ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ახალი წევრი, სასექსის ჰერცოგინია, მეგან მარკლი მართლაც გამოირჩევა დახვეწილი გემოვნებით და მისი ჩაცმის სტილი ყოველთვის განხილვის საგანი ხდება. ის უკვე ახდენს დიდ გავლენას მოდაზე და ქალები ჩაცმის სტილზე.

მეგანს უამრავი მიმბაძველი ჰყავს. სამწუხაროდ, ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მსგავსი სამოსი ჩავიცვათ. რა თქმა უნდ აასეთი სამოსის ჩაცმას შესაბამისი გარემო სჭირდება. მაგალითად, სამეფო წვეულებები და ა.შ.

იგივეს ვერ ვიტყვით ულამაზეს ანჯელინა ჯოლიზე, რომელიც უამრავ პომპეზურ წვეულებას, ოფიციალურ მიღებას ესწრება და შეუძლია სამეფო ოჯახის წარმომადგენლის მსგავსად ჩაიცვას.

როგორც ჩანს, მსახიობს ძალიან მოსწონს მეგან მარკლის სტილი, რადგანაც ის ისეთი სამოსით გამოჩნდა საზოგადოების წინაშე, რომლითაც ყველას მეგანის სამოსი გაახსენა.

„მეგან მარკლის ეფექტს“ ჰოლივუდმა ვერ გაუძლო - ანჯელინა ჯოლი გუშინ ლონდონში ოფიციალურ მიღებაზე „რალფ &რუსოს“ სამოსით გამოჩნდა. მსახიობი მომხიბვლელად გამოიყურებოდა, თუმცა ყურადღების მიღმა არავის დარჩენია, რომ მას პრინც ჰარის ცოლის მსგავსად ეცვა.

„თავიდან ვიფიქრეთ, რომ სამოსი მეგანის გარდერობიდან აიღო. ერთი შეხედვითაც თვალშისაცემია, რომ ანჯელინა მეგანს ბაძავს, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ მას სამეფო სტილი ძალიან უხდება“, - წერენ მოდის კრიტიკოსები.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ანჯელინა ჯოლისა და მეგან მარკლის მსგავსი სტილის სამოსი აცვიათ.