LIFE

ის, რასაც ქალები 40 წლის ასაკში ხვდებიან

ის, რასაც ქალები 40 წლის ასაკში ხვდებიან

ქალების უმრავლესობა 40 წლის ასაკში, როგორც კარიერული, ასევე ოჯახური თვალსაზრისით, უკვე შემდგარია. ბავშვების აღზრდის, კარიერული განვითარებისა და საზოგადოებაში თავის დამკვიდრების რთული ეტაპები მათ უკვე გავლილი აქვთ და სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ 40 წლის ასაკში ქალებს საშუალება აქვთ, კონცენტრირდნენ თავიანთ პიროვნებაზე, იზრუნონ სულიერ და შინაგან განვითარებაზე და იფიქრონ თავიანთ საჭიროებებზე.

40 წლის ასაკში ქალების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ეს ასაკი ყველაზე ხელსაყრელია საკუთარი თავის უკეთ შესაცნობად, ვიდრე ნებისმიერი სხვა ასაკი. ალბათ, სწორედ ეს განაპირობებს იმასაც, რომ დაგროვილი გამოცდილების, გავლილი და გადალახული სირთულეების საფუძველზე, ქალები ამ ასაკში მრავალმხრივ საინტერესოები და მიმზიდველები არიან. მათი უმრავლესობა, ასევე, აღიარებს, რომ არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი პრაქტიკული გაკვეთილი, რომელსაც 40 წლის ასაკში სწავლობ:

ის, რასაც ქალები 40 წლის ასაკში ხვდებიან
  1. 40 წლის ასაკში ყველაზე მოხერხებულად და დახვეწილად ახერხებთ ადამიანებისთვის „არა“-ს თქმას.
  2. ნერვიულობა და წუხილი იმაზე, რასაც ვერ გამოასწორებთ, ან ვერ გააკონტროლებთ, არ ღირს.
  3. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ აღიქვამთ ამა თუ იმ საკითხს.
  4. არ ღირს საკუთარი შინაგანი ხედვების შედარება სხვა ადამიანების გარეგნულ მახასიათებლებთან.
  5. სხვა ადამიანების მოსმენის უნარი (რეალურად მოსმენის) ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, პატივისცემის ღირსი და დასაფასებელი უნარია, ყველა სხვა უნარს შორის.
  6. გასაოცარი შედეგია, თუ შეძლებთ და ირგვლივ ბევრ ადამიანს შემოიკრებთ. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გყავდეთ რამდენიმე გამორჩეული მეგობარი, რომელთა იმედიც ყველაფერში გექნებათ. თუნდაც ასეთ ადამიანებთან ყოველდღიური კომუნიკაცია არ გქონდეთ, მაგრამ იცოდეთ, რომ ისინი არსებობენ და შეგიძლიათ, დაეყრდნოთ.
  7. დილის სინანული აღარ გიღირთ გიჟური ღამის თავგადასავლებად.
  8. უმნიშვნელო ხდება ისეთი წვრილმანები, როგორიც სუპერმარკეტში მაკიაჟის გარეშე და აწეწილი თმით ჩასვლაა.
  9. გამოცდილება გაცილებით დიდ ფასს იძენს, ვიდრე კონკრეტული ფაქტები.
  10. თავდაჯერებულობა, რომელსაც ამ ასაკში საბოლოოდ აცნობიერებთ, მეტად მიმზიდველსა და ძლიერს გხდით.
  11. ბედნიერ მომენტებს ძალიან აფასებთ.
  12. თქვენში შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, როგორ შეუძლიათ ადამიანებს, იყვნენ უკიდურესად სულელები, არაკომპეტენტურები და ბოროტები, როცა შესაძლებელია, გამოიჩინონ უდიდესი გონიერება, სიკეთე, თავგანწირვა და იყვნენ სასარგებლოები.
  13. აცნობიერებთ, რომ არ ღირს, იცხოვროთ სხვისი ინტერესების, მოლოდინების, გემოვნების, იმედებისა და ოცნებების მიხედვით.
  14. თუ თქვენი სიხარული დამოკიდებული იქნება სხვებისაზე, ვერასოდეს განიცდით ნამდვილ სიხარულს.
  15. წყენის გულში ჩადება არ ღირს.
  16. არასოდეს ინანოთ, თუ სხვისი დღის გალამაზების მიზნით საკუთარი გეგმები შეცვალეთ.
  17. „გეთაყვა“, „მადლობა“ – ეს სიტყვები ყოველთვის დასაფასებელია.
  18. შინაგანი ხმა, რომელიც არასასურველი ქმედებისგან გიცავთ, მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია.
  19. სუფრის პომპეზურობა ნაკლებად მნიშვნელოვანია. მთავარია იმ ადამიანების კომპანია, ვისთან ერთადაც მაგიდას უნდა მიუჯდეთ.
  20. იყო ძალიან დაკავებული – ეს ღირსების, განსაკუთრებულობის, პოპულარობისა და წარმატების ნიშანი არ არის. გაცილებით კარგი, სასურველი და მეტად ჯანსაღი ცხოვრების წესია, იყო დაკავებული, თუმცა არა – მეტისმეტად.
ის, რასაც ქალები 40 წლის ასაკში ხვდებიან



წყარო:&nbsp;<a href="http://www.huffingtonpost.com/andrea-reiser/47-things-ive-learned-in-my-40s_b_7300630.html" target="_blank">www.huffingtonpost.com</a>