LIFE

ჭეშმარიტი მეგობრობის 10 კანონი - როგორ უნდა გახდე საუკეთესო მეგობარი

ჭეშმარიტი მეგობრობის 10 კანონი - როგორ უნდა გახდე საუკეთესო მეგობარი

1. ყურადღება მიაქციე სიტყვებს

ჭეშმარიტი მეგობრობის 10 კანონი - როგორ უნდა გახდე საუკეთესო მეგობარი

შეინახე მისი საიდუმლოები, როგორც საკუთარი, არასოდეს არ გაჭორო, მაგრამ არც გაჩუმდე, როცა შენი თანდასწრებით ვიღაც დაჟინებით ცდილობს გაარჩიოს მისი ჭუჭყიანი თეთრეული.

2. მიიღე მისი პლუსები და მინუსები

ერთხელაც თუ იმ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, რომელსაც შენ სთავაზობდი, ნუ განსჯი. თქვენი ურთიერთობები გაგებას უნდა ეყრდნობოდეს, და არა კრიტიკას.

3. ნუ ცდილობ ჩაახშო კონფლიქტი

ჭეშმარიტი მეგობრობის 10 კანონი - როგორ უნდა გახდე საუკეთესო მეგობარი

ჩვენ ყველა ვცდილობთ მოვერიდოთ კამათს, განსაკუთრებით საუკეთესო მეგობრებთან. და ამით ხელს ვუწყობთ სიტუაციის უფრო დაძაბვას. გახსოვდეს, რომ შენს წინაშე პრაქტიკულად შენი დაა, რომელიც თავად აირჩიე. ის აუცილებლად გაგიგებს.

4. მოუსმინე, სანამ დაიწყებ ლაპარაკს

როცა ის საკუთარ გაუგებრობებზე ჰყვება, პირველ რიგში სურვილი გიჩნდება დაწვრილებით აუხსნა მას, რა და როგორ უნდა შეასწოროს. დაიცადე, სანამ ის თავად შეგეკითხება, რას ფიქრობ და უფრო უკეთესად როგორ მოიქცეს მის სიტუაციაში.

5. ნება მიეცი იცხოვროს საკუთარი ცხოვრებით

ჭეშმარიტი მეგობრობის 10 კანონი - როგორ უნდა გახდე საუკეთესო მეგობარი

თქვენ არ ხართ ვალდებულები მიუძღვნათ თავისუფალი დრო ერთმანეთს. და თუ შეყვარებულმა სთხოვა გაეტარებინა უქმე დღეები მასთან, და არა შენთან, ეს არ ნიშნავს, რომ ის ცუდად მოიქცა.

6. მონახე დრო მისთვის

პირველ კლასში თქვენ გადაწყვიტეთ მთელი ცხოვრება ერთად ყოფილიყავით. მაგრამ მამაკაცები, ბავშვები, სამსახური ერევიან ამ გეგმებში და საშუალებას არ გაძლევენ გაიქცე მასთან პირველივე დაძახებაზე. იმისათვის რომ არ დაშორდე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანს შენს ცხოვრებაში, ხშირად დაპატიჟე შენთან სტუმრად.

7. გიხაროდეს მისი წარმატებები

ჭეშმარიტი მეგობრობის 10 კანონი - როგორ უნდა გახდე საუკეთესო მეგობარი

შეახსენე საკუთარ თავს, რომ თქვენ არ ხართ მეტოქეები, და გულწრფელად იამაყე მისი მიღწევებით. მაშინაც კი, როცა მუდმივად გეჩვენება, რომ მისი სამსახური უფრო პრესტიჟულია, შეყვარებული კი - უფრო ჭკვიანი.

8. უთხარი მას კომპლიმენტები

სხვა ადამიანების შექება ნაკლებად სასიამოვნო არ არის, ვიდრე მოუსმინო სასიამოვნო სიტყვები საკუთარი მისამართით. ნუ მოგერიდება გაიმეორო, როგორი შესანიშნავი ადამიანია ის, და როგორი მადლიერი ხარ ყველაფრისთვის, რაც შენთვის გააკეთა. ახალი წელი - მშვენიერი საბაბია ამისთვის. 



<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>