7 ნაბიჯი - როგორ უნდა შეურიგდეთ საყვარელ ადამიანს კონფლიქტის შემდეგ?
- 30.06.2018
არ არსებობს ურთიერთობა კონფლიქტის გარეშე. შეუძლებელია, რომ ყველა საკითხზე ერთნაირი მოსაზრება გქონდეთ. მთავარია ის არის, თუ როგორ შეგიძლიათ კონფლიქტის მოგვარება.
ფსიქოლოგები გვთავაზობენ კონფლიქტის მოგვარების 7 მთავარ საფეხურს.
1. მიეცით ერთმანეთს სივრცე - ყოველი კამათის შემდეგ ადამიანებს სჭირდებათ საკუთარი სივრცე, დრო, რომელსაც მარტო გაატარებენ, დაფიქრდებიან მომხდარზე. მარტო ყოფნა ადამიანებს ეხმარებათ, რომ გაანალიზონ ყოველივე და სწორი დასკვნები გამოიტანონ.
გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მიხვდებით, რომ მზად ხართ შექმნილ პრობლემაზე მშვიდად ესაუბროთ საყვარელ ადამიანს და ამ მეთოდით პრობლემას ადვილად მოაგვარებთ.
2. კონფლიქტის მოგვარებაზე საუბარი დაიწყეთ მას შემდეგ, რაც ჩათვლით, რომ ორივე თქვენგანი მზად არის სასაუბროდ - თუ ამჩნევთ, რომ პარტნიორი არ არის მზად პრობლემაზე გელაპარაკოთ, თავი დაანებეთ, ნუ დააძალებთ იმის გაკეთებას, რაც არ უნდა.
3. როცა მარტო დარჩებით, ეცადეთ გამოხატოთ თქვენი სიბრაზე და ხმამაღლა ისაუბროთ იმაზე, თუ რა გაწუხებთ - ეს დაგეხმარებათ, რომ პრობლემა უფრო მკაფიოდ დაინახოთ. მიხვდეთ საკუთარ შეცდომასაც, გაიაზროთ ის, თუ რატომ აქვს პარტნიორს რაღაც კონკრეტული პოზიცია.
4. მოუსმინეთ იმისთვის, რომ გაუგოთ და არა იმისთვის, რომ უპასუხოთ - მოუსმინეთ მას, მიეცით საშუალება, რომ განგიმარტოთ, აგიხსნათ, რატომ მოიქცა ასე, რატომ აქვს ასეთი პოზიცია და კი არ ეჩხუბოთ, არამედ ეცადეთ გაუგოთ. იმაზე კი არ იფიქროთ, რომ კამათის დროს თქვენ გახდეთ გამარჯვებული, არამედ იმაზე, რომ გაუგოთ მას და ურთიერთობის დარეგულირება შეძლოთ.
5. ისწავლეთ დათმობაზე წასვლა - უნდა შეგეძლოთ კომპრომისზე წასვლა, სხვაგვარად წარმოუდგენელია ურთიერთობა. ზოგჯერ ეს აუცლებელია და კონფლიქტის მოგვარების ყველაზე მარტივი მეთოდი გახლავთ.
6. თუ რაიმე შეგეშლებათ, მოიხადეთ ბოდიში - შეცდომის აღიარება არ გაკნინებთ. უნდა შეგეძლოთ, დაინახოთ საკუთარი შეცდომა და ბოდიში მოიხადოთ.
7. კონფლიქტი ყველა წყვილს შორისაა, მთავარია შეგეძლოთ, რომ კონფლიქტის შემდეგ მიხვიდეთ საყვარელ ადამიანთან, ჩაეხუტოთ და აკოცოთ - როცა გაბრაზებული ხართ, რთულია ასე მოქცევა, მაგრამ დიდხანს ნუ გაიბუტებით. ჩაეხუტეთ და აკოცეთ მას და ნახავთ, რომ არანაირი კონფლიქტი აღარ იარსებებს.
თემები: სიყვარული, რჩევები ქალებს, მამაკაცები, ურთიერთობა, წყვილი, პრობლემები, თავდაჯერებულობა, ქალები
<a href="https://www.rd.com/">https://www.rd.com/</a>