LIFE

მსოფლიოს ისტორიაში 8 ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი ქალი

მსოფლიოს ისტორიაში 8 ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი ქალი

მსოფლიოს ისტორიას არაერთი ქალი დიქტატორი ახსოვს, რომლებიც სასტიკი მეთოდებით ინარჩუნებდნენ ძალაუფლებას და ამყარებდნენ წესრიგს. წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე სასტიკი ქალების სიას:

1. ელიზაბეტ ბატორი - მას ხალხმა სისხლიანი გრაფინია უწოდა. ელიზაბეტი უნგრული თავადაზნაურობის წარმომადგენელი იყო და სისასტიკით გამოირჩეოდა. მე-16 საუკუნის მიწურულსა და მე-17 ს-ის დასაწყისში მან დაახლოებით 650 გოგონა მოაკვლევინა.

მსოფლიოს ისტორიაში 8 ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი ქალი

ელიზაბეტს სჯეროდა, რომ თუ გოგონების სისხლში დაიბანდა, ან დალევდა მას, ახალგაზრდულ კანს შეინარჩუნებდა. ის სასტიკად და რეგულარულად კლავდა გოგონებს. ელიზაბეტში ვამპირიზმის ადრეული ნიშნები შეიმჩნეოდა.

2. ეკატერინე მედიჩი - ეკატერინე 1547-1559 წლებში საფრანგეთის დედოფალი იყო. ის მეთექვსმეტე საუკუნის უძლიერეს ქალად ითვლება, თუმცა ამავდროულად, ის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ქალი გახლდათ. 1572 წლის 24 აგვისტოს, ეკატერინეს თაოსნობით მოეწყო ჰუგენოტების მასობრივი ხოცვა, რაც ისტორიაში წმინდა ბართლომეს ღამის სახელით შევიდა. ერთ კვირაში დაახლოებით 30 000 ჰუგენოტი მოკლეს.

მსოფლიოს ისტორიაში 8 ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი ქალი

3. მერი I ტიუდორი - ინგლისის პირველი დედოფალი, რომელიც ქვეყანას 1553-1558 წლებში მართავდა. მან დაუნდობელი და სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა პროტესტანტებს. ეს ბრძოლა ადამიანების დაწვასაც ითვალისწინებდა. 300 პროტესტანტი სარზე წამოაგეს და ცოცხლად დაწვეს. ამგვარი პოლიტიკის გამო ხალხმა მას სისხლიანი მერი შეარქვა.

მსოფლიოს ისტორიაში 8 ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი ქალი

4. რანავალონა I - კუნძულ მადაგასკარის განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილი დედოფალი. რანავალონა დედოფალი მას შემდეგ გახდა, რაც თავისი ოჯახის წევრები დახოცა. მისი მმართველობა გამოირჩეოდა დისციპლინითა და მკაცრი მეთოდებით. მას ხალხი შეშლილ ტირანს უწოდებდა, რომელმაც არ იცოდა, რას ნიშავს სიტყვა -სიბრალული. მას ასევე უწოდებდნენ „მადაგასკარის სისხლიან მერის“ და „კალიგულას კაბაში“.

მსოფლიოს ისტორიაში 8 ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი ქალი

5. ირმა გრისი - ნაცისტური იდეების მატარებელი ირმა გრისი განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. მეორე მსოფლიო ომის დროს, ერთ-ერთ საკონცენტრაციო ბანაკის ზედამხედველობა ევალებოდა. ის განსაკუთრებულად სასტიკი მოპყრობით გამოირჩეოდა - სასტიკი წამება, სექსუალური ძალადობა, დახვრეტა, ცემა სწორედ მასთანაა დაკავშირებული.

მსოფლიოს ისტორიაში 8 ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი ქალი

ირმა გრისი დიდი ფანტაზიით გამოირჩეოდა და უამრავ საშინელ სადამსჯელო მეთოდს იგონებდა იმისთვის, რომ ადამიანებს თავი დამცირებულად ეგრძნოთ. 22 წლის ასაკში ირმას უკვე 1000-ბით მსხვერპლი ჰყავდა. სხვადასხვა წყაროების ცნობით, ის სადისტური ქმედებებით უდიდეს სიამოვნებას იღებდა.

6. დარია სალტიკოვა - რუსი ფეოდალი, რომელიც გლეხებისადმი სასტიკი მოპყრობით გამოირჩეოდა. მიზეზების გარეშე აწამებდა და კლავდა მათ. მას ბრალი 38 მკვლელობისთვის წარედგინა და სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

მსოფლიოს ისტორიაში 8 ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი ქალი

7. მა ბარკერი - ამერიკელი განგსტერების ლიდერი 1920-1930 წლებში. მის კრიმინალთა დაჯგუფებაში მისი შვილები შედიოდნენ. ის ორგანიზებას უწევდა კრიმინალს. FBI-ის დამაარსებელი ჯეი ედგარ ჰუვერი იხსენებს, რომ ეს ქალი განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა და აღნიშნულ დეკადაში FBI-ის ყველაზე დიდი მტერი იყო.

მსოფლიოს ისტორიაში 8 ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი ქალი

მის მიერ ჩადენილი მკვლელობები განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. კრიმინალური ბანდა მა ბარკერის ხელმძღვანელობით თავიანთ მსხვერპლს სხეულის ნაწილებს აჭრიდა.

8. ისაბელ I კასტილიელი - ისაბელ კასტილიელს მთავარი პრობლემა ჰქონდა ებრაელებთან და მუსულმანებთან და მათ მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. ისაბელ კასტილიელის რელიგიური პოლიტიკა ფანატიზმით გამოირჩეოდა. 1492 წელს მან ესპანეთიდან განდევნა ებრაელები და ძალდატანებით გააქრისტიანა მუსლიმები.

მსოფლიოს ისტორიაში 8 ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი ქალი



<a href="https://thedailynet.com">https://thedailynet.com</a>