ჯანმრთელობა

5 სასარგებლო ჩვევა, რომელთა წყალობითაც სიცოცხლეს გაიხანგრძლივებთ

5 სასარგებლო ჩვევა, რომელთა წყალობითაც სიცოცხლეს გაიხანგრძლივებთ

არსებობს 5 სასარგებლო ჩვევა, ცხოვრების 5 ჯანსაღი წესი, რომელიც ადამიანებს სიცოცხლის გახანგრძლივებაში ეხმარებათ.

როგორც მკვლევარები ამბობენ, ეს ჩვევები ქალებს 14-ით, ხოლო მამაკაცებს 12 წლით უხანგრძლივებთ სიცოცხლეს.

5 სასარგებლო ჩვევა, რომელთა წყალობითაც სიცოცხლეს გაიხანგრძლივებთ

ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ეს 5 ჯანსაღი ჩვევაა:

1. ჯანსაღი კვების რეჟიმის გამომუშავება;

2. რეგულარული ვარჯიში;

3. ჯანსაღი წონის გაფრთხილება და შენარჩუნება;

4. უარი დიდი რაოდენობით ალკოჰოლზე და ასევე მის ხშირად მოხმარებაზე;

5. უარი თამბაქოს მოწევაზე.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობენ, 82%-ით ნაკლებია გულის დაავადებებით გარდაცვლის შანსი, ხოლო 65%-ითაა შემცირებული სიმსივნის გაჩენის ალბათობა.

აღსანიშნავია, რომ უმნიშვნელოვანესია ასეთი ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება ნებისმიერ ეტაპზე, ნებისმიერ ასაკში.

მკვლევარები 35 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ, თუ რა გავლენას ახდენდა ჯანსაღი ცხოვრების წესი და ზემოთ ჩამოთვლილი 5 ჩვევა ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.

კვლევამ აჩვენა, რომ ქალები, რომლებსაც ჰქონდათ ხუთივე ჯანსაღი ჩვევა - არ იყვნენ ალკოჰოლის მომხმარებლები, არ ეწეოდნენ თამბაქოს, ყოველ დღე მინიმუმ 30 წუთით კავდებოდნენ ფიზიკური აქტივობით, ცდილობდნენ ჯანსაღი წონის შენარჩუნებასა და იკვებებოდნენ ჯანსაღად, იხანგრძლივებდნენ სიცოცხლეს სულ ცოტა 14 წლით, ხოლო ამ ჩვევების მქონე მამაკაცები 12 წლით, ან უფრო მეტით.



<a href="https://news.harvard.edu/">https://news.harvard.edu/</a>