7 ჩვევა, რომლებიც ქალის ცხოვრებაში ლამაზი და გლუვი კანის გარანტია
- 02.05.2018
1. სწორი კვება
ცელულიტთან ბრძოლა იწყება სწორი კვებიდან. რაციონში შეიტანეთ: ცილა (ხორცი, პარკოსნები, თხილი, ნიგოზი), ლეციტინი (კვერცხი, პომიდორი, ისპანახი, სოიო), ცხიმმჟავები (თევზი, ავოკადო, ნიგოზი), ხილი და ბოსტნეული, რომლებიც წვავენ ცხიმს (ანანასი, გრეიფრუტი).
2. წყალი
ფიგურისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია ჩვეულებრივი სუფთა წყალი. დიეტოლოგები გვირჩევენ დავლიოთ დღეში 1,5-2 ლ წყალი (ყავა, ჩაი და სხვა სასმელები არ ითვლება).
3. ფიზიკური დატვირთვა
ფიზიკური ვარჯიში ხელს უწყობს ზედმეტი ცხიმის დაწვას და მოხდენილს ხდის ფიგურას. ამ შემთხვევაში კარგია არა გირები და განტელები, არამედ ჩაჯდომები, ხტუნვა, სირბილი და ფიტნესი.
4. მასაჟი
ეფექტურია როგორც თვითმასაჟი სპეციალური ჯაგრისებითა და ქილებით, ასევე პროფესიონალური მასაჟი. უფრო ეფექტურია მასაჟი ეთერზეთებით, რომლებიც აღწევენ ეპიდერმისს და წვავენ ცხიმს.
5. სკრაბები
ანტიცელულიტურ კრემებს არ მოაქვთ სასურველი შედეგი, სკრაბები კი აშორებენ კანის მკვდარ უჯრედებს, აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას და აჩქარებენ მეტაბოლისტურ პროცესებს. დაფქული ყავის სკრაბი კანს მკვრივს და გლუვს, ცელულიტს კი - ნაკლებად შესამჩნევს ხდის. ზღვის მარილის სკრაბს გამოაქვს ცელულიტის ზონიდან ზედმეტი სითხე.
6. კონტრასტული შხაპი
კონტრასტული შხაპი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას. მიუშვირეთ წყლის ნაკადი პრობლემურ ზონაზე 10 წთ-ის მანძილზე და დაიმასაჟეთ პრობლემური უბნები: დუნდულების ზონა - წრიული მოძრაობებით, ფეხები-ზევით-ქვევით წინიდან და ქვევით-ზევით უკანა მხრიდან.
7. საუნა
საუნის მაღალი ტემპერატურა აძლიერებს სისხლისა და ლიმფის დენას, რის ხარჯზეც კანი ხდება ნაზი და მკვრივი. იხსნება საოფლე ჯირკვლები, საიდანაც გამოდევნება ტოქსინები, კანი კი იწმინდება ცხიმგროვებისგან. კვირაში მხოლოდ ერთი ვიზიტი საუნაში გაასწორებს კანქვეშა ცხიმოვან ფენას.
თემები: თმა, სახის მოვლა, კანის მოვლა, კანი, მაკიაჟი, რჩევები
<a href="https://www.adme.ru">www.adme.ru</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია