LIFE

თანამედროვე საზოგადოების 4 პრინციპი, რომლებიც ცხოვრებას გვიფუჭებს

თანამედროვე საზოგადოების 4 პრინციპი, რომლებიც ცხოვრებას გვიფუჭებს

1. დიდი არჩევანი

თანამედროვე საზოგადოების 4 პრინციპი, რომლებიც ცხოვრებას გვიფუჭებს

თანამედროვე ცივილიზაციამ დაგვაჯილდოვა ბევრი კეთილდღეობებითა და არჩევნის თავისუფლებით. ჩვენ ვთვლით, რომ მრავალფეროვნება დიდ სიამოვნებას მოგვიტანს, მაგრამ სიუხვე ზღუდავს ჩვენი არჩევანის თავისუფლებას.

რა გავაკეთოთ?

გასაგებია, რომ დიდი არჩევანი - ილუზიაა. როცა თავს იმტვრევთ მაღაზიაში იმაზე ფიქრით, 10-დან რომელი შოკოლადი აირჩიოთ, 8 მათგანი ალბათ ერთი და იგივე ფაბრიკაში იქნება დამზადებული. გაყევით ჩვევებს. იმის მაგივრად, რომ მოსინჯოთ ათეულობით კბილის პასტა, შეჩერდით ერთზე, რომელიც სწორედ თქვენ გიხდებათ ფასით, ხარისხით და თავისი თვისებებით.

2. ინფორმაციული გადატვირთვა

თანამედროვე საზოგადოების 4 პრინციპი, რომლებიც ცხოვრებას გვიფუჭებს

ინტერნეტმა მოგვცა წვდომა პრაქტიკულად ნებისმიერ ინფორმაციაზე, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ მისი უმეტესი ნაწილი უსარგებლოა. გარდა ამისა, ინფორმაციური ნაგავი ტვირთავს ჩვენს ტვინს, იწვევს დაღლილობასა და ნევროლოგიურ აშლილობებს.

რა გავაკეთოთ?

ნუ გამოიწერთ მსგავს საიტებს. ისინი ერთი და იგივე ინფორმაცია შეიძლება რამდენიმეჯერ აზიარებდნენ, შედეგად თქვენ დახარჯავთ დროს განმეორებით ჩვენებებზე ან მსგავს მასალაზე. არსად არ დატოვოთ თქვენი კონტაქტები: ასე თავიდან აიცილებთ ზედმეტ სპამს. თუ მაინც გირეკავენ, პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის კანონზე დაყრდნობით, სთხოვეთ წაგშალონ ბაზიდან.

3. სმარტფონები

თანამედროვე საზოგადოების 4 პრინციპი, რომლებიც ცხოვრებას გვიფუჭებს

აზრი არა აქვს იმის ახსნას, რომ გაჯეტებმა არა მხოლოდ გაამარტივეს ჩვენი ცხოვრება, არამედ პრობლემებიც დაგვიმატეს - მხედველობის ბანალური გაუარესებიდან სერიოზულ დამოკიდებულებამდე. გარდა ამისა, ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერები თვლიან, რომ სმარტფონის გამოყენება აუარესებს გონებრივ უნარს და თრგუნავს ფსიქიკას.

რა გავაკეთოთ?

ეცადეთ იშვიათად გამოიყენოთ სმარტფონები. გამოაცხადეთ საძინებელი ტელეფონისგან თავისუფალ ადგილად, და ისარგებლეთ ჩვეულებრივი მაღვიძარით. გამორთეთ ხმოვანი შეტყობინებები: ასე თქვენ უფრო იშვიათად მოცდებით და შეამცირებთ ცდუნებას აიღოთ ხელში ტელეფონი. დაიცავით წესრიგი ელექტრონულ ფოსტაში, შეტყობინებებსა და სოცქსელების გვერდებზე.

4. ცხოვრების სწრაფი ტემპი

თანამედროვე საზოგადოების 4 პრინციპი, რომლებიც ცხოვრებას გვიფუჭებს

ცხოვრების სიჩქარე წლიდან წლამდე მხოლოდ იზრდება. დღეს დრო - ყველაზე ძვირფასი ვალუტაა. ამიტომ ჩვენ ვამცირებთ სიტყვების მარაგს და ვხვდებით ერთმანეთს მხოლოდ საქმეზე.

რა გავაკეთოთ?

დაგეგმეთ დღეში 10-15 წუთი რომ გააკეთოთ მედიტირება ან უყუროთ რაიმე სასიამოვნოს. შეიძლება უყუროთ თევზებს აკვარიუმში ან იმას, როგორ იწვის სანთელი. ეს დაგეხმარებათ განიტვირთოთ.



<a href="../../www.adme.ru">/www.adme.ru</a>