ჯანმრთელობა

5 მარტივი ეშმაკობა, რომლებიც ნებისმიერ დიეტას ორჯერ უფრო ეფექტურს გახდის

5 მარტივი ეშმაკობა, რომლებიც ნებისმიერ დიეტას ორჯერ უფრო ეფექტურს გახდის

საბედნიეროდ, არსებობს რამდენიმე მარტივი ეშმაკობა, რომლებსაც შეუძლიათ გახადონ დიეტა უფრო ეფექტური და დაგეხმარონ უფრო უკეთესად იგრძნოთ თავი. 

1. ჭამეთ, და არ წაიხემსოთ

5 მარტივი ეშმაკობა, რომლებიც ნებისმიერ დიეტას ორჯერ უფრო ეფექტურს გახდის

იმისათვის რომ თავიდან აიცილოთ სისხლში ინსულინის ცვლილებები, ხშირად უნდა იკვებოთ, იდეალურია - დღეში 5-ჯერ. ეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირი რეკომენდაციაა მათთვის, ვინც უვლის საკუთარ წონას. მაგრამ არსებობს ერთი პატარა ნიუანსი: სასურველია ჭამოთ სრულყოფილი ულუფები, და არ წაიხემსოთ ხოლმე.

2. ნაკლები ივარჯიშეთ

5 მარტივი ეშმაკობა, რომლებიც ნებისმიერ დიეტას ორჯერ უფრო ეფექტურს გახდის

კვლევამ, სადაც მოხალისეების ორი ჯგუფის შედეგებს ადარებდნენ, აჩვენა, რომ ექსპერიმენტის ის მონაწილეები, რომლებიც დღეში ნახევარი საათი დარბოდნენ, შედეგად მოიკლეს 33 %-ით მეტი ზედმეტი წონა, ვიდრე მათ, ვინც დღეში 1 საათს დარბოდნენ.

3. გადადით მთელმარცვლოვან პროდუქტებზე

5 მარტივი ეშმაკობა, რომლებიც ნებისმიერ დიეტას ორჯერ უფრო ეფექტურს გახდის

ყველაფერი მარტივადაა: პროდუქტები მთლიანი მარცვლისგან შეიცავენ რთულ ნახშირწყლებს, რომლის გადამუშავებაში ორგანიზმს სჭირდება მეტი ენერგია. მხოლოდ მიაქციეთ ყურადღება, რომ ეს მთლიანი მარცვლები ნამდვილად იყოს მთელი - და არა დამუშავებული.

4. დაიძინეთ გრილ ოთახში

5 მარტივი ეშმაკობა, რომლებიც ნებისმიერ დიეტას ორჯერ უფრო ეფექტურს გახდის

ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ჰაერის ტემპერატურას ჩვენს საძინებელში შეუძლია არეგულიროს თეთრი და ყავისფერი ცხიმების აქტიურობა ჩვენ ორგანიზმში. შეგახსენებთ, რომ თეთრი ცხიმი გვეხმარება ენერგიის დაგროვებაში (და გასუქებაში), ყავისფერი კი - დახარჯვაში (და შესაბამისად, გახდომაში). თუ გინდათ გახდომა - კარგად გაანიავეთ ოთახი ძილის წინ.

5. დაივიწყეთ სუფთა თეფშები

5 მარტივი ეშმაკობა, რომლებიც ნებისმიერ დიეტას ორჯერ უფრო ეფექტურს გახდის

რა თქმა უნდა, საუბარი იმაზეა არ არის, რომ ჭუჭყიანი თეფშებიდან მიირთვათ. უბრალოდ უნდა დაივიწყოთ „ბოლო ლუკმამდე ჭამა“. დიეტოლოგები წუხან, რომ საკუთარ სხეულთან კონტაქტის დარღვევის გამო, ჩვენ თითქმის არასოდეს ვჩერდებით დანაყრების მომენტში და ვჭამთ მეტს, ვიდრე სინამდვილეში გვჭირდება. ეცადეთ დატოვოთ თეფშზე საკვების ყოველი მიღებიდან დაახლოებით 10 % - ექსპერიმენტები აჩვენებენ, რომ ეს მარტივი ხერხი ეხმარება რამდენიმე თვეში 4 კგ-მდე დაკლებას.



<a href="https://www.goodhouse.ru/">https://www.goodhouse.ru/</a>