როგორ შეცვალა ქეით მიდლტონი სამეფო ოჯახმა - ნახეთ, პრინც უილიამთან ქორწინებამდე გადაღებული ფოტოები
- 24.06.2018
კემბრიჯის ჰერცოგინია, ქეით მიდლტონი დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი 2011 წელს გახდა. სწორედ 2011 წლის 29 აპრილს გაჰყვა ცოლად ის ბრიტანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრეს, პრინც უილიამს.
ქეითს ახლა ყველანი ვხედავთ კლასიკურ სამოსში, სამეფო ოჯახისთვის დამახასიათებელ ქუდებში, პომპეზურ წვეულებებზე. ის არის ქალი, რომელიც ცდილობს სამეფო ოჯახის ყველა წესი ზედმიწევნით დაიცვას, თუმცა აბსოლუტურად განსხვავებული ცხოვრება ჰქონდა მას მანამდე, სანამ დაქორწინების გადაწყვეტილებას მიიღებდა.
ქეით მიდლტონი, შეიძლება ითქვას, რომ ჩვეულებრივი ბრიტანელი გოგონა იყო. ვნახოთ, რა ტრანსფორმაცია განიცადა მისმა ვიზუალმა და სტილმა. ქეითის წარსულის ფოტოების ნახვის შემდეგ მიხვდებით, რომ სამეფო ოჯახმა ის მართლაც შეცვალა.
1. ქეითი რუსული სტილის ბეწვის ქუდს ატარებს - ფოტო 2006 წელსაა გადაღებული. როგორც ცნობილია, მას უყვარს ბეწვის სამოსის ტარება, თუმცა ამას სამეფო ეტიკეტი უკრძალავს.
2. ქეით მიდლტონი წვეულებიდან ბრუნდება - 2008 წელი.
3. ასეთ სამოსში ალბათ ქეითს ვეღარასდროს ვნახავთ.
4. 2007 წელი - ქეითი ნიჩბოსნებს ეხმარება.
5. ქეით მიდლტონს ძალიან უყვარს სრიალი - ფოტო შვეიცარიაში 2005 წელსაა გადაღებული.
6. ქეითი ჰიუ ვან კასტემისა და როუზ ასტორის ქორწილში 2005 წელს.
7. ქეით მიდლტონის ქუჩის სტილი, 2005 წელი.
8. ქეითი უნივერსიტეტის დამთავრების ცერემონიაზე - 2005 წელს.
9. ქეითი ქაუბოის ფორმით - 2005 წელი.
10. დედასთან კეროლთან ერთად 2005 წელს.
11. ქეითი პრინც უილიამს ხვდება - 2006 წელი.
12. ქეით მიდლტონი პოლოს თამაშის დროს თავის მომავალ ქმარს, უილიამს უყურებს - 2006 წელი.
13. ქეითი გაი პელისთან ერთად ცეკვავს - 2006 წელი.
14. ქეით მიდლტონი ლონდონში, 2006 წელს - ყოველდღიური სტილი.
15. ქეითი პრინც ჰარის ყოფილ შეყვარებულთან, ჩელსი დევისთან ერთად, 2006 წელს პოლოს თამაშზე.
16. ღამის კლუბში მიმავალი ქეით მიდლტონი.
17. ქეითი ჯინსის კაბით.
18. ქეით მიდლტონი - ჩეულებრივი, ყოველდღიური სტილი.
19. ლონდონის ქუჩაში მიმავალი ქეითი.
თემები: პრინცესები, დედოფალი, სამეფო, კეიტ მიდლტონი
<a href="https://www.harpersbazaar.com">https://www.harpersbazaar.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია