ჰოროსკოპი

27 ივლისს საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი მთვარის დაბნელებაა - „სისხლიანი მთვარე“ და 4 რამ რაც ამ დროს უნდა გააკეთოთ

27 ივლისს საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი მთვარის დაბნელებაა - „სისხლიანი მთვარე“ და 4 რამ რაც ამ დროს უნდა გააკეთოთ

2018 წლის ივლისში საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი მთვარის დაბნელება იქნება. ულამაზეს მოვლენას 27 ივლისს ვნახავთ.

ასტროლოგები ამ მთვარეს „სისხლიან მთვარეს“ უწოდებენ. როგორც სპეციალისტები ამბობენ, მთვარის დაბნელება 1 საათი და 43 წუთი გაგრძელდება.

მთვარის დაბნელება ყველაზე კარგად გამოჩნდება აფრიკის დასავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთ აზიაში, სამხრეთ ამერიკაში, ევროპასა და ავსტრალიაში.

ასტრონომების თქმით, ამ დროს მარსი განსაკუთრებით დიდი და ნათელი იქნება და ბოლო 15 წლის განმავლობაში ის ყველაზე ახლოს იქნება დედამიწასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრის დაბნელების მაყურებელებმა „სისხლიან მთვარესთან“ ერთად, შესაძლოა, წითელი პლანეტაც შენიშნონ.

ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ მთავრის დაბნებელება ადამიანის ცხოვრებაზე, მის განწყობაზე, ცნობიერებაზე ახდენს გავლენას. ვნახოთ, როგორ უნდა მოიქცეთ ამ დროს.

1. ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე - კარგი იქნება თუ წახვალთ მშვიდ და წყნარ ადგილას და მთვარის დაბნელების პროცესს ბუნების წიაღში შეხვდებით. ზოგადად მოსალოდნელია ამ დროს ემოციური არამდგრადობა, ფსიქოლოგიური პრობლემები, დეპრესია, ამიტომაც უნდა ეცადოთ, რომ მოთოკოთ ემოციები და დრო მშვიდ გარემოში გაატაროთ დრო.

27 ივლისს საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი მთვარის დაბნელებაა - „სისხლიანი მთვარე“ და 4 რამ რაც ამ დროს უნდა გააკეთოთ

2. განსაკუთრებით გაუფრთხილდით ჯანმრთელობას - ასტროლოგები ამბობენ, რომ მთვარის დაბნელება არ არის სამყაროსთვის მარტივი მოვლენა, ამიტომაც მოსალოდნელია, რომ გარკვეული პრობლემები შეიქმნება ჯანმრთელობის კუთხით. უფრო მეტად გაუფრთხილდით საკუთარ თავს, იზრუნეთ მასზე და ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის.

27 ივლისს საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი მთვარის დაბნელებაა - „სისხლიანი მთვარე“ და 4 რამ რაც ამ დროს უნდა გააკეთოთ

3. წარმოთქვით კეთილი სურვილები, მანტრები - სამყაროს გაუგზავნეთ დადებითი მესიჯები. ინატრეთ თქვენი და გარშემომყოფთა კეთილდღეობა, ხმამაღლა წარმოთქვით ის სურველი, რომლებიც გინდათ რომ აგიხდეთ.

27 ივლისს საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი მთვარის დაბნელებაა - „სისხლიანი მთვარე“ და 4 რამ რაც ამ დროს უნდა გააკეთოთ

4. არ დაგავიწყდეთ, რომ დააკვირდეთ ამ მოვლენას და დაიმუხტოთ იმ ენერგიით, რომელსაც სამყარო მთვარისგან მისი დაბნელების დროს იღებს - ნახავთ, რომ გახდებით უფრო ენერგიულები და მიზანზე ორიენტირებულები.

27 ივლისს საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი მთვარის დაბნელებაა - „სისხლიანი მთვარე“ და 4 რამ რაც ამ დროს უნდა გააკეთოთ



<a href="https://www.harpersbazaar.com">https://www.harpersbazaar.com</a>