1. ვერძი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები სიმთვრალის დროს უბედნიერესები არიან. მათ მოსწონთ ალკოჰოლური სასმელის მიღება იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც უყვართ. მთვრალი ვერძი ყველას უღიმის, ეხუტება და ეფერება, ყვება სასაცილო ისტორიებს, მხიარულობს, ერთობა და ძალიან საყვარელია.
2. კურო - მთვრალი კურო მთელ სამყაროს ივიწყებს და მთლიანად გართობაზე ხდება კონცენტრირებული. ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ, მას საცეკვაო ადგილს ვეღარ მოაშორებთ. მთვრალი კურო თავდავიწყებით ცეკვავს და არც სცადოთ, რომ ეს საქმე გადააფიქრებინოთ. მას ცეკვით ნამდვილი ცეცხლის დანთება შეუძლია.
3. ტყუპები - თუ ტყუპები დათვრა, მოემზადეთ, მთელი ღამე მისი სიმღერის მოსმენა მოგიწევთ. როგორც კი ალკოჰოლის მცირე დოზას მიიღებს, მასში შინაგანი მომღერალი ცოცხლდება. კარაოკე ბარი მისი საყვარელი ადგილია. თუ გსურთ რომ ტყუპებს ასიამოვნოთ, სწორედ კარაოკეში უნდა დაპატიჟოთ.
4. კირჩხიბი - მთვრალი კირჩხიბი საოცრად ტემპერამენტიანი ხდება და ჰგონია, რომ ამქვეყნად ყველაფრის უნარი შესწევს. როგორც წესი, ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები სიმთვრალეში ბრაზიან ხასიათს ავლენენ და ემოციებზე კონტროლს მარტივად კარგავენ.
5. ლომი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები აბსოლუტურად არაადეკვატურები ხდებიან. მთვრალი ლომი უცებ ტირილს დაიწყებს, რამდენიმე წუთში ტირილს სიცილით ცვლის. გიჟურად ერთობა, უცნაურად ცეკვავს. შეიძლება გაშიშვლდეს და ისე იცეკვოს. თუ გინდათ აბსოლუტურად სახეშეცვლილი ლომი ნახოთ, უნდა დაათროთ. სხვა შემთხვევაში ამის შესაძლებლობა არ გექნებათ.
6. ქალწული - მთვრალი ქალწული განსაკუთრებით რომანტიკული ხდება და ცდილობს დადებითი განწყობა გარშემომყოფებსაც გადასდოს. ის არის ადამიანი, რომელიც ჩაგეხუტება, იცინებს შენთან ერთად და სასიამოვნო დროს გაატარებს, რადგანაც მისი გული სავსეა სიყვარულით. მთვრალი ქალწული ურეკავს ყველას, ვინც უყვარს, მეგობრებს, ოჯახის წევრებს და მათ სიყვარულში უტყდება. ქალწულთან ერთად გასართობად წასვლა ნამდვილად დიდი სიამოვნებაა.
7. სასწორი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებიძალიან ემოციურები არიან, თუმცა ამ ემოციებს მალავენ. სიმთვრალის დროს კი, თავს ვეღარ იკავებენ. მთვრალი სასწორი მტირალაა. ამ დროს ახსენდება გასაჭირში მყოფი ადამიანები, რომლებსაც ვერ ეხმარება, ან წარსულის რაიმე მწარე გამოცდილება და ტირილს იწყებს. მისი დამშვიდება კი ძალიან რთული საქმე ხდება.
8. მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებმა აუცილებლად უნდა აკონტროლონ ალკოჰოლური სასმელის დოზა, რადგანაც ყოველთვის კარგავენ ემოციების კონტროლის უნარს და ეძებენ მიზეზს ჩხუბისთვის. ისინი აუცილებლად მოიგონებენ რამეს, ჩხუბს დაიწყებენ და სხვებსაც დაუკარგავენ გართობის განწყობას.
9. მშვილდოსანი - მთვრალი მშვილდოსანი ფილოსოფოსი ხდება. ის იწყებს ლაპარაკს აბსტრაქტულ საკითხებზე და მისი გაჩუმება შეუძლებელია. ალკოჰოლის მიღების შემდეგ ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები კიდევ უფრო მხიარულები ხდებიან, მაგრამ იმდენად ბევრს ლაპარაკობენ, რომ მათი გაძლება შეუძლებელია. იწყებენ უჩვეულო იდეების სხვებისთვის გაზიარებას. ასეთი იდეები კი მათ გონებაში მრავლადაა.
10. თხის რქა - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებმა იციან, როგორ უნდა მართონ საკუთარი თავი სიმთვრალის დროს. მათ იციან, როგორ მიიღონ სიამოვნება ალკოჰოლით და ამავდროულად, გარშემომყოფებიც არ შეაწუხონ. შესანიშნავად გამოსდით სიმთვრალის დროს საკუთარი თავის კონტროლი და ემოციების მართვა. შეიძლება ვერც კი შეამჩნიოთ რომ მთვრალია.
11. მერწყული - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებმა იციან წვეულებისა და გართობის გემო. ისინი იმდენს სვამენ და ისე ერთობიან, თითქოს ეს მათი უკანასკნელი დღეა და დათრობა კი, მათი უკანასკნელი სურვილი. მარტო არასოდეს დათვრებიან. აუცილებლად ბევრი მეგობრის გარემოცვაში უნდა იყონ.
12. თევზები - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს სანამ არ ეტყვით რომ ზედმეტი მოსდის და უკვე წასვლის დროა, თვითონ ვერ მიხვდებიან და ალკოჰოლს განუზომელი რაოდენობით იღებენ. სვამენ მანამდე, სანამ არ გაითიშებიან. ისინი სიამოვნებას იღებენ ალკოჰოლის მიღების პროცესით და ბოლოს არაფრის თავი აღარ აქვთ ძილის გარდა.
თემები: ალკოჰოლი, ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი
<a href="https://thedailynet.com">https://thedailynet.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია