ჰოროსკოპი

5 რამ, რაც დღეს, მზის ნაწილობრივი დაბნელების დროს უნდა გააკეთოთ - ასტროლოგების რჩევა

5 რამ, რაც დღეს, მზის ნაწილობრივი დაბნელების დროს უნდა გააკეთოთ - ასტროლოგების რჩევა

დღეს მზის ნაწილობრივ დაბნელებას ველოდებით. ასტროლოგები ამბობენ, რომ ამ დროს წამოსული კოსმიური ენერგია უკლებლივ ყველა ადამიანზე მოახდენს გავლენას.

ასტროლოგი ტარა დივინა გვირჩევს, რომ არ დავიწყოთ დღეს მნიშცნელოვანი პროექტები, არ მოვაწეროთ ხელი რაიმე კონტრაქტს, თავი შევიკავოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან.

ვნახოთ ასტროლოგების რჩევა, რა უნდა გააკეთოთ დღეს მზის, მზის ნაწილობრივი დაბნელების დროს იმისთვის, რომ სამყარომ ახალი შესაძლებლობები შემოგთავაზოთ.

1. დაწერეთ მკაფიოდ თქვენი გეგმების, სურვილების შესახებ - მოემზადეთ განახლებული ცხოვრებისთვის, იმისთვის, რომ ყველაფერს ცუდს წარსულში დატოვებთ და სიახლეებს მიიღებთ. დაწერეთ მკაფიოდ სამომავლო გეგმების, თქვენი ოცნებებისა და სურვილების შესახებ, ხოლო შემდეგ ხმამაღლა წაიკითხეთ. 

BO-1 Custom embed code

2. დაკავდით მედიტაციით - მედიტაციის საშუალებით მოიშორებთ უარყოფით ენერგიას და პოზიტივით აივსებით. მიიღებთ კოსმოსიდან ახალ ენერგიას და წარამატების მიღწევის გზას მკაფიოდ დაინახავთ. 

BO-2 Custom embed code

3. თუ შესაძლებლობა გაქვთ, იცურეთ მდინარეში, ან ზღვაში - ეს არის საუკეთესო გზა იმისთვის, რომ ზაფხულის განმავლობაში მიღებული უარყოფით ენერგია მოიშოროთ. და სწორედ მზის ნაწილობრივი დაბნელების დროა ამისთვის საუკეთესო.

BO-3 Custom embed code

4. შეისვენეთ - მიეცით საკუთარ თავს დასვენების შესაძლებლობა, ამოისუნთეთ ცოტა ხნით და დაივიწყეთ საქმეები, მიირთვით ყავა, ისუნთქეთ ღრმად და ცოტა ხნით იყავით უსაქმოდ. ეცადეთ იყოთ მშვიდები. ემოციების უკონტროლობა კარგს არაფერს მოგიტანთ. 

BO-4 Custom embed code

5. იყავით კეთილი - ასტროლოგები გვირჩევენ, რომ დღეს სიკეთის გამოჩენას განსაკუთრებული ძალა ექნება და ის აუცილებლად ათმაგად დაგიბრუნდებათ. სამყარო თქვენ მიმართ დადებითად განეწყობა.

BO-6 Custom embed code

ნურავის აჩვენებთ მტრულ დამოკიდებულებას, ეცადეთ მტრების მიმართაც კი დადებითი განწყობა გამოიჩინოთ და ახლო მომავალში თავად ნახავთ რამდენად დიდ სარგებელს მოგიტანთ ყოველივე. 



<a href="https://www.bustle.com/">https://www.bustle.com/</a>