სტილი

კლაუდია შიფერის ახალგაზრდული სტილის საიდუმლო - მაკიაჟისა და სტილის წესები იმისთვის, რომ უბერებელი იყოთ

კლაუდია შიფერის ახალგაზრდული სტილის საიდუმლო - მაკიაჟისა და სტილის წესები იმისთვის, რომ უბერებელი იყოთ

90-იანი წლების გამორჩეულად პოპულარული სუპერმოდელი კლაუდია შიფერი, დღემდე ინარჩუნებს სუპერმოდელის სტატუსს. ბოლოს ის პოდიუმზე 2018 წლის აპრილში გამოჩნდა, „ვერსაჩეს“ კოლექციის წარდგენისას.შიფერი ახლა 48 წლისაა, თუმცა წლების მატება მის გარეგნობაზე დიდად არ აისახება.

კლაუდია ქალებს თავისი უბერებელი სტილის საიდუმლოს უზიარებს და გულწრფელად საუბრობს იმის შესახებ, თუ რა არის მისი ახალგაზრდული იერის მიზეზი.

კლაუდია შიფერის ახალგაზრდული სტილის საიდუმლო - მაკიაჟისა და სტილის წესები იმისთვის, რომ უბერებელი იყოთ

„როცა ჩემს კარიერას ვიწყებდი, კარლ ლაგერფილდმა მითხრა, რომ ვყოფილიყავი ნამდვილი, ის, ვინც ვარ სინამდვილეში და არ მენერვიულა სხვების მოსაზრებების გამო, არ გამეკეთებინა ის, რაც სხვებს სურდათ ჩემგან. მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში მახსოვდა მისი რჩევა და ვითვალისწინებდი და ყოველთვის ვენდობოდი ჩემს ინსტინქტებს“, - ამბობს კლაუდია.

მისი თქმით, სამწუხაროა ის, რომ 30 წლის შემდეგ აღარ იცვამენ ქალები ახალგაზრდულ სამოსს. „კარგი ის არის, რომ მას შემდეგ რაც 30 წელს გადავაბიჯე, ზუსტად და დანამდვილებით ვიცი ის, თუ როგორი სამოსი მიხდება. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მიხდება ბოლოში გაშვებული („შლაქსი“) ჯინსის შარვლები, რომელსაც რაიმე ფერად, სხვადასხვა პრინტით გაფორმებულ მაისურს ვუხამებ და ამით 70-იანი წლების სტილს ვქმნი“, - ამბობს სუპერმოდელი.

BO-2 Multipic:

კლაუდია შიფერი ამბობს, რომ არ იცის რამდენი ფეხსაცმელი აქვს. „ძალიან ბევრი ფეხსაცმელი მაქვს, მაგრამ ჩემთვის ყველაზე კომფორტულია ფეხსაცმელი Aquazzurra-ს კოლექციიდან. ის არის წვრილ და საშუალო ზომის ქუსლზე, არის ცისფერი და გაფორმებულია ვარსკვლავებითა და ღრუბლებით. მას ღრუბლიან ფეხსაცმელს ვეძახი“, - ამბობს მოდელი.

კლაუდია შიფერის ახალგაზრდული სტილის საიდუმლო - მაკიაჟისა და სტილის წესები იმისთვის, რომ უბერებელი იყოთ

მისივე თქმით, განსაკუთრებით 70-იანი და 80-იანი წლების ტენდენციები მოსწონს და ცდილობს ისე ჩაიცვას, როგორც ამ პერიოდის ქალები იმოსებოდნენ. მოსწონს ე.წ. ქაუბოის ჩექმები. თანამედროვე ტრენდული სამოსის დიდი თაყვანისმცემელი არ გახლავთ.

კლაუდია შიფერის ახალგაზრდული სტილის საიდუმლო - მაკიაჟისა და სტილის წესები იმისთვის, რომ უბერებელი იყოთ

კლაუდიას საყვარელი აქსესუარია Chloe-ს ბეჭედი ინიციალით “C”. “ეს ბეჭედი ჩემი განუყოფელი ნაწილია. ასევე, ჩემი საყვარელი აქსესუარია „გუჩის“ სათვალე და Anya Hindmarch-ის მხარზე გადასაკიდებელი ჩანთა“, - ამბობს მოდელი.

კლაუდია შიფერის ახალგაზრდული სტილის საიდუმლო - მაკიაჟისა და სტილის წესები იმისთვის, რომ უბერებელი იყოთ

სამი შვილის დედას მაკიაჟის გაკეთების 5 წუთიანი, ყოველდღიური რუტინა აქვს. „თავდაპირველად ვისვამ ჩემივე კოსმეტიკის ხაზის, „კლაუდია შიფერის“ BB პრაიმერს, ან კონსილერს. ამის შემდეგ ლოყებსა და ტუჩებს ვიღებავ ოდნავ შესამჩნევად ვარდისფრად, ხოლო ბოლოს მცირე რაოდენობით ტუშს ვისვამ წამწამებზე. სულ ესაა“ - ამბობს კლაუდია შიფერი.

კლაუდია შიფერის ახალგაზრდული სტილის საიდუმლო - მაკიაჟისა და სტილის წესები იმისთვის, რომ უბერებელი იყოთ

მისივე თქმით, ცდილობს ჯანსაღად იკვებოს, მიირთმევს ბევრ ხილს, ბოსტნეულს და დიდი რაოდენობით წყალს.



<a href="https://www.harpersbazaar.com/">https://www.harpersbazaar.com/</a>