სილამაზე

მირანდა კერის ცხოვრების წესი - სილამაზის, წარმატების და ბედნიერების 8 საიდუმლო

მირანდა კერის ცხოვრების წესი - სილამაზის, წარმატების და ბედნიერების 8 საიდუმლო

სუპერმოდელი, Victoria’s Secret-ის ანგელოზი, მირანდა კერი, ერთ-ერთია იმ ქალებიდან, რომელმაც ნამდვილად იცის ბედნიერი ცხოვრების საიდუმლო. ის იდეალურად უთავსებს ერთმანეთს ოჯახურ ცხოვრებასა და კარიერას. საკუთარი ბიზნესიც აქვს.

ის დანარჩენ ქალებს სილამაზის, წარმატებისა და ბედნიერების 8 საიდუმლოს უზიარებს.

1. მირანდას კანის მოვლის რუტინა ორი ნაბიჯისგან შედგება - დილის და ღამის რუტინა, რომელსაც ის არასოდეს არღვევს. იყენებს ბუნებრივი პროდუქტებისგან დამზადებულ კოსმეტიკურ საშუალებებს და რეკომენდაციას უწევს თავისივე ბრენდის, Kora Organics-ის პროდუქტებს. „ამ კოსმეტიკური საშუალებების წყალობით მე ვიღებ იმ შედეგს, რომელიც მჭირდება. ვიყენებ დამატენიანებელ კრემს პრაიმერის ფუნქციით, მაკიაჟის გაკეთებამდე“, - ამბობს მირანდა. 

მირანდა კერის ცხოვრების წესი - სილამაზის, წარმატების და ბედნიერების 8 საიდუმლო

2. მის ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია იოგას - „ხშირად ვკავდები იოგათი და ხშირად ვსეირნობ სუფთა ჰაერზე. სეირნობის, ან იოგის შემდეგ თავს ყოველთვის უკეთესად ვგრძნობ“, - ამბობს მოდელი. 

BO-2 Instagram Post

3. მან იცის კარგი ფოტოს გადაღების საიდუმლო - „ფოტოდან დადებითი ენერგია და ემოცია უნდა მოდიოდეს. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ლამაზი ხარ. თუ შენი ენერგია და ემოციები პოზიტიურია და ნამდვილი, ფოტო აუცილებლად კარგი გამოვა“ - განმარტავს მირანდა კერი.

4. ჯანსაღი ცხოვრების წესი, ბედნიერების გასაღები სწორედ ესაა - მირანდა მიიჩნევს, რომ მთავარია ჯანსაღი ცხოვრების წესი, რომელიც ადამიანს ბევრ სარგებელს აძლევს და თვლის, რომ ცხოვრებაში ბედნიერებას ის ადამიანები პოულობენ, რომლებიც ცდილობენ ჯანსაღად იცხოვრონ.

5. ყოველდღიური აფირმაციები - „მე ნამდვილად მჯერა, რომ თუ შევძლებთ შევიცვალოთ ჩვენივე ფოქრები და აზრები, შევძლებთ ცხოვრების შეცვლასაც. ყოველ დღე ვეუბნები ჩემს თავს: მე ვკაშკაშებ,მიყვარს და მადლობელი ვარ. მე სიყვარულს ვანაწილებ მთელ სხეულზე, ეს უმნიშვნელოვანესია“, - ამბობს კერი. 

მირანდა კერის ცხოვრების წესი - სილამაზის, წარმატების და ბედნიერების 8 საიდუმლო

6. მირანდას უყვარს კრისტალები - სუპერმოდელი ატარებს ვარდისფერ კვარცს, რომელიც, როგორც ამბობს, თვითრწმენის განმტკიცებაში ეხმარება. 

მირანდა კერის ცხოვრების წესი - სილამაზის, წარმატების და ბედნიერების 8 საიდუმლო

7. უპირატესობას ანიჭებს მაკიაჟს ბუნებრივი ფერებით - მაკიაჟზე უარს არ ამბობს, თუმცა ცდილობს, ვიზუალი რაც შეიძლება ბუნებრივად გამოიყურებოდეს.

მირანდა კერის ცხოვრების წესი - სილამაზის, წარმატების და ბედნიერების 8 საიდუმლო

8. მირანდა კერის უყვარს ყველაფრის წინასწარ დაგეგმვა, გაწერა, არ ცხოვრობს სპონტანურად - „ყველაფერს ვგეგმავ, თითოეულ წუთს - სამსახურის საკითხებს, დროს განტვირთვისთვის, ოჯახისთვის, შვილებისთვის, სამოქმედო გეგმა ყოველთვის გაწერილი მაქვს, შესაძლოა, გიჟურად ჟღერს, მაგრამ რეალურად ძალიან მეხმარება, რომ დღის განმავლობაში ბევრი რამის გაკეთება მოვასწრო“ - ამბობს სუპერმოდელი.

BO-6 Instagram Post