რამდენჯერ გიყვარდებათ ცხოვრებაში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?
- 30.04.2018
1. ვერძი - როდესაც სასიყვარულო ურთიერთობაში ხართ, თქვენ ყველაფერს აკეთებთ ამ ურთიერთობისთვის. პაემანზე გართობისთვის და მხოლოდ სექსისთვის არასოდეს ეპატიჟებით პოტენციურ პარტნიორს. როცა შეყვარებული ხართ, ეს სამუდამო სიყვარულია. ცხოვრების ბოლომდე ერთი ადამიანი გიყვართ. როცა ვინმე შეგიყვარდებათ, თქვენთვის სხვა აღარავინ არსებობს. ხართ საოცრად ერთგული.
2. კურო - შეიძლება ყოველ დღე ვიღაც ახალ ადამიანზე იყოთ შეყვარებული. მუდმივად იხიბლებით. შესაძლოა, მომხიბვლელმა მიმტანმა გაგიღიმოთ და ის იფიქროთ, რომ შეყვარებული ხართ მასზე, თუმცა ეს სერიოზული გრძნობა არ არის. ასტროლოგები ამბობენ, რომ ცხოვრების განმავლობაში ნამდვილი სიყვარულით ორჯერ გიყვარდებათ. ერთხელ - ახალგაზრდობის პერიოდში და მეორედ - მოწიფულ ასაკში.
3. ტყუპები - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს როცა უყვარდებათ, ჰგონიათ, რომ ეს სიყვარული სამუდამოა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, მათი მოლოდინი არ ამართლებს. ტყუპებს ცხოვრებაში ოთხჯერ უყვარდებათ და ყოველ ჯერზე ფიქრობენ, რომ ეს სამუდამო სიყვარულია. მაგრამ რეალურად გულისხმობენ, რომ ეყვარებათ მანამდე, სანამ არ მობეზრდებათ.
4. კირჩხიბი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები ოცნებობენ იმ დღის დადგომაზე, როცა ნამდვილ სიყვარულს შეხვდებიან. ამიტომაც, მათ ცხოვრებაში ძალიან ბევრი სასიყვარულო ურთიერთობის გამოცდილება აქვთ. ნამდვილი სიყვარულის ძებნაში ისინი სხვადასხვა ადამიანებთან ამყარებენ რომანტიკულ კავშირს. ასტროლოგები ამბობენ, რომ ცოვრებაში ნამდვილად ორჯერ გიყვარდებათ, მაგრამ პირველი სასიყვარულო ურთიერთობის დასრულების შემდეგ, გეშინიათ ვინმეს შეყვარების, თუმცა მოწიფულ ასაკში აუცილებლად მისცემთ თავს თავიდან შეყვარების უფლებას.
5. ლომი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს გართობა, მხიარულება და საინტერესო მოგონებების შეგროვება უყვართ. მიუხედავად იმისა, რომ ის ძლიერი პიროვნული თვისებებით გამოირჩევა და აქვს ლიდერობის უნარი, არასოდეს ჩქარობს სასიყვარულო ურიერთობების უფრო სერიოზულ ფაზაში გადაყვანას, რაც ქორწინებასა და შვილების გაჩენას გულისხმობს. ეს საკითხი ძალიან აშინებთ ლომებს. როგორც წესი, ლომებს ძალიან ბევრი სასიყვარულო ურთიერთობა აქვთ ცხოვრების განმავლობაში. ნამდვილი სიყვარულით კი, ორჯერ უყვარდებათ. მეორე სიყვარული გაცილებით უფრო მყარია და პარტნიორთან ურთიერთობა უფრო სასიამოვნო.
6. ქალწული - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები თვლიან, რომ სიყვარული ძალიან რთულია. ქალწულებს არ უყვარდებათ მარტივად. თუ შეუყვარდათ, ეს სიყვარული სამუდამო იქნება. ასტროლოგები ამბობენ, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს მხოლოდ ერთხელ უყვარდებათ და ამ სიყვარულისთვის ყველაფერს გააკეთებენ.
7. სასწორი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს საოცარი სიყვარულის უნარი აქვთ. ისინი დიდ სიყვარულს გასცემენ. შესაძლოა, ცხოვრების განმავლობაში სამჯერ შეუყვარდეთ. ურთიერთობას დიდხანს ვერ ინარჩუნებენ იმიტომ, რომ დიდ სიყვარულს გასცემენ და როცა საპასუხიდ იგივეს ვერ იღებენ, გულნატკენები რჩებიან. მათ სურთ, რომ საყვარელმა ადამიანმა ისევე მიუძღვნათ თავი, როგორც თავად აკეთებენ ამას. იმისთვის, რომ სასიყვარულო ურთიერთობა სამუდამო იყოს, ძალიან ბევრი არ უნდა მოითხოვოთ პარტნიორისგან.
8. მორიელი - როგორც წესი, გიყვართ მთელი გულით, მაგრამ არ უფრთხილდებით სასიყვარულო ურთიერთობას, რის გამოც რომანტიკული კავშირი წარუმატებლობით სრულდება. ნამდვილი სიყვარულით ცხოვრების განმავლობაში სამჯერ გიყვარდებათ, თუმცა უკანასკნელი სიყვარული ყველაზე მყარია, რადგანაც წინა ურთიერთობებისგან გამოცდილება გაქვთ მიღებული და იცით, რომ ახლა უფრო ყურადღებით უნდა იყოთ, რომ უნდა გაუფრთხილდეთ საყვარელ ადამიანს.
9. მშვილდოსანი - თქვენ არ შეგიძლიათ დიდხანს ურთიერთობაში ყოფნა. იმაზე ფიქრიც კი, რომ შესაძლოა ერთი ადამიანის გვერდით გაატაროთ მთელი ცხოვრება, ძალიან გაშინებთ. გიყვართ მრავალფეროვნება და სიახლეები. განსხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობა. ცხოვრების განმავლობაში მინიმუმ ოთხჯერ გიყვარდებათ. ყოველი მომდევნო ურთიერთობა უფრო მყარი და საინტერესო ხდება.
10. თხის რქა - გონებით მოქმედებთ და არა გულით და რომანტიკულ პარტნიორს დიდი ყურადღებით არჩევთ. არ გხიბლავთ მოკლევადიანი ურთიერთობები და სამუდამოდ იქნებით იმ ადამიანის გვერდით, რომელთან თანაცხოვრებასაც გადაწყვეტთ. ცხოვრებაში ერთხელ გიყვარდებათ და ამ სიყვარულის ერთგული რჩებით სიცოცხლის ბოლომდე.
11. მერწყული - თქვენ თავისუფლების მოყვარე ხართ და ვერ ეგუებით,როცა ვინმე ამ თავისუფლებას გიზღუდავთ და დამოუკიდებლობას გართმევთ. ამიტომაც როგორც უნდა გიყვარდეთ ადამიანი, მასთან თანაცხოვრება თუ თავისუფლებას გიზღუდავთ, აუცილებლად წახვალთ მისგან. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ცხოვრებაში მინიმუმ ორჯერ გიყვარდებათ.
12. თევზები - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს ჰყავთ საოცნებო პარტნიორი და მთელი ცხოვრება ეძებენ ისეთს, როგორიც წარმოსახვაში ჰყავთ. ისინი ზღაპრულ სიყვარულზე ოცნებობენ. უჭირთ შესაფერი და საოცნებო პარტნიორის პოვნა და სანამ მას შეხვდებიან, ბევრი რომანტიკული ურიერთობის გამოცდილებას იღებენ, თუმცა ნამდვილად მხოლოდ ერთხელ უყვარდებათ და სურთ, რომ ეს სიყვარული სამუდამო იყოს.
თემები: სიყვარული, წყვილი, ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი
<a href="https://www.yourtango.com">https://www.yourtango.com</a>