სილამაზე

7 კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც დერმატოლოგების შავ სიაში მოხვდნენ

7 კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც დერმატოლოგების შავ სიაში მოხვდნენ

1. ხელის ან ტანის ლოსიონი

7 კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც დერმატოლოგების შავ სიაში მოხვდნენ

თავად დერმატოლოგები ამისათვის კრემებს იყენებენ, რადგან კრემს გააჩნია სქელი კონსისტენცია და კარგად ატენიანებენ კანს. ლოსიონები კი, პირიქით, ხშირად ისინი წყალში გაზავებული ზეთია. და ასეთი საშუალებების გამოყენების შემდეგ ხელები და ტანი ცხიმიანდება და წებოვანი ხდება.

2. ნახშირზე დაფუძნებული ნიღბები

7 კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც დერმატოლოგების შავ სიაში მოხვდნენ

სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ გარდა იმისა, რომ თვით ნიღაბის მოშორების პროცედურა მტკივნეულია, ის აზიანებს კანის სტრუქტურას. მასში შემავალი ინგრედიენტები აგრესიულად მოქმედებენ - აშორებენ კანის უჯრედებს, ბუსუსებს და ცხიმოვან ძაფებს.

3. მზისგან დამცავი სპრეი

7 კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც დერმატოლოგების შავ სიაში მოხვდნენ

სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ხანდახან სპრეი გამოსაყენებლად უფრო მოსახერხებელია, მაგრამ უპირატესობას მაინც კრემს ანიჭებენ. სპრეი შეუძლებელია დაიტანოთ სქლად, რაც საერთო ეფექტს ასუსტებს. გარდა ამისა, დერმატოლოგები თვლიან, რომ მზისგან დამცავი ფიზიკური საშუალებები, რომელთა შემადგენლობაში არის, მაგალითად, თუთიის ოქსიდი ან ტიტანის დიოქსიდი, ნაკლებად აგრესიულია კანის მიმართ და ეფექტურია, ვიდრე მისი ქიმიური ანალოგები.

4. გასარუჯი ზეთი

7 კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც დერმატოლოგების შავ სიაში მოხვდნენ

დერმატოლოგები ასევე არ წყალობენ გასარუჯ ზეთს. მას არა მხოლოდ ულტრაფიოლეტის დაცვის დაბალი ხარისხი გააჩნია, არამედ შეუძლია დაახშოს ფორები, რაც მნიშვნელოვნად გააუარესებს კანის მდგომარეობას.

5. მალამო „ჰიდროკორტიზონი“

ეს მალამო წარმოადგენს ძლიერმოქმედ სტეროიდულ პრეპარატს, რომელიც განკუთვნილია კანის რთული დაავადებების სამკურნალოდ. მაგრამ ადამიანები მას ექიმის დანიშნულების გარეშე სახეზე ანთებითი პროცესების ჩასაქრობად იყენებენ. რამაც შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი, კანის გათხელება, დერმატიტი და სტეროიდული ფერისმჭამელები.

6. ნიღაბი ფეხისთვის

7 კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც დერმატოლოგების შავ სიაში მოხვდნენ

დერმატოლოგები არ გვირჩევენ ფეხისთვის დამატენიანებელ და მკვებავ ნიღბებს. ამ ფუნქციას კარგად ითავსებს ჩვეულებრივი კრემები. ნიღბებს კი განსაკუთრებული სარგებლობა არ მოაქვთ, მითუმეტეს გამოსაყენებლადაც მოუხერხებელია.

7. ქოქოსის ზეთი

7 კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც დერმატოლოგების შავ სიაში მოხვდნენ

ქოქოსის ზეთი მაინცდამაინც არ წარმოადგენს სახის მოვლის საუკეთესო საშუალებას. ის მატებს კანს ცხიმოვან სიპრიალეს, ახშობს ფორებს და შეიძლება ფერისმჭამელებისა და პიგმენტური ლაქების გაჩენის პროვოცირება გამოიწვიოს.



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>