LIFE

13 ფემინისტური, ფილმი, რომლებიც ყველამ უნდა ნახოთ

13 ფემინისტური, ფილმი, რომლებიც ყველამ უნდა ნახოთ

1. „ჟანა დილმანი, სანაპიროს 23, 1080 ბრიუსელი/Jeanne Dielman, 23 Quai Du Commerce, 1080 Bruxelles - ფილმში აღწერილია ქვრივი ქალის ამბავი, რომელიც თინეიჯერ შვილთან ცხოვრობს. ის დაკავებულია პროსტიტუციით. აქ ვერ ნახავთ პროტესტს, ამბოხებას უფლებებისთვის. უბრალოდ აღწერილია ქალის საქმე - სარეცხი, სადილი შვილიანი და მარტოხელ ქალის ცხოვრება.

13 ფემინისტური, ფილმი, რომლებიც ყველამ უნდა ნახოთ

2. „ჟანა დარკის ვნებანი“/The Passion Of Joan Arc - ფილმი 1928 წელსაა გადაღებული და ქალის განსაკუთრებული ძალის შესანიშნავ მაგალითს გვიჩვენებს. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი 90 წლის წინაა გადაღებული, ქალებისთვის დღესაც აქტუალურია ის საკითხები, რომლებიც ფილმში წინა პლანზეა წამოწეული. 

13 ფემინისტური, ფილმი, რომლებიც ყველამ უნდა ნახოთ

3. „ვეშაპზე ამხედრებული“/Whale Rider - ფილმი მოგვითხრობს საზოგადოების შესახებ, სადაც ქალებს არ აქვთ ხელმძღვანელობის უფლება, მაგრამ ამ მოცემულობას არ ეთანხმება 11 წლის გოგონა, რომელსაც სჯერა საკუთარი ძალის.

13 ფემინისტური, ფილმი, რომლებიც ყველამ უნდა ნახოთ

4. „სულელი“/Clueless - ეს რომანტიკული კომედია მოგვითხრობს გოგონას შესახებ, რომელიც ცდილობს სრულყოფილი ცხოვრება ჰქონდეს.

13 ფემინისტური, ფილმი, რომლებიც ყველამ უნდა ნახოთ

5. „უცხო“/Alien - ფილმი მოგვითხრობს გოგონას შესახებ, რომელიც მონსტრის თავდასხმის შემდეგ გადარჩენილი ერთადერთი ქალია.

13 ფემინისტური, ფილმი, რომლებიც ყველამ უნდა ნახოთ

6. „ტელმა და ლუიზა“/Thelma and Louse - ფილმში სიუზან სარანდონისა და ჯინა დევისის შესანიშნავ დუეტს ნახავთ. უიქენდზე დასასვენებლად წასული ლუიზა იმ მამაკაცს მოკლავს, რომელიც მისი მეგობრის, ტელმას გაუპატიურებას ცდილობდა. გოგონები გაიქცევიან და მათ პოლიცია მთელ ქვეყანაში ეძებს.

13 ფემინისტური, ფილმი, რომლებიც ყველამ უნდა ნახოთ

7. The Trouble With Angels - ფილმში აღწერილია კათოლიკურ სკოლაში მცხოვრები გოგონების ამბავი.

13 ფემინისტური, ფილმი, რომლებიც ყველამ უნდა ნახოთ

8. „ცხრიდან ხუთამდე“/Nine to Five - ფილმში აღწერილია სამსახურში სექსუალური შევიწროების ამბავი და ქალების ისტორია, რომლებიც თავიანთი მოძალადე ბოსის წინააღმდეგ ერთიანდებიან.

13 ფემინისტური, ფილმი, რომლებიც ყველამ უნდა ნახოთ

9. I've Heard the Mermaids Singing - ფილმი მოგვითხრობს ქალზე, პოლიზე, რომელიც გაბრიელის ხელოვნების გალერეაში მდივნად იწყებს მუშაობას. პოლის სურს, რომ პროფესიონალი ფოტოგრაფი გახდეს და ძალიან მოსწონს გაბრიელის შემოქმედებითი ხედვა. გაბრიელი ურთიერთობას აახლებს თავის ძველ რომანტიკულ პარტნიორთან, ახალგაზრდა მხატვართან, მერისთან, რაც პოლის ეჭვიანობის მიზეზი ხდება და აღმოაჩენს, რომ გაბრიელი სულაც არ იყო ისეთი, როგორიც თავიდან მიაჩნდა.

13 ფემინისტური, ფილმი, რომლებიც ყველამ უნდა ნახოთ

10. „ვენდი და ლუსი“/Wendy and Lucy - ფილმი მოგვითხრობს ვენდის ამბავს, რომელსაც ცხოვრების შეცვლა სურს და ამ მიზნით ალიასკაზე მიდის, სადაც თევზის ქარხანაში მუშაობის დაწყება სურს. მისი თანამგზავრია ქუჩის ძაღლი, ლუსი. ის ღამის გასათევად ერთ-ერთ ქალაქში ჩერდება და სწორედ ამ დროიდან იცვლება ყველაფერი.

13 ფემინისტური, ფილმი, რომლებიც ყველამ უნდა ნახოთ

11. „იისფერი“/The Color Purple - ეს არის ძალადობის მსხვერპლი ქალის ისტორია, რომელიც სამყაროში საკუთარი თავის პოვნას, თავისუფლების პოვნას ცდილობს. ფილმში ვუპი გოლდბერგის შესანიშნავ შესრულებას იხილავთ.

13 ფემინისტური, ფილმი, რომლებიც ყველამ უნდა ნახოთ

12. „პიანინო“/The Piano - ფილმი მოგვითხრობს ქალის ამბავს, რომელიც 6 წლის ასაკიდან ვერ ლაპარაკობს. მამამ ის მეორედ გაათხოვა მამაკაცზე, რომელიც თვალითაც კი არ უნახავს. ქმარს არ სურს, რომ ადამ სახლში თავისი საყვარელი პიანინო წაიღოს და მას სანაპიროზე ტოვებენ.

13 ფემინისტური, ფილმი, რომლებიც ყველამ უნდა ნახოთ

13. „ფრიდა“/Frida - ეს ფილმი ფემინიზმის ერთგვარ სიმბოლოდაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. ფილმში სელმა ჰაიეკის ბრწყინვალე შესრულებას ნახავთ.

13 ფემინისტური, ფილმი, რომლებიც ყველამ უნდა ნახოთ



<a href="https://www.harpersbazaar.com">https://www.harpersbazaar.com</a>