LIFE

მოაზომეთ ხელები - გაიგეთ, რა გელით სასიყვარულო ურთიერთობასა და ქორწინებაში

მოაზომეთ ხელები - გაიგეთ, რა გელით სასიყვარულო ურთიერთობასა და ქორწინებაში

საუკუნეების განმავლობაში ჩინურ და ინდურ კულტურაში ხელებზე ადამიანების ბედის, მომავლის წაკიხვას ცდილობდნენ. ყველა ადამიანს ორივე ხელი ერთი და იგივე ზომის არ აქვს. ბევრს მარჯვენა ხელი აქვს ოდნავ უფრო დიდი, ზოგსაც მარცხენა. აღნიშნულის გათვალისწინებით შესაძლებელია განისაზღვროს ის, თუ რა ელის ადამინს სასიყვარულო ურთიერთობასა და ქორწინებაში.

შეხედეთ ხელებს, დააზომეთ და განსაზღვრეთ ნამგლისებრი ხაზები ზუსტად ერთმანეთის თანხვედრაშია, მარცხენა ხელზე უფრო მაღალზეა, თუ მარჯვენაზე და იპოვნეთ შესაბამისი პასუხი.

1. თუ ორივე ხელზე ნამგლისებრი ხაზები ერთმანეთის თანხვედრაშია - ეს მიუთითებს რომ დიდსულოვანი, თბილი, კეთილი ადამიანი ხართ. იდეალურად ახერხებთ ცხოვრებაში ბალანსის პოვნას. როცა საქმე სიყვარულს ეხება, ცდილობთ, იპოვნოთ ისეთი ადამიანი, რომელიც ძალიან გგავთ, თქვენი მსგავსი პიროვნული თვისებები აქვს. 

მოაზომეთ ხელები - გაიგეთ, რა გელით სასიყვარულო ურთიერთობასა და ქორწინებაში

ყველაზე მეტად ადამიანში მის შინაგან სამყაროს აფასებთ. გაცნობის წამებიდანვე ფანტასტიკურად ეწყობით იმ ადამინებს, როლებიც არიან თბილები და კეთილები. თუკი იპოვნით ასეთ ადამიანს, ქორწინება შესანიშნავი, კომფორტული იქნება. უმნიშვნელოვანესია, რომ თითქმის ყველა საკითხთან მიმართებაში საერთო შეხედულებები გქონდეთ. 

მოაზომეთ ხელები - გაიგეთ, რა გელით სასიყვარულო ურთიერთობასა და ქორწინებაში

2. თუ ნამგლისებრი ხაზი მარჯვენა ხელზე უფრო მაღალზეა, ვიდრე მარცხენაზე - თქვენ ხართ ლოგიკური, რაციონალური ადამიანი. გამოირჩევით ანალიტიკური აზროვნების უნარით. საუკეთესო მოკამათე ხართ. არგუმენტირებულად და დამაჯერებლად გადმოსცემთ თქვენს აზრს. თქვენ გვერდით ისეთი ადამიანი გჭირდებათ, რომელთან ურთიერობაც თქვენთვის ინტელექტუალური თვალსაზრისით გამოწვევა იქნება, პარტნიორი, რომელიც ყველაფერში კი არ დაგეთანხმებათ, არამედ იკამათებთ, იმსჯელებთ და გადაწყვეტილებას შემდეგ მიიღებს. 

მოაზომეთ ხელები - გაიგეთ, რა გელით სასიყვარულო ურთიერთობასა და ქორწინებაში

საინტერესო და ამაღელვებელი იქნება თქვენი ქორწინება. ეს იქნება ერთგვარი ინტელექტუალური გამოწვევა, რომელიც გიბიძგებთ უფრო მეტი ცოდნის შეძენისკენ. წარმატებული ქორწინება გელოდებათ იმ შემთხვევაში, თუ იპოვნით ადამიანს, რომელიც ინტელექტუალურად თქვენი შესაფერი იქნება. 

3. თუ მარცხენა ხელზე ნამგლისებრი ხაზი უფრო მაღალზეა, ვიდრე მარჯვენაზე - ეს მიუთითებს, რომ შემოქმდებით აზროვნების უნარით გამოირჩევით, გაქვთ საოცარი წარმოსახვის უნარი, ხართ ფილოსოფოსი, გიყვართ ფიქრი და ოცნება. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელსაც შეიყვარებთ, უნდა იყოს ასეთივე შემოქმედები, უნდა უყვრადეს ხელოვნება, სხვა შემთხვევაში სასიყვარულო ურთიერთობა წარმატებული ვერ იქნება. 

მოაზომეთ ხელები - გაიგეთ, რა გელით სასიყვარულო ურთიერთობასა და ქორწინებაში

თუ ასეთ ადამიანს იპოვნით, თქვენი ქორწინება ნამდვილ ზღაპარს დაემსგავსება. უნდა იპოვოთ ადამიანი, რომლისთვისაც თქვენი ყველაზე უცნაური ფიქრების გაზიარებასაც შეძლებთ. სხვა შემთხვევაში ბედნიერი ვერ იქნებით. 

მოაზომეთ ხელები - გაიგეთ, რა გელით სასიყვარულო ურთიერთობასა და ქორწინებაში



<a href="https://thedailynet.com">https://thedailynet.com</a>