ნებისმიერ ქალქში შესაძლოა საფულე მოგპარონ, ან შესაძლოა საკვებით მოიწამლოთ, მაგრამ გარდა ამისა არსებობს სხვა საფრთხეებიც.
წარმოგიდგენით პოპულარული და ამავდროულად, სახიფათო ქალაქების სიას:
1. ბარსელონა, ეპსანეთი - ბარსელონა ცნობილია ჯიბის ქურდების სიმრავლით. აქ ათასობით ჯიბის ქურდია, რომლებიც ძალიან მოხერხებულები არიან. ბარსელონას ამ თვალსაზრისით მოსდევს რომი, პრაღა და პარიზი. განსაკუთრებით სახიფათო ბარსელონას მთავარ ქუჩაზე სიარულია. თუმცა ფული შესაძლოა მოგპარონ საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც და სასტუმრო ოთახიდანაც კი. ამიტომ, ამ ქალაქის მონახულებას თუ გადაწყვეტთ, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.
2. კაირო, ეგვიპტე - კაირო ისტორიული და ლეგენდარული ქალაქია და ძალიან განსხვავდება ეგვიპტის საკურორტო ქალაქებისგან. პირველ რიგში, ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ქალაქია ქალებისთვის. ამასთანავე, აქ პოლიტიკური სიტუაციის თვალსაზრისითაც სახიფათო მდგომარეობაა და ამ მხარეში ხშირად არის კონფლიქტური სიტუაციები. და ბოლოს, აქ ყველა ცდილობს ტურისტი მოატყუოს. მაგ: თუ აქლემით გასეირნება 5$ ღირს, ტურისტებს ატყუებენ და ეუბნებიან, რომ გასეირნების ფასი 50 დოლარია.
3. პატაია, ტაილანდი - აქ კვება დიდ საფრთხეს შეიცავს. ქუჩაში ჭამა განსაკუთრებით სახოფათოა და დიდი ალბათობით მოიწამლებით. ეს განსაკუთრებით ხშირი შემთხვევაა პატაიაში, რომელიც ძალიან ჭუჭყიანი, მაგრამ მიუხედავად ამისა, პოპულარული ქალაქია ტურისტებისთვის. მოწამვლის მიზეზი უმეტეს შემთხვევაში ხდება ზღვის პროდუქტები, ზოგჯერ ხორცი და სალათი. ადგილობრივები ყველაფერს ძალიან ბევრ წიწაკასთან ერთად მიირთმევენ, რომელიც კლავს სახიფათო ბაქტერიებს. ტურისტები კი საკვებს წიწაკის გარეშე ჭამენ, შედეგად კი, იწამლებიან. უსაფრთხოდ რომ იყოთ, ისე უნდა მიირთვათ, როგორც ადგილობრივები ჭამენ.
4. სამხრეთ აფრიკა, იოჰანესბურგი - სამხრეთ აფრიკა ულამაზესი ბუნებით გამოირჩევა. ეს არის ადგილი, სადაც ორი ოკეანე ხვდება ერთმანეთს, მაგრამ პრობლემა ის არის რომ აქ თეთრკანიანები შავკანიანების დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან. თეთრკანიანებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველია იოჰანესბურგში ყოფნა. უნდა გადაადგილდეთ ტაქსით, ან დაიქირავოთ პერსონალური მანქანა.
გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ თეთრკანიანებისთვის განკუთვნილი ტაქსის დაქირავება შეგიძლიათ. საუკეთესო შემთხვევაში, აქ ადამიანები მოგაშტერდებიან, თუმცა უარეს შემთხვევაში, შესაძლოა, ადგილობრივების თავდასხმის ობიექტი გადეთ.
5. ნეაპოლ, იტალია - იტალიელები ამბობენ, რომ ნეაპოლი ყველაზე უფრო იტალიური ქალაქია. ეს არის ყველაზე გემრიელი პიცის ქალაქი. თუმცა ქალაქი საფრთხის შემცველია, ვინაიდან აქ უამრავი ჯიბის ქურდია. ისინი საოცრად მოხერხებულები არიან. გარდა ქურდობისა, შესაძლოა სრულიად მოულოდნელად ვინმემ თქვენი მანქანის რეცხვა დაიწყოს, თქვენ იფიქროთ, რომ ეს კეთილი ჟესტია, გაკვირვებული იყოთ, მაგრამ ბოლოს ფულს მოგთხოვთ. ამიტომ, სიფრთხილე გამოიჩინეთ.
6. ტიხუანა, მექსიკა - ეს ქალაქი მექსიკისა და აშშ-ის საზღვართან მდებარეობს, რის გამოც, ეს პოპულარული ადგილია იმ ამერიკელებისთვის, რომლებსაც მექსიკური არდადეგების მოწყობა სურთ. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ამერიკელი ტურისტების საყვარელი ადგილი. ამ ქალაქს თავს აფარებენ ასევე ადამიანები, რომლებიც აშშ-ის პოლიციას ემალებიან და ამავდროულად, ქალაქს ნარკოტიკების ტრანზიტისთვის იყენებენ. ამიტომაც ქალაქი ძალიან სახიფათოა.
7. მუმბაი, ინდოეთი - ყველა ტურისტი, რომელიც მუმბაიში ჩადის გარშემორტყმულია მოწყალების მთხოვნელი უამრავი ადამიანით. ზოგიერთი მათგანი აიძულებს ტურისტს, რომ ფული მისცეს, ასევე აქ ხშირია ქურდობის შემთხვევებიც. ხშირია ქალ ტურისტებზე თავდასხმის შემთხვევები. ამასთანავე, ძალიან ცხელა და ჭუჭყიანი გარემოა და კარგია პირობებია იმისთვის, რომ ავად გახდეთ, სიცხე მოგცეთ, ან საკვებით მოიწამლოთ.
8. რიო დე ჟანეირო, ბრაზილია - ეს ულამაზესი ქალაქი ტურისტებისთვის ძალიან სახიფათოა. თუ ტელეფონი, ან კამერა გამოაჩინეთ, შესაძლოა ყაჩაღური თავდასხმის ობიექტი გახდეთ. თავდამსხმელები შეიარაღებულები არიან ძირითადად დანებით. განსაკუთრებით სახიფათოა რიოს ქუჩებში ღამით სიარული.
9. პარიზი, საფრანგეთი - რომანტიკული საფრანგეთი სულაც არ არის ისეთი უსაფრთხო, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. აქ არის უამრავი მოწყალების მთხოვნელი და ბევრი ჯიბის ქურდი. ამასთანავე, ქუჩები სავსეა გამყიდველებით, რომლებიც გაძალებენ ყიდვას გაცილებით მაღალ ფასად, ვიდრე რეალურად ღირს ესა თუ ის პროდუქტი. საუკეთესო გამოსავალია, რომ ამ გამყიდველებს საერთოდ არ დაელაპარაკოთ.
10. დუბაი, გაერთიანებული არაბთა საემიროები - რა თქმა უნდა, დუბაი უფრო დასავლური ქალაქია, ვიდრე სხვა მუსლიმური ქალაქები, მაგრამ მიუხედავად ამისა, უნდა გახსოვდეთ, რომ ქალებმა დრეს კოდი უნდა გაითალისწინოთ. ამით თავს აარიდებთ სექსუალურ ძალადობას ადგილობრივების მხრიდან. ფეხებს და მკლავებს ნუ გამოაჩენთ და ნუ მოიქცევით პროვოკაციულად. შეგიძლიათ დატკბეთ, განიტვირთოთ სასტუმროში, იქ ნამდვილად დაცული ხართ.
თემები: მოგზაურობა, რჩევები, მოგზაური
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია