ჯანმრთელობა

ყავა ამცირებს ჭამის მადას, მუცლის ზომას და გეხმარებათ წონაში დაკლებაში - კვლევის შედეგი

ყავა ამცირებს ჭამის მადას, მუცლის ზომას და გეხმარებათ წონაში დაკლებაში - კვლევის შედეგი

ყავის სასარგებლო თვისებებზე არაერთხელ დაგვიწერია. მისგან უამრავი სარგებლის მიღება შეიძლება. ადამიანების უმეტესობა მას ენერგიის მოსაკრებად მიირთმევს და ყველამ ვიცით ამ თვალსაზრისით კოფეინი რა ეფექტურია.

ასევე 3-4 ფინჯანი ყავის მირთმევა დღის განმავლობაში აუმჯობესებს საერთო ჯანმრთელობის მდგომარეობას, განაპირობებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის უკეთ მუშაობას, დადებითად მოქმედებს დიაბეტით დაავადებულ ადამიანებზე.

ყავა ამცირებს ჭამის მადას, მუცლის ზომას და გეხმარებათ წონაში დაკლებაში - კვლევის შედეგი

კვლევის თანახმად, ყავა დადებითად მოქმედებს ტვინის მუშაობის ხარისხზეც და ყავის მირთმევის შემდეგ ტვინი უფრო აქტიური ხდება და უფრო მარტივად შეუძლია სხვადასხვა რთული პრობლემების გადაწყვეტა, გამოსავლის პოვნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ყავა ადამიანს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით უფრო ჯანსაღს და მდგრადს ხდის.

ყავა ამცირებს ჭამის მადას, მუცლის ზომას და გეხმარებათ წონაში დაკლებაში - კვლევის შედეგი

გარდა ამ ყველაფრისა, ყავის მოყვარულებისთვის კიდევ ერთი კარგი ამბავი გვაქვს - ახალი კვლევის თანახმად, ყავა ამცირებს ჭამის მადას, გეხმარებათ მუცლის ლამაზი ფორმის შენარჩუნებაში და წონის დაკლებაში.

ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით სასარგებლოა უშაქრო ყავის მირთმევა, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ყავის დიდი რაოდენობით მიღებაზე და მადის დაკარგვაზე არ იფიქროთ ორსულობის დროს, ვინაიდან ამ შემთხვევაში უარყოფით ეფექტი ექნება ყოველივე როგორც დედაზე, ასევე ნაყოფზე.

ყავა ამცირებს ჭამის მადას, მუცლის ზომას და გეხმარებათ წონაში დაკლებაში - კვლევის შედეგი

ყავა ამდიდრებს ორგანიზმს კოფეინით, შედეგად თავს ჯანსაღად და ენერგიულად გრძნობთ და არ გიჩნდებათ ჭამის მოთხოვნილება. მკვლევარები ამბობენ, რომ მადის და შსაბამისად, წონის დასაკარგად ყავის მირთმევა საუკეთესო გზაა.



<a href="https://www.inc.com">https://www.inc.com</a>