სტილის გაკვეთილები - 15 ფრანგი ქალი, რომლებიც გვასწავლიან როგორ ჩავიცვათ შეუდარებლად
- 11.07.2018
ფრნაგი ქალები რომ განსაკუთრებული გემოვნებით გამოირჩევიან და დანარჩენი მსოფლიოს ქალებისთვის შთაგონების წყარონი არიან, ამაზე არავინ დავობს. ამ ქალებს აქვთ რაღაც განსაკუთრებული, რომლის წყალობითაც ახერხებენ იყონ უნიკალურები.
ვნახოთ 15 პოპულარული ფრანგი ქალი, რომლებიც გავლენას ახდენენ მოდაზე და შთაგვაგონებენ:
1. მარიონ კოტიარი - ფრანგი მსახიობის ყოველი საჯარო გამოჩენა, მისი სტილი მუდამ გახილვის საგანია. მარიონი „დიორის“ თაყვანისმცემელია. ის არ ერიდება ექსპერიმენტებს და ამ ექსპერიმენტების წყალობით უნიკალურ, ინდივიდუალურ სტილს ქმნის.
2. შარლოტა გეინსბურგი - შარლოტას უყვარს ნეიტრალური სამოსი. ის დიზაინერ ნიკოლას გესკირის მუზაა, რომელიც „ბალენსიაგასთვის“ ქმნის სამოსს.
3. ასტრიდ ბერჟე-ფრისბი - უნდა აღინიშნოს, რომ ის ნახევრად ესპანელია. ასტრიდი „შანელის“ თაყვანისმცემელია და ხშირად ჩნდება ბრენდის ჩვენებებზე. თავისი სტილით კი, ყოველთვის დიდ გავლენას ახდენს ქალებზე.
4. მელანი ლორენი - მელანი უპირატესობას ანიჭებს, ქალურ, რომანტიკულ სამოსს, რომელშიც სილუეტი იკვეთება.
5. კატრინ დენევი - ქალი, რომელიც დღემდე დიდ გავლენას ახდენს მოდაზე. 60-იან წლებში მისი ვარცხნილობები და სამოსი მოდის მთავარი ტენდენცია იყო და დღემდე მიბაძვის ობიექტია.
6. Jeanne Damas - ფრანგი მოდელი და ბლოგერი, რომელიც არ ითვალისწინებს მოდის ტენდეციებს და თავად ქმნის მოდას.
7. ლუ დელონი - მას თავისი განსაკუთრებული და ინდივიდუალური სტილი აქვს და თვლის, რომ სტილის მთავარი საიდუმლო ინდივიდუალიზმია. მთავარია, რომ არავის ჰგავდე.
8. Betty Catroux - ის ივ სენ ლორანისა და ტომ ფორდის მუზაა. მინიმლასტური სტილი ტრენდად მან აქცია.
9. Emmanuelle Alt - ტანზე კარგად მოდმგარი სამოსი, შარვლები მაღალქუსლიან ფეხსაცმელებთან მისი საყვარელი სტილია.
10. ვანესა პარადი - არავის შეუძლია ვინტაჟური სტილი მის მსგავსად მოიხდინოს.
11. კლემენს პოსი - პარიზული ელეგანტურობა მის სტილში ყველაზე უკეთ იგრძნობა.
12. ოდრი ტატუ - ალბათ ცოტას თუ შეუძლია ე.წ. პიქსი ვარცხნილობა ოდრი ტატუს მსგავსად მოიხდინოს. მსახიობი ქალური და კლასიკური სტილით გამოირჩევა.
13. ლეტიცია კასტა - ის ფრანგული სილამაზის, სტილისა და მომხიბვლელობის შესანიშნავი მაგალითია. მოდელის ყოველი საჯარო გამოჩენა, მისი სტილი, სამოსი გვხიბლავს და დიდ შთაბეჭდილებას ახდენს.
14. Francoise Hardy - კიდევ ერთი ფრანგი ქალი, რომლის ქალური და რომანტიკული სტილიც განსაკუთრებულ გავლენას ახდენდა 60-იანი წლების მოდაზე.
15. და ბოლოს, რა თქმა უნდა, კოკო შანელი - ლეგენდარული დიზაინერი, რომელმაც ქალებს ასწავლა სწორად ჩაცმა, ელეგანტურობის საიდუმლო, დიზაინერი, რომელიც დღემდე გავლენას ახდენს მოდაზე.
თემები: სტილი, ცნობილი ადამიანები, ქალები, რჩევები, 2018 წლის ტენდენციები
<a href="https://www.whowhatwear.com">https://www.whowhatwear.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია