგება. არ შეუძლიათ იმის აღიარება, რომ შეცდომა დაუშვეს. ათასში ერთია ისეთი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც ისინი შეთანხმების მიღწევას შეძლებენ.
13. ქალწული და ტყუპები - ქალწულს სურს, რომ ყველაფერი მოწესრიგებული, წინასწარ გათვლილი ჰქონდეს, გეგმის მიხედვით ცხოვრობს და მოსწონს, როცა ხედავს, როგორ აკონტროლებს ცხოვრებას. რაც შეეხება ტყუპებს, ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები მოულოდნელობით სავსენი არიან. წინასწარ არასოდეს იცით მათგან როდის, რას უნდა ელოდოთ, გადაწყვეტილებებს სპონტანურად იღებენ. ქალწულს ტყუპების სპონტანურობა აღიზიანებს, ხოლო ტყუპებს ქალწულის „დავარცხნილი“ ცხოვრება. სწორედ ამიტომ, ზოდიაქოს ეს ორი ნიშანი ერთმანეთს ვერ ეგუება და მუდამ ჩხუბობენ.
12. მორიელი და ვერძი - მორიელი წყლის, ხოლო ვერძი ცეცხლის ნიშანია და ცეცხლი და წყალი ვერ ეგუება ერთმანეთს. აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულებები აქვთ. ენერგეტიკის თვალსაზრისით ორივე ძლიერია, თუმცა ეს ვერ განაპირობებს მათ ჰარმონიულობას, პირიქით, ხელს უშლის ურთიერთობაში. ისინი ყველაფერში ეჯიბრებიან ერთმანეთს. ორივე ტემპერამენტიანია და პირველობა სურს. მათი ურთიერთობა სავსეა დაძაბულობითა და კონფლიქტით.
11. ტყუპები და თხის რქა - თუ ერთმანეთს შორიდან უყურებენ, იციან ერთმანეთის საქმიანობის შესახებ, თუმცა არ აქვთ ურიერთობა, მოხიბლულები არიან ერთმანეთით, თუმცა როცა საქმე ახლო ურთიერთობაზე მიდგება, გადაულახავი წინააღმდეგობები იჩენენ თავს. ეს ორი აბსოლუტურად განსხვავებულ ადგილას დგას, აქვთ განსხვავებული შეხედულებები და დამოკიდებულება ცხოვრების ყველა ასპექტისადმი. შესაბამისად, ვერაფერზე თანხმდებიან და გამუდმებით ჩხუბობენ.
10. კურო და მერწყული - ეს ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული მხარეა, აბსოლუტურად განსხვავებული მსოფლხედვითა და მისწრაფებებით. კურო მეოჯახე და ტრადიციების მოყვარულია, მერწყული კი, მუდამ სადღაც გარბის, მუდამ ახლის ძიებაშია, მოსწონს სიახლეები და უარყოფს მოძველებულ ტრადიციებს. გარდა ამისა, ორივე ზოდიაქოს ნიშანი წარმოუდგენლად ჯიუტია და ამის გამო, ამ ორს ურთიერთობაში გადაულახავი წინააღმდეგობები ექმნებათ. ისინი გამუდმებით ჩხუბობენ.
9. ლომი და მორიელი - ორივე ზოდიაქოს ნიშანი წარმოუდგენლად ძლიერი პიროვნული თვისებებით გამოირჩევა. ორივე მათგანს ყველა საქმეში პირველობა, დომინანტობა სურს. ვერ ეგუნებიან ერთმანეთის წარმატებას. უნდა ეცადონ, რომ არ იყონ ერთმანეთის გარემოცვაში, თორემ არ გაჩერდებიან, სანამ ორივე მათგანი ბრძოლის ველზე არ დაეცემა. არავითარ შემთხვევაში არ მისცემენ ერთმანეთს წარმატების საშუალებას. ორივე მათანი მზადაა ძალა აჩვენოს და საკუთარი უპირატესობა დაამტკიცოს. არავითარ შემთხვევაში არ წავლენ კომპრომისზე.
9. მშვილდოსანი და ქალწული - მათი ურთიერთობა ნამდვილად ვერ იქნება ზღაპრული. მშვილდოსანი ცეცხლის ნიშანია, უყვარს ცხოვრება, ვნებით და ჟინით აკეთებს ყველა საქმეს, მზად არის გასწიოს რისკი. ქალწული მიწის ნიშანია, არ უყვარს რისკის გაწევა და ზოგადად, იმ საქმეს არასოდეს გააკეთებს, რომლის მოსალოდნელი შედეგიც წინასწარ არ იცის. ქალწულს სურს, რომ ყველაფერი გააკონტროლოს, მათ შორის თავისი მშვილდოსანი მეგობარიც, თუმცა ეს შეუძლებელია. მშვილდოსანს თავისუფლებას ვერავინ შეუზღუდავს. ამიტომაც, ამ ორი ზოდიაქოს ნიშნის ურთიერთობა წინააღმდეგობებითა და ჩხუბითაა სავსე და თითქმის ყოველთვის კრახით სრულდება.
7. კირჩხიბი და სასწორი - კირჩხიბი ადამიანებთან ემოციურ კავშირს ეძებს, ხოლო სასწორისთვის ემოციები უმნიშვნელოა. ამ ორ ზოდიაქოს ნიშანს არასოდეს აქვს ჰარმონიული ურთიერთობა. კირჩხიბს ხშირად სჭირდება ემოციური მხარდაჭერა, სასწორს კი, მისი მსგავსი დამოკიდებულება მხოლოდ ღიმილს ჰგვრის ვერ იგებს, როგორ შეიძლება ადამიანი კირჩხიბის მსგავსად ემოციური იყოს. კირჩხიბს უჭირს ბალანსის პოვნა, სასწორისთვის კი,ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ბალანსია. კირჩხიბს უყვარს პირადი ცხოვრების დეტალებზე საუბარი, ხოლო სასწორს ამგვარ საკითხებზე არც თავად უყვარს საუბარი და არც მოსმენა ხიბლავს. სწორედ ამიტომ, ეს ორი ზოდიაქოს ნიშანი ვერ ეგუება ერთმანეთს და ხშირად ჩხუბობენ.
6. თევზები და ლომი - ლომს უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა,მოსწონს, როცა კომპლიმენტებით ავსებენ. თევზები კი, მეოცნებე ზოდიაქოს ნიშანია, რომელსაც მუდამ მხარდაჭერა და ყურადღება სჭირდება. ორივე ზოდიაქოს ნიშანი სხვებისგან ითხოვს ყურადღებასა და მხარდაჭერას, ხოლო თავად სხვების მიმართ მსგავს დამოკიდებულებას არ ავლენენ. სწორედ ამიტომ ლომი და თევზები ვერ უგებენ ერთმანეთს და სჯობს, თავი შორს დაიჭირონ ერთმანეთისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ცხოვრება ტანჯვად გადაიქცევა.
5. ვერძი და კირჩხიბი - ვერძი თავგადასავლების მოყვარულია, ხიბლავს მოგზაურობა და ნაკლებად იჩენს მგრძნობიარე ხასიათს, ხოლო კირჩხიბი ზედმეტად მგრძნობიარეა. კირჩხიბს სურს, რომ ყველა მასზე ზრუნავდეს, ვერძს კი, არ სცალია თავის კირჩხიბ მეგობარზე ზრუნვისთვის, ის ახალი თავგადასავლის საძენბნელადაა წასასვლელი. ამიტომაც, ეს ორი ზოდიაქოს ნიშანი ერთმანეთთან მუდამ კონფლიქტშია და მათი ურთიერთობა ცუდად სრულდება.
4. მორიელი და მორიელი - ორი მორიელი ერთად წარმოუდგენელია. ისინი აუცილებლად „მოახრჩობენ“ ერთმანეთს. მორიელის ზოდიაქოს ნიშნის ადამიანები ძლიერი პიროვნული თვისებებით გამოირჩევიან. ისინი მზად არიან საკუთარი მიზნების მისაღწევად ყველაფერი გააკეთონ. ორი მორიელი ერთმანეთში მხოლოდ და მხოლოდ კონკურენტს ხედავს და ერთმანეთის გასანადგურებლად ყველა ხერხს მიმართავენ. ამ ორის ჰარმონიული ურთიერთობა წარმოუდგენელია. ასტროლოგები გირჩევენ მორიელებს, რომ მოერიდოთ ერთმანეთს.
3. მერწყული და კირჩხიბი - ამ ორის ურთიერთობა აუცილებლად დაძაბული და სტრესული იქნება. მგრძნობიარე კირჩხიბს სურს, რომ თავისი მერწყული მეგობარი, ან პარტნიორი მუდამ გვერდით ჰყავდეს, მერწყულს კი, არ შეუძლია მუდამ ერთ ადგილას ყოფნა, ერთფეროვნება. ის გამუდმებით სიახლეებს ეძებს და მტირალა კირჩხიბის გვერდით ყოფნა მალე ბეზრდება. ამ ორის ურთიერთობა დაპირისპირებითა და წინააღმდეგობებითაა სავსე.
2. ლომი და ქალწული - ორივე ზოდიაქოს ნიშანს უყვარს კონტროლი. ისინი ერთმანეთის გაკონტროლებასაც ცდილობენ და სწორედ ამ დროს იქმნება კონფლიქტური სიტუაციები. ორივე მათგანი რაციონალურია. მოქმედებენ გონებით და არა გულით და ბევრი კუთხით ჰგვანან ერთმანეთს, თუმცა მიუხედავად ამისა, ვერ ქმნიან ჰარმოიულობას, რადგანაც ერთმანეთის გაკონტროლების სურვილი უჩნდებათ და ეს წინააღმდეგობებით ავსებს მათ ცხოვრებას.
1. სასწორი და კურო - ზოდიაქოს ამ ორი ნიშნის ადამიანებს შორის არ ჩნდება ნდობა, არ შეუძლიათ ერთმანეთთან კომუნიკაციის დამყარება. ევრ პოულობენ საერთო ენას. სასწორს არ მოსწონს კუროს იდეები, ხოლო კუროს არ ხიბლავს სასწორის უემოციო ხასიათი. ისინი ერთმანეთის მიმართ წარმოუდგენლად კრიტიკულები არიან. არ მოსწონთ არც ერთი გადაწყვეტილება. დიპლომატი სასწორი ვერ იგებს, როგორ შეიძლება ადამიანი კუროს მსგავსად ჯიუტი იყოს და არ შეეძლოს საკუთარი შეცდომების აღიარება. კუროსა და სასწორს განსხვავებული ღირებულებები და ფასეულობები აქვთ და ვერ ეგუებიან ერთმანეთს.
თემები: ურთიერთობა, წყვილი, ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი
<a href="http://thewildchild.co.za">http://thewildchild.co.za</a>