LIFE

მამაკაცის 7 ქმედება, რომელიც მიუთითებს, რომ ის არასოდეს შეგიყვარებთ

მამაკაცის 7 ქმედება, რომელიც მიუთითებს, რომ ის არასოდეს შეგიყვარებთ

ზოგჯერ რთულია გაცნობიერება იმის, რომ კონკრეტულ მამაკაცს არ მოსწონხართ და ის არასოდეს შეგიყვარებთ, მაგრამ იმისთვის, რომ ბედნიერები იყოთ, აუცილებელია ამის რაც შეიძლება მალე გაანალიზება და რეალობის ზუსტი აღქმა. ამიტომაც გთავაზობთ მამაკაცის 7 ქმედებას, რომლებიც მიუთითებენ, რომ ის არასოდეს შეგიყვარებთ.

1. თქვენ მხოლოდ მაშინ ხედავთ მას, როცა დრო აქვს - თუ სულ დაკავებულია, დრო არასოდეს არ აქვს იმისთვის, რომ შეგხვდეთ და ძალიან იშვიათად გნახულობთ. ასეთ მამაკაცს თავისი განრიგი გაცილებით უფრო მეტად უყვარს, ვიდრე თქვენ. მისი ასეთი ქმედება უბრალოდ მიუთითებს, რომ მას არ სურს თქვენთან ურთიერთობა.

 

2. იშვიათად გწერთ, იშვიათად გირეკავთ - თქვენ შეიძლება ძალიან მოგწონთ, გსურთ, რომ ხშირად ნახოთ, ხშირად გაიგონოთ მისი ხმა ის კი, ძალიან იშვიათად გეკონტაქტებათ. დროს ტყუილად კარგავთ მასზე ფიქრით. 

3. ის არ გინიშნავთ ნამდვილ პაემანს - კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ სერიოაზულად არ უყურებს თქვენთან ურთიერთობას. არსად გეპატიჟებათ, არ გინიშნავთ პაემანს. ჯანსაღ ურიერთობაში ასე არ ხდება. ნუ ააგებთ ასეთ მამაკაცზე ოცნების კოშკებს. 

მამაკაცის 7 ქმედება, რომელიც მიუთითებს, რომ ის არასოდეს შეგიყვარებთ

4. მის გეგმებში თქვენ ბოლო ადგილი გიკავიათ, ან საერთოდ არანაირი ადგილი არ გაქვთ - თუ ხედავთ, რომ მისთვის პრიორიტეტული არ ხართ, თქვენთან ერთად დროის გატარებას სხვა აქტივობებით დაკავებას ამჯობინებს, ეს ერთ-ერთი მთავარი მანიშნებელია იმისა, რომ ის თქვენზე არ ფიქრობს და სჯობს დროულად მიხვდეთ, რომ დროს ტყუილად კარგავთ.

5. ის ყოველ დღე გწერთ, მაგრამ არ გთხოვთ შეხვედრას - ის, რომ ყოველ დღე გწერთ, გეუბნებათ კომპლიმენტებს ყოველივე გაფიქრებინებთ, რომ თქვენზე ფიქრობს, მაგრამ თუ თქვენთან შეხვედრა არ სურს, ეს მიუთითებს, რომ თქვენზე არ ფიქრობს სერიოზულად. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად მოუცლელია, თუ მართლა მოსწონხართ, აუცილებლად გამონახვს დროს თქვენთვის. 

6. ის კვირების განმავლობაში იკარგებ, შემდეგ ისევ გამოჩნდება და გირეკავთ, ან გწერთ - ნუ მოატყუებინებთ თავს ასეთ მამაკაცს. შესაძლოა რაიმე გასამართლებელი მიზეზი აქვს ასე მოქცევის, მაგრამ ერთი და იგივე თუ ხშირად მეორდება, ეს საგანგაშო ნიშანია. 

7. ის თავის ყოფილზე ლაპარაკობს ხშირად და ცდილობს, რომ შეგადაროთ მას - რეალურად ამგვარ ქმედებას თქვენს ცხოვრებაში არეულობა და ქაოსი შემოაქვს. ურთიერთობაზე უარყოფითად მოქმედებს და მიუთითებს, რომ სინამდვილეში თქვენი პარტნიორი მიჯაჭვულია ყოფილზე, ვერ ივიწყებს. სასწრაფოდ გაეცალეთ ასეთ მამაკაცს.



<a href="https://www.yourtango.com">https://www.yourtango.com</a>