8 დიაგნოზი, რომლის დასმისასაც ყველაზე ხშირად ცდებიან ექიმები
- 28.05.2018
1. ოსტეოქონდროზი
სიმპტომები: ტკივილი წელში, მუხლში, ტერფში სიარულის დროს.
დიაგნოზი: ოსტეოქონდროზი
მიზეზი შეიძლება იყოს: ნერვის მოჭყლეტა, კუნთის ანთება, სახსრების დაავადება.
2. ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია
სიმპტომები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, შუილი ყურებში.
დიაგნოზი: ვეგეტოდისტონია
მიზეზი შეიძლება იყოს: სისხლძარღვების ანთება, ინფექცია; სიმსივნე ან ტრავმა; მაღალი ან დაბალი ქალასშიდა წნევა.
3. ზედმეტი წონა
სიმპტომები: ზედმეტი წონა, ქოშინი დატვირთვის დროს.
დიაგნოზი: მომატებული ქოლესტერინი, სიმსუქნე.
მიზეზი შეიძლება იყოს: სტრესის შედეგები, აქედან გამომდინარე იზრდება ჰორმონი კორტიზოლის დონე, რაც ვნებს ჯანმრთელობას. ეს იწვევს: ზედმეტ წონას, კონცენტრირების პრობლემებს, შიშებს, დეპრესიას, თავის ტკივილს, უძილობას.
4. ტკივილი სახსრებში
სიმპტომები: დისკომფორტი ან ტკივილი ფეხებში, ხელებში, მხრებსა და ზურგში.
დიაგნოზი: სახსრების ანთება, ართრიტი.
მიზეზი შეიძლება იყოს: ჰიპოთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის დაბალი აქტივობა), მაჯის გვირაბის სინდრომი, პრობლემა თეძოსა და წელში, ფიბრომიალგია.
5. უძილობა
სიმპტომები: ძილის პრობლემები 3 თვის მანძილზე
დიაგნოზი: უძილობა
მიზეზი შეიძლება იყოს: ჰორმონები (ესტროგენის დაბალი დონე), ნერვული აშლილობა, ასთმა, ფილტვების დაავადებები, გულის უკმარისობა.
6. ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
სიმპტომები: მუდმივი სისუსტე, უძილობა, დაღლილობა მინიმალური დატვირთვისას.
დიაგნოზი: ქრონიკული დაღლილობის სინდრომი.
მიზეზი შეიძლება იყოს: დიაბეტი, გულის დაავადებები, ონკოლოგიური დაავადებები.
7. ძლიერი ოფლიანობა
სიმპტომები: უმიზეზოდ ძლიერი ოფლიანობა.
დიაგნოზი: ჰიპერჰიდროზი.
მიზეზი შეიძლება იყოს: მენოპაუზა ან ორსულობა; ნერვული აშლილობა, სტრესი, ჰიპერაქტიური ფარისებრი ჯირკვალი, წამლების გვერდითი ეფექტები.
8. კანის გაღიზიანება
სიმპტომები: მუდმივი ქავილი, აქერცვლა, სიმშრალე, სიწითლე.
დიაგნოზი: ეგზემა, დერმატიტი, ნეიროდერმიტი.
მიზეზი შეიძლება იყოს: გლუტენის აუტანლობა, ღვიძლის პრობლემები, თირკმელების ქრონიკული დაავადება, ალერგია.
თემები: სწორი კვება, ჯანმრთელობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, წონაში დაკლება, ექიმი
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია