1. წარმოიდგინეთ, რომ შეყვარებულთან სახლში პაემანზე მიდიხართ

დგახართ გზაჯვარედინზე: თქვენს წინაშე მარტივი გზაა, რომლითაც სწრაფად მიხვალთ, მაგრამ გზად საინტერესოს არაფერს შეხვდებით; და გრძელი, დაკლაკნილი ბილიკი სხვადასხვა საინტერესო ადგილებით.

რომელს აირჩევთ?

2. მიდიხართ გზაზე და უცებ ხედავთ ვარდების 2 ბუჩქს

რატომაც არა დაკრეფთ ვარდებს შეყვარებულისთვის? - კი, მაგრამ თქვენს წინაშეა წითელი და თეთრი ვარდები.

ფერების რომელ თანაფარდობას აირჩევდით?

3. მიხვედით მის სახლთან, რეკავთ ზარს, და კარებს გიღებთ მოსამსახურე...

სთხოვთ აცნობოს სახლის პატრონს თქვენი მოსვლის შესახებ თუ თავად დაურეკავთ შეყვარებულს, რომ უკვე აქ ხართ?

4. შედიხართ თქვენი რჩეულის ცარიელ ოთახში... სად დადებთ თაიგულს? ფანჯრის რაფაზე თუ საწოლზე?

5. დღის ერთად გატარების შემდეგ, ერთმანეთს მშვიდ ძილს უსურვებთ და წახვალთ დასაძინებლად სხვადასხვა ოთახებში...

გაიღვიძეთ და მიდიხართ შეყვარებულის საძინებელში, რათა მიესალმოთ. როგორ ფიქრობთ, უკვე გაიღვიძა თუ ჯერ კიდევ სძინავს?

6. უკვე დროა სახლში დაბრუნდეთ

ამ ორი გზიდან რომელს აირჩევთ დასაბრუნებლად: გრძელს თუ მოკლეს?

ნახეთ, რას ნიშნავს თქვენი პასუხები

1. თუ მოკლე გზა აირჩიეთ - თქვენ საკმაოდ მალე გიყვარდებათ, თუ გრძელი - თქვენი გრძნობები თანდათან იზრდება.

2. ვარდების წითელი ფერი მეტყველებს იმაზე, თუ რამდენი შეგიძლიათ გასცეთ ურთიერთობებში, თეთრი - რამდენის მიღება გსურთ. თუ თაიგული ერთ ფერშია - ეს ნიშნავს, რომ თქვენ ან ზედმეტად ბევრს გასცემთ, ან ზედმეტად ბევრს ელოდებით პარტნიორისგან. თუ თაიგული შერეულია - ესე იგი, თქვენ ინარჩუნებთ ბალანსს.

3. თუ თქვენ სთხოვეთ მოსამსახურეს ეცნობა თქვენი მოსვლის შესახებ, მაშინ კონფლიქტებში თქვენ, დიდი ალბათობით, მესამე პირის დახმარებას იყენებთ. თუ თავად გადაწყვეტთ მასპინძელი იპოვოთ - ყველა უთანხმოება გვარდება მხოლოდ თქვენ ორს შორის.

4. თუ ვარდები დადეთ საწოლზე, ესე იგი თქვენ დარწმუნებული ხართ ამ ურთიერთობებში და გინდათ რაც შეიძლება მეტი დრო იყოთ ერთად. თუ დადეთ ფანჯრის რაფაზე - გირჩევნიათ არ დააჩქაროთ მოვლენები.

5. თუ თქვენ რჩეულს სძინავს, ესე იგი მზად ხართ მიიღოთ ის ისეთი, როგორიც არის, და შეეგუოთ მის ნაკლოვანებებს. თუ უკვე გაიღვიძა - თქვენ ფიქრობთ, რომ შეძლებთ მის შეცვლას.

6. თუ აირჩიეთ მოკლე გზა, მაშინ მალე შეგიძლიათ გადაიყვაროთ ეს ადამიანი. გრძელი გზის არჩევა ნიშნავს ძლიერ მიჯაჭვულობას პარტნიორისადმი და სურვილს დაამყარო მასთან გრძელვადიანი ურთიერთობები.