LIFE

როგორ აქცევთ სოციალური ქსელით მამაკაცს თქვენზე მიჯაჭვულად? – 5 რჩევა ქალებს

როგორ აქცევთ სოციალური ქსელით მამაკაცს თქვენზე მიჯაჭვულად? – 5 რჩევა ქალებს

ჩვენ ციფრულ ეპოქაში ვცხოვრობთ. სოციალური ქსელები, განსაკუთრებით კი, „ფეისბუქი“ და „ინსტაგრამი“ ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. მათი საშუალებით ერთმანეთთან ვაყარებთ კომუნკაციას, ვაგებთ ურთიერობებს და მათ შორის, სასიყვარულო ურთიერთობებს. სოციალური ქსელები გაცნობის ყველაზე ეფექტური საშუალებები ჩვენ დროში.

სამწუხაროდ, ალბათ, ყველა ჩვენგანს გვსმენია ცუდი ისტორიებიც, რომლებიც სოციალურ ქსელებს უკავშირდება. მაგალითად, ის, რომ სოციალური ქსელის გამო დაშორდა წყვილი ერთმანეთს. ინტერნეტი სავსეა სტატიებით, რომლებიც გვაფრთხილებენ და გვიყვებიან იმის შესახებ, თუ რა უარყოფითი ეფექტი აქვს სოციალურ მედიას ადამიანურ ურთიერთობებზე.

მაგრამ მართლაც ახდენს თუ არა სოციალური ქსელები ურთიერთობებზე უარყოფით გავლენას?

„ფეისბუქის“ დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი ამბობს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი მოიხმართ „ფეისბუქს“ და ფუნქციონალური თვალსაზრისით რა დატვირთვას მისცემთ მას, რა მიზნით გამოიყენებთ.

ჩატარდა კვლევა იმის დასადგენად, თუ რა გავლენას ახდენს სოციალური ქსელები რომანტიკულ ურთიერთობებზე, ადამიანის ბედნიერების ხარისხზე, კეთილდღეობაზე. კვლევის მიხედვით წყვილების 74%-ის ურთიერთობაზე სოციალურ ქსელებს დადებითი გავლენა აქვს. საინტერესოა ის, რომ კვლევის თანახმად, სოციალური ქსელის საშუალებით ქალს შეუძლია მამაკაცი მასზე მიჯაჭვულად აქციოს.

ზოგიერთისთვის შესაძლოა ეს სასაცილო და სახალისოა, მაგრამ კვლევით დადასტურდა, რომ ამ მარტივი 5 ქმედების წყალობით, მამაკაცი ხდება ქალზე უფრო მეტად შეყვარებული და მის გარეშე ცხოვრების წარმოდგენა უჭირს.

ვნახოთ, რა არის სოციალურ ქსელში ის 5 აქტივობა, რომელთა საშუალებითაც მამაკაცები ქალებზე მიჯაჭვულები ხდებიან.

1. ფოტოების გამოქვეყნება, სადაც საყვარელ მამაკაცთან ერთად რომანტიკულ ადგილას, ან რაიმე კონცერტზე ხართ აღბეჭდილი, რომელიც „მას“ თქვენ გვერდით გატარებულ სასიამოვნო წუთებს გაახსენებს - თუ გამოაქვეყნებთ ფოტოებს, რომლებიც მას სასიამოვნო მომენტებს გაახსენებს, გაახსენებს რამდენი საინტერესო წუთი აქვს თქვენ გვერდით გატარებული, ეს კიდევ უფრო მეტად გაამყარებს თქვენს ურთიერთობას. თუმცა იცოდეთ, რომ მსგავს ეფექტს ვერ მიიღებთ, თუ თქვენი ყოველდღიურობის შესახებ ყოველ წუთში ფოტოს ატვირთავთ, ატვირთეთ მხოლოდ მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველი სურათები.

როგორ აქცევთ სოციალური ქსელით მამაკაცს თქვენზე მიჯაჭვულად? – 5 რჩევა ქალებს

2. მისწერეთ მას მხიარული ტექსტები, გაუგზავნეთ სასაცილო ფოტოები, გიფები, მიმები და ვიდეოები - ზოგჯერ ფოტოებით და ვიდეოებით კომუნიკაცია უფრო ეფექტურია, ვიდრე სიტყვებით. ამ მეთოდით შეძლებთ მის გაღიმებას, კარგ ხასიათზე დაყენებას. შეძლებთ, რომ მისი დღე მხიარულად აქციოთ და თავი ბედნიერად აგრძნობინოთ. და გვერწმუნეთ, ის ვერ გაძლებს თქვენთან მხიარული მიმოწერის გარეშე, თქვენ გახდებით ადამიანი, რომელსაც მისი გაბედნიერება ნებისმიერ წუთს შეუძლია.

როგორ აქცევთ სოციალური ქსელით მამაკაცს თქვენზე მიჯაჭვულად? – 5 რჩევა ქალებს

3. მონიშნეთ ისეთ პოსტებზე, რომლებიც მას მოეწონება - მონიშნეთ ისეთ პოსტებზე, ან კომენტარებში, რომელიც მას მოეწონება, ისეთ პოსტებზე, რომლებიც მისი ინტერესის სფეროა. მიულოცეთ „ფეისბუქზე“ რაიმე წარმატება, ან მონიშნეთ ისეთ პოსტზე რომელიც გააღიმებს.

როგორ აქცევთ სოციალური ქსელით მამაკაცს თქვენზე მიჯაჭვულად? – 5 რჩევა ქალებს

4. ყოველთვის გაეპრანჭეთ, არ დაგავიწყდეთ, რომ ფლირტი საუკეთესო რამაა ურთიერთობის სიმყარისთვის - მისწერეთ მას კომპლიმენტები, უთხარით რას ფიქრობთ სინამდვილეში. მისწერეთ მას, რომ ძალიან სექსუალურია, ან რომ ძალიან მოგენატრათ. მსგავსი ქმედებით გააბედნიერებთ.

როგორ აქცევთ სოციალური ქსელით მამაკაცს თქვენზე მიჯაჭვულად? – 5 რჩევა ქალებს

5. გაუგზავნეთ მას მხიარული შაბათ-კვირის გასატარებლად მიწვევა - წარმოიდგინეთ, თქვენი საყვარელი მამაკაცი გახსნის თქვენგან მიწვევას, სადაც წერია, რომ ის შეძლებს დაკავდეს თავისი საყვარელი საქმიანობით, მაგ: კლდეზე ცოცვით, ან კინოში ახალი კომედიის ნახვით. ეს ძალიან გააბედნიერებს და თქვენით აღფრთოვანებული დარჩება.

როგორ აქცევთ სოციალური ქსელით მამაკაცს თქვენზე მიჯაჭვულად? – 5 რჩევა ქალებს

როგორც მკვლევარები წერენ, ყველა ამ აქტივობის შედეგად, ქვეცნობიერად მამაკაცი ქალზე მიჯაჭვული ხდება და მის გარეშე ვერც ვირტუალურ სივრცეში და ვერც რეალურ ცხოვრებაში არსებობა ვერ წარმოუდგენია.



<a href="https://www.yourtango.com">https://www.yourtango.com</a>