ამ 10 უჩვეულო და სასიამოვნო ხერხით ზედმეტ კილოგრამებს სამუდამოდ დაივიწყებთ
- 19.04.2018
1. შოპინგი
შოპინგი 3 საათის განმავლობაში ველოტრენაჟორზე დაახლოებით 1 საათის ვარჯიშის ტოლფასია.
2. დალაგება
სახლის ჩვეულებრივი დალაგებისას ნახევარმა საათმა შეიძლება დაგაკარგვინოთ დაახლოებით 85 კალორია, რაც უდრის 15-წუთიან პრესის ვარჯიშს. იგივე დროის გენერალური დალაგება კი - დაახლოებით 2-ჯერ მეტია.
3. ღვინო
ალბერტის უნივერსიტეტის მეცნიერები აცხადებენ, რომ 1 ჭიქა წითელ ღვინოს შეუძლია დარბაზში ვარჯიშის მთელი ერთი საათი შეცვალოს. მთავარია გახსოვდეთ: საუბარია მხოლოდ ერთ ჭიქაზე.
4. სიმღერა
იმისათვის რომ მოიშოროთ 100 კალორია, 1 საათი უნდა იმღეროთ.
5. ძილი
კვლევის მიხედვით, თუ სრულიად შიშველი დაიძინებთ, ერთი თვის მერე აღმოაჩენთ რომ ორგანიზმის მეტაბოლიური აქტივობა მნიშვნელოვნად გაიზრდება და შედეგი სასიკეთოდ აისახება თქვენს ფიგურაზე.
6. დონორობა
კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, 0,5 ლ სისხლის ჩაბარება წვავს 650 კალორიას. დაახლოებით იგივეს დაკარგავთ სწრაფ ტემპში ცურვის 1 საათში. მაგრამ გახსოვდეთ, რომ სისხლი უნდა ჩააბაროთ კეთილი განზრახვით - დამწვარი კალორიები მხოლოდ სასიამოვნო ბონუსია.
7. კოცნა
ეს მეთოდი დაგეხმარებათ დაკარგოთ 60 კალორიაზე მეტი, თუ დაკავდებით კოცნით 1 საათის განმავლობაში. დაახლოებით ამდენივე შეიძლება დაკარგოთ 5-წუთიანი სწრაფი სირბილის დროს. მაგრამ, თუ კოცნას დაამატებთ ვნებას, ციფრი გაიზრდება 90 კალორიამდე. რა თქმა უნდა, კოცნით ბევრს ვერ დაიკლებთ, მაგრამ ეს სასიამოვნო დანამატია სხვა მეთოდებთან ერთად.
8. სიცილი
მკვლევარები ვანდერბილტის უნივერსიტეტიდან ამბობენ, რომ სიცილს შეუძლია დაწვას 10-40 კალორია. იგივე 40 კალორიას თქვენ დაკარგავთ, თუ გააკეთებთ ჩაჯდომებს 10 წუთის განმავლობაში.
9. მამაკაცების კომპანია
კვლევის მიხედვით, მამაკაცების კომპანიაში ვახშმის დროს ქალები შეუცნობლად აკეთებენ არჩევანს მცირე ულუფებისა და ნაკლებად კალორიული საკვების სასრგებლოდ. მსგავსი ქცევა აიხსნება შესანიშნავი სქესის მისწრაფებით შეესაბამოს სტანდარტებს: ნაკლები კალორია - მეტი მიმზიდველობა.
თემები: დიეტა, ჯანსაღი კვება, თავის მოვლა, პრობლემები, ჯანმრთელობა
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია