რჩევები ვარსკვლავებისგან - რა არის ცხოვრებაში მთავარი და როგორ უნდა მიიღოთ ის, რაც გსურთ?
- 07.08.2018
1. მადონა - არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, რას აკეთებ, სად ხარ, ან საიდან მოდიხარ. შენ ყოველთვის შეგიძლია შეიცვალო და საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია გახდე, შეცვალო საკუთარი თავი უკეთესობისკენ.
2. ჯენიფერი ლოურენსი - როგორი რთულიც უნდა იყოს და როგორი დაღლილიც უნდა ვიყო, ყოველთვის ვამზადებ სადილს ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის სულ მცირე კვირაში ერთხელ მაინც. დანარჩენი დროის განმავლობაში კი, მხოლოდ ვმუშაობ. რასაც უნდა აკეთებდეთ, როგორი რთული სამსახურიც უნდა გქონდეთ, აუცილებლად გამონახეთ დრო საკუთარი თავისთვის, გართობისთვის და განტვირთვისთვის.
3. კეტი პერი - ყოველთვის მინდოდა, რომ მრავალმხრივი განათლება მქონოდა და სხვადასხვა ინტერესის სფეროები მქონდა. მხოლოდ ერთი ინსტერესის სფერო არასოდეს მქონია. ეს წარმატების მისაღწევად უმნიშვნელოვანესია.
4. დემი ლოვატო - არასოდეს შეგრცხვეს იმის თქმის, რასაც გრძნობ. გამოხატე შენი ყველა ემოცია. ნახავ, რომ ეს გაგაბედნიერებს.
5. ლედი გაგა - ზოგიერთი ქალი ირჩევს, რომ გაჰყვეს მამაკაცს, ზოგიერთი კი,თავის ოცნებებს მიჰყვება. თუ ეძებთ რომელი გზა აირჩიოთ, გახსოვდეთ, რომ სიყვარულის პოვნა არასოდესაა გვიანი, ხოლო კარიერული წარმატებისთვისადრეული ასაკიდანვე უნდა დაიწყოთ ბრძოლა.
6. მერი ჯეი ბლიჯი - ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ გაანალიზოთ, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რას ფიქრობს ხალხი. მიჰყევთ თქვენი გულის კარნახსა და სურვილებს.
7. ეშლი გრინი - თუ სასიყვარულო ურთიერთობა ხელს გიშლით ოცნებების ასრულებაში, მაშინ არ გჭირდებათ ის. ეს არ არის სიყვარული. ურთიერთობა ცხოვრებას კი არ უნდა გირთულებდეთ, მას უფრო სასიამოვნოს უხდა ხდიდეს.
8. ემა სტოუნი - ნუ შეგეშინდებათ და ნუ დაეჭვდებით მაშინაც კი, თუ გარშემომყოფები ამბობენ, რომ ცდებით და რომ რასაც აკეთებთ, მცდარია. დარჩით ისეთი, როგორებიც ხართ სინამდვილეში, ნუ შეიცვლებით სხვების მოსაზრებების გამო.
9. ანჯელინა ჯოლი - შენ თავად ირჩევ შენი ცხოვრების გზას. მზად იყავი როგორც წარმატებისთვის, ასევე მარცხისთვის. ეს ცხოვრებაა.
10. ტეილორ სვიფტი - იყავით კეთილგანწყობილები ადამიანების მიმართ და ნახავთ, რომ ეს თქვენს ცხოვრებაზეც დადებითად აისახება.
თემები: სიყვარული, ცნობილი ადამიანები, ურთიერთობა, თავდაჯერებულობა, ქალები
<a href="https://celebs.allwomenstalk.com">https://celebs.allwomenstalk.com</a>