მამაკაცის მოხიბვლის 10 მეთოდი ფრანგი ქალებისგან - წესები, რომლებიც ყოველთვის ამართლებენ
- 05.08.2018
ფრანგი ქალების გამორჩეული მომხიბვლელობის შესახებ ყველამ ვიცით. ექსპერტები ამბობენ, რომ ამ ქალებს მამაკაცის მოხიბვლის განსაკუთრებული მეთოდები აქვთ, რომელთა წყალობითაც მათ ნებისმიერი კაცისთვის შეუძლიათ თავის მოწონება.
ვნახოთ 10 მეთოდი, რომელთა საშუალებითაც ფრანგი ქალები მამაკაცებს ხიბლავენ:
1. ისინი იღიამიან მაშინაც კი, როცა ცუდ ხასიათზე არიან - ღიმილი ყველაფერია. გაიღიმეთ მაშინაც, როცა ბედნიერი ხართ და მაშინაც, როცა მოიწყენთ. მოწყენილობა, მოღუშულობა არავის მოსწონს და ცუდი განწყობა თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ ვერ შეცვლის.
2. ისინი გამუდმებით ეუბნებიან საკუთარ თავს: „შენ ლამაზი ხარ, შენ მომხიბვლელი ხარ“ - ფრანგი ქალები ზრუნავენ თავიან გარეგნობაზე. გსმენიათ ალბათ ფრანგი ქალის ელეგანტურობის შესახებ. ის ქუჩაში, მაღაზიაშიც კი არ ჩავა მოუწესრიგებელი. ფრანგ ქალს უყვარს, როცა ნებისმიერ სიტუაციაში შთამბეჭდავად გამოიყურება.
ამას მამაკაცების მოსახიბლად არ აკეთებს, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის, თავდაჯერებულობისთვის. თვითონ ანიჭებს სიამოვნებას, როცა კარგად გამოიყურება. ის ხშირად უმეორებს საკუთარ თავს, რომ საოცრად მომხიბვლელია და ეს თვითრწმენას ჰმატებს.
3. თუ შეიძლება ვინმეს გლამურული ვუწოდოთ, ეს ფრანგი ქალია - მისი დამოკიდებულებები სხვადასხვა საკითხებისადმი, მისი მანერები, დამოუკიდებლობა განსაკუთრებულ მომხიბვლელობას ჰმატებს.
4. ფრანგ ქალს არ ეშინია მამაკაცების - არ არის მორცხვი მამაკაცების გარემოცვაში. მისი ქცევები ლაღია და თავისუფალი და ეს ძალიან უხდება.
5. ფრანგი ქალი დამოუკიდებელია - მას არ სჭირდება არავინ იმისთის, რომ ბედნიერი იყოს, ის დამოუკიდებელია, იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. სხვების დახმარების გარეშე შეუძლია იცხოვროს ბედნიერად. რეალურად ეს მამაკაცებს ძალიან ხიბლავთ.
6. ფრანგი ქალები საოცრად რომანტიკულები არიან - ღიმილი, ფლირტი, კოცნა ამ ქალებს ხელოვნების დონეზე აქვთ აყვანილი. აღნიშნულ საკითხებს ზერელედ არ ეკიდებიან. ყოველივეს წყალობით კი, მამაკაცებისთვის ისინი ძალიან მიმზიდველები არიან.
7. ფრანგი ქალი ყოველთვის სექსუალურია - მათ იციან როგორ დაიცვან იდეალური ბალანსი ისე, რომ სექსუალურობა ვულგარულობაში არ გადავიდეს.
8. მათ არანაირი მოლოდინები არ აქვთ რომანტიკული პარტნიორისგან - ისინი არ ამყარებენ რაიმე იმედებს. არ ელოდებიან თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს, არ ეძებენ სრულყოფილ პარტნიორს. ისინი უბრალოდ ტკბებიან იმ სიყვარულით, რომელიც იპოვნეს.
9. ფრანგი ქალი ყველანაირ საქმეს აკეთებს დიდი მონდომებით, განსაკუთრებული ვნებით - ეს ვნება მხოლოდ კოცნაში არ იგრძნობა. დაგიგემოვნებიათ ფრანგი ქალის მომზადებული საჭმელი? ისინი ყველა საქმეს საოცარი მონდომებით აკეთებენ და სრულყოფილებისკენ ისწრაფვიან. შეუძლებელია ვინმე ამით არ მოიხიბლოს.
10. ფრანგმა ქალმა იცის რა სურს - მან იცის რა სურს, რას ეძებს ცხოვრებაში. მას შეუძლია ადამიანს აჩვენოს თავისი განსაკუთრებულობა და პარტნიორსაც თავი განსაკუთრებულად აგრძნობინოს.
თემები: სიყვარული, თავის მოვლა, ბედნიერება, ურთიერთობა, ქალები, ფრანგი
<a href="https://www.yourtango.com">https://www.yourtango.com</a>