1. ჯულიანა რანჩიჩი - 2011 წელს 36 წლის ჯულიანას მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ის არ შეშინდა, არ ჩავარდა პანიკაში და სიმსივნესთან საბრძოლვალად შესაბამისი პროცედურების ჩატარება დაიწყო. ჯულიანა გამოჯანმრთელდა, თუმცა დღემდე სვამს სიმსივნესთან საბრძოლველად სპეციალურ პრეპარატებს.
2. ქაილი მინოუგი - ავსტრალიელ მომღერალს მკერდის კიბო 2005 წელს, 36 წლის ასაკში დაუდგინდა. ერთმა ექიმმა უთხრა, რომ მას ცუდი არაფერი სჭირდა, თუმცა ქაილიმ არ დაუჯერა, ენდო წინათგრძნობას და სხვა ექიმთან მივიდა, რომელმაც უთხრა, რომ მკერდის კიბო ჰქონდა. ქიმიოთერაპიისა და სხვა პროცედურების შემდეგ მომღერალმა სიმსივნე დაამარცხა და ახლა ამბობს, რომ ის თავისმა წინათგრძნობამ გადაარჩინა.
3. კრისტინა აპელგეიტი - მკერდის კიბო მასაც 36 წლის ასაკში განუვითარდა. მის დედასაც მკერდის სიმსივნე ჰქონდა და გენეტიკიდან გამომდიარე დიდი იყო შანსი, რომ აპელგეიტსაც იგივე დაემართებოდა და ის ამის გამო დიდ ყურადღებას აქცევდა ჯანმრთელობის მდგომარეობას. სიმსივნე საწყის სტადიაშივე აღმოაჩინა და მისი დამარცხება მარტივად შეძლო.
4. სინტია ნიქსონი - როცა სინტიას მკერდის კიბო დაუდგინდა, 40 წლის იყო. მაშინ საჯაროდ ამაზე არ უსაუბრია. სურდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საზოგადოებას არ გაეგო. 2008 წელს კი, როცა სენს მოერია, საჯაროდ ისაუბრა იმ სირთულეების შესახებ, რომელიც დაძლია და იმ რუტინაზე, რომლის დაცვის შემდეგაც მკერდის კიბო დაამარცხა.
5. მელისა ეთრიჯი - მელისას მკერდის სიმსივნე 43 წლის ასაკში დაუდგინდა. მის შემთხვევაში ყოველივე გენეტიკას უკავშირდებოდა. მელისას მამა, ბებია და მამიდა სიმსივნით გარდაიცვალნენ, თუმცა მან სენთან გამკლავება შეძლო, რადგანაც ადრეულ სტადიაშივე გამოავლინა.
6. შერილ ქროუ - 2004 წელს, 44 წლის შერილს მკერდის კიბო დაუდგინდა. ის 10 წლის განმავლობაში ებრძოდა სენს, თუმცა ფარ-ხმალი არ დაუყრია და საბოლოოდ მისი დამარცხება შეძლო.
7. ჰოდა კოტბი - ტელეწამყვანს მკერდის სიმსივნე 2007 წელს, 43 წლის ასაკში დაუდგინდა. ამის შესახებ კი მოულოდნელად გინეკოლოგთან ყოველწლიური, გეგმიური ვიზიტის დროს შეიტყო. მას მკერდის მოკვეთა და შემდეგ რეკონსტრუირება დასჭირდა სიმსივნისგან გასათავისუფლებლად. ახლა კი, თავს ჯანმრთელად და ბედნიერად გრძნობს.
8. ოლივია ნიუტონ ჯონი - მსახიობს 44 წლის ასაკში დაუდგინეს სიმსივნე. მის შემთხვევაში დაავადებას გენეტიკური ხასიათი ჰქონდა. ოლივიასაც მკერდის მოკვეთის, ხოლო შემდეგ მისი რეკონსტრუირების ოპერაცია დასჭირდა სიმსივნისგან გასათავისუფლებლად.
9. რობინ რობერთსი - „დილა მშვიდობისა ამერიკას“ ვარსკვლავს 46 წლის ასაკში დაუდგინეს მკერდის სიმსივნე. რვა რაუნდიანი ქიმიოთერაპიის, ინტენსიური რადიაციისა და სხვა პროცედურების შედეგად, მან სენი დაამარცხა.
10. კეტი ბეითსი - მას სიმსივნის დიაგნოზი ორჯერ დაუსვეს. პირველად, 2003 წელს - საკვერცხის სიმსივნე, ხოლო შემდეგ, 2012 წელს, 64 წლის ასაკში მკერდის სიმსივნე აღმოაჩნდა. მან ორჯერვე შეძლო სენის დამარცხება.
11. მეგი სმიტი - 2006 წელს მას მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ყველაზე ამაღელვებელი ამ ისტორიაში ის არის, რომ ქიმიოთერაპიისა და რადიაციის პარალელურად მას არ შეუწყვეტია „ჰარი პოტერზე“ მუშაობა. საბოლოოდ კი, სიმსივნის დამარცხება შეძლო.
12. ანჯელინა ჯოლი - მსახიობის ოჯახში ეს დაავადება გენეტიკურია. ანჯელინას დედა, ბებია, დეიდა სწორედ სიმსივნით გარდაიცვალნენ, სწორედ ამიტომ, ანჯელინამ გადაწყვიტა სანამ ეს სენი აღმოაჩნდებოდა, მანამდე დაეწყო ბრძოლა. ის სიმსივნის გაჩენის მაღალი რისკის ქვეშ იყო და ამიტომ პრევენციული ზომების მიღება გადაწყვიტა. მან ორივე მკერდი მოიკვეთა და ამით მინიმუმამდე შეამცირა სიმსივნის გაჩენის ალბათობა.
თემები: მკერდი, ვარსკვლავები, სიმსივნე, ავადმყოფობა
<a href="https://www.yourtango.com">https://www.yourtango.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია