LIFE

თუ პარტნიორი შუბლზე გკოცნის, მას ნამდვილად უყვარხარ - ფსიქოლოგების ახალი დასკვნა

თუ პარტნიორი შუბლზე გკოცნის, მას ნამდვილად უყვარხარ - ფსიქოლოგების ახალი დასკვნა

კოცნამ შეიძლება ბევრ რამეს მიგვახვედროს, ბევრი რამ გვითხრას ურთიერთობის შესახებ. უცოდველი კოცნა ლოყაზე მიუთითებს, რომ ადამიანს ძალიან მოსწონხართ, ხელებზე კოცნა მეტყველებს, რომ ის დიდ პატივს გცემს, რომანტიკული და ვნებიანი კოცნა ტუჩებში კი, მის სურვილზე, ლტოლვაზე და დიდ გრძნობებზე მიუთითებს.

მაგრამ არის კიდევ ერთი კოცნა, რომელიც ყველა დანარჩენთან შედარებით, გაცილებით უფრო პირადულია და გაცილებით ამაღელვებელი - ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ეს განსაკუთრებული კოცნა არის კოცნა შუბლზე.

ეს კოცნა მიუთითებს ორ ადამიანს შორის მტკიცე კავშირზე, რომელიც დიდი ალბათობით სამუდამოა. ის ადამიანებს შორის ნამდვილ და უპირობო სიყვარულზე მიუთითებს და გაცილებით მეტია, ვიდრე ტუჩებში კოცნა.

წარმოგიდგენთ 7 მიზეზს - რატომ არის შუბლზე კოცნა უფრო ინტიმური, რატომ მიუთითებს ის ადამიანებს შორის უფრო ღრმა კავშირზე და რატომ მეტყველებს შუბლზე კოცნა ნამდვილ სიყვარულზე.

თუ პარტნიორი შუბლზე გკოცნის, მას ნამდვილად უყვარხარ - ფსიქოლოგების ახალი დასკვნა

1. როცა პარტნიორი შუბლზე გკოცნის, ეს მიუთითებს, რომ ის საოცრად მოხიბლულია შენით - ასეთი კოცნა ერთი ადამიანის მხრიდან მეორის მიმართ აღფრთოვანებაზე და დიდ სიყვარულზე მეტყველებს. „შენ შესანიშნავი ხარ, სრულყოფილი ხარ“, - სწორედ ასე ფიქრობს ადამიანი, რომელიც შუბლზე გკოცნის. ის ამაყობს იმით, რომ შენ გვერდითაა. ეს კოცნა ძალიან ლამაზი ფიზიკური გამოხატულებაა ადამიანური გრძნობების, ემოციების და სიყვარულის.

2. შუბლზე კოცნა ავლენს ერთი ადამიანის მხრიდან მეორის მიმართ განსაკუთრებულ ემოციურ დამოკიდებულებას - როგორც უკვე ვთქვით, შუბლზე კოცნა ადამიანებს შორის ღრმა კავშირზე მიუთითებს. ფსიქოლოგების თქმით, არაფერია იმაზე უფრო ინტიმური და მნიშვნელობის მატარებელი, როგორც შუბლზე კოცნა. შუბლზე კოცნა გაცილებით უფრო ვნებიანი შეიძლება იყოს ტუჩებში კოცნაზე.

3. შუბლზე კოცნა ავლენს ერთი ადამიანის მხრიდან მეორის მიმართ აღფრთოვანებას და ეს ასევე საყვარელი ადამიანისთვის მადლობის გადახდის საუკეთესო ფორმაა - შუბლზე კოცნით მას აგრძნობინებთ, თუ რა მადლიერი ხართ იმის გამო, რომ თქვენ გვერდითაა, რომ მხარს გიჭერთ.

4. შუბლზე კოცნა სიყვარულთან ერთად საყვარელი ადამიანის მხრიდან მზრუნველობაზეც მიუთითებს - ფსიქოლოგების თქმით, ადამიანს არაფერი ამშვიდებს ისე, არაფერი ათავისუფლებს სტრესისგან ისე, როგორც საყვარელი ადამიანის შუბლზე კოცნა. ეს მის მზრუნველობაზე მეტყველებს. თავს მშვიდად და დაცულად გაგრძნობინებს. 

5. თუ „ის“ შუბლზე გკოცნის, ყოველივე მიუთითებს, რომ მას შენი შინაგანი სამყარო აინტერესებს - ის ეხება თქვენს იმ მხარეს, რომელსაც სხვები არ იცნობენ. 

6. შუბლზე კოცნა ეს არის ორ ადამიანს შორის სიჩუმის კომუნიკაცია, რომელიც კომუნიკაციის ყველაზე სასიამოვნო ფორმაა - ფსიქოლოგთა განმარტებით, შუბლზე კოცნას გაცილებით მეტი ძალა აქვს ვიდრე სიტყვებს. ის გაცილებით მეტს ამბობს, ვიდრე ფრაზა „მე შენ მიყვარხარ“. ეს არის კომუნიკაცია მეტყველების გარეშე. 

7. შუბლზე კოცნა აჩვენებს, რომ ვიღაც ნამდვილად ფიქრობს შენზე, რომ ნამდვილად დარდობს, ნამდვილად იჩენს მზრუნველობას და რა თქმა უნდა, ნამდვილად უყვარხარ.



<a href="http://thepowerofsilence.co/">http://thepowerofsilence.co/</a>