სილამაზე

რატომ აქვთ ჩინელ ქალებს განსაკუთრებით მბზინავი და ლამაზი თმა? - საიდუმლო ნიღბის რეცეპტი

რატომ აქვთ ჩინელ ქალებს განსაკუთრებით მბზინავი და ლამაზი თმა? - საიდუმლო ნიღბის რეცეპტი

ჩინელი ქალები გამოირჩევიან პრიალა კანითა და ასევე პრიალა, ჯანსაღი, ულამაზესი თმით. ძლიერი და ჯანსაღი თმის საიდუმლოს კი ძველი ჩინური სოფელი ჰუალინგო ინახავს, რომელსაც „გრძელთმიანების სოფელსაც“ უწოდებენ. აქაური ქალები ცნობილები არიან თავიანთი გრძელი და საოცრად მბზინვარე თმით. აქ მცხოვრები ქალების უმეტესობის თმის სიგრძე 1,4 მეტრს აჭარბებს.

რატომ აქვთ ჩინელ ქალებს განსაკუთრებით მბზინავი და ლამაზი თმა? - საიდუმლო ნიღბის რეცეპტი

ასეთი თმის მთავარი საიდუმლო კი ბრინჯის წყალია. უძველესი დროიდან ამ სოფელში მცხოვრები ქალები და ასევე ჩინეთის იმპერიის პრინცესები თმის დასაბანად ბრინჯის ნახარშ წყალს იყენებდნენ. როცა ქალს ჯანსაღი და მბრწყინავი თმა ჰქონდა, მისი ოჯახი მდიდრად ითვლებოდა, ხოლო ჯანსაღი თმა მას ბედნიერ მომავალს უწინასწარმეტყველებდა.

რატომ აქვთ ჩინელ ქალებს განსაკუთრებით მბზინავი და ლამაზი თმა? - საიდუმლო ნიღბის რეცეპტი

„გრძელთმიანი ქალების“ სოფელში მცხოვრებნი თავიანთი თმების ნახვის საშუალებას, ქმრებისა და შვილების გარდა, არავის აძლევდნენ. თუ ვინმე სხვა ნახავდა მათ ქალს აიძულებდნენ, რომ თავისი ოჯახისგან განცალკევებით, შორს ეცხოვრა, თუმცა ეს წესი 1980-იან წლებში შეიცვალა.

რატომ აქვთ ჩინელ ქალებს განსაკუთრებით მბზინავი და ლამაზი თმა? - საიდუმლო ნიღბის რეცეპტი

როგორ უნდა მოამზადოთ თმისთვის ბრინჯის ეს მაგიური ნიღაბი?

რატომ აქვთ ჩინელ ქალებს განსაკუთრებით მბზინავი და ლამაზი თმა? - საიდუმლო ნიღბის რეცეპტი

1. გარეცხეთ 1 ჩაის ჭიქა ბრინჯი; 

2. ჩაყარეთ ის ადუღებულ წყალში და 15 წუთი აცადეთ დუღება; 

3. გადაიტანეთ წყალი, ნახარში სითხე, ცალკე ჭურჭელში; 

4. შეინახეთ ოთახის ტემპერატურის პირობებში ერთი, ან ორი დღე, სანამ ფერმენტები არ გამომუშავდება და ოდნავ არ შესქელდება; 

5. შემდეგ სითხე აადუღეთ და დაელოდეთ გაგრილებას;

6. თუ გსურთ, შეგიძლიათ დაამატოთ როზმარინის, ან ლავანდის ზეთი, რამდენიმე წვეთი; 

7. გამოიყენეთ მიღებული სითხე ბუნებრივი შამპუნის ფუნქციით და თითებით თავის ქალაზე მასაჟი გაიკეთეთ.

8. კარგად დაიბანეთ.

კვლევის თანახმად ასეთი სითხის საშუალებით რეალურად ბევრ სარგებელს იღებთ: 

1. ის მდიდარია ანტიოქსიდანტებით, მინერალებით, E ვიტამინით. შესაბამისად, თმა ხდება რბილი, უმჯობესდება მისი ხარისხი. 

2. ის შეიცავს ინოზიტს, რომელიც აღადგენს დაზიანებულ თმას და ასევე იცავს მას სამომავლოდ დაზიანებისგან. 

3. შეიცავს ამინომჟავას, რაც თმას უფრო ძლიერს ხდის. 

ბონუსი: ბრინჯის წყალი სახის კანის სიჯანსაღისთვის 

ბრინჯის წყალი მხოლოდ თმისთვის კი არ არის სასარგებლო, არამედ სახის კანისთვისაც კარგია. 

რატომ აქვთ ჩინელ ქალებს განსაკუთრებით მბზინავი და ლამაზი თმა? - საიდუმლო ნიღბის რეცეპტი

ის სახის კანს წმენდს და ასუფთავებს - წაისვით სახეზე სითხე და რამდენიმე წუთით გაიკეთეთ თითებით მსუბუქი მასაჟი, შემდეგ კი აცადეთ შეშრობა. აქციეთ ეს ყოველდღიურ რუტინად და მალე დაინახავთ, რომ თქვენი კანი გახდება რბილი და პრიალა. 

აკნეს წინააღმდეგ - ბრინჯის წყალი აშორებს აკნეს, სიწითლეს და კარგია ფორების წინააღმდეგ. 

მზისგან მიღებული დამწვრობის წინააღმდეგ - ბრინჯის ცივი წყალი საუკეთესო საშუალებაა მზისგან მიღებული დამწვრობის წინააღმდეგ.



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>