ჯანმრთელობა

რას ნიშნავს სარმასოფობია? - შიში, რომელიც შესაძლოა თქვენი მარტოხელობის მიზეზი იყოს

რას ნიშნავს სარმასოფობია? - შიში, რომელიც შესაძლოა თქვენი მარტოხელობის მიზეზი იყოს

„სარმასოფობია“ ეს არის სიყვარულის შიში. როგორც წესი, ეს შიში უფრო მეტად ქალებშია, ვიდრე მამაკაცები. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ქალების მარტოხელობის მიზეზი ხშირ შემთხვევაში სარმასოფობია, ანუ იგივე სიყვარულის შიშია.

ისინი გამოყოფენ 6 ნიშანს იმისას, რომ თქვენ სარმასოფობია გაწუხებთ და მარტოხელა სწორედ ამიტომ ხართ.

1. ბევრი მოთხოვნები გაქვთ - გაქვთ უამრავი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც აფასებთ ადამიანებს და სრულყოფილს ეძებთ. ამავდროულად, საინტერესო ის არის რომ გაშინებთ ადამიანებთან შეხვედრა და უფრო ახლოს გაცნობა, რადგანაც შიშობთ, რომ შესაძლოა ის სრულყოფილი არ აღმოჩნდეს.

2. პაემანზე წასვლამდე თავს ცუდად გრძნობთ - არ შეგიძლიათ ჭამა, ვერ იძინებთ. მხოლოდ მომავალ პაემანზე ფიქრობთ. ფიქრობთ ყველა შესაძლო სცენარზე, რომელიც პაემანს შეიძლება მოჰყვეს. თქვენ ზედმეტად სტრესულ სიტყაციაში ხართ და ზედმეტად შფოთავთ.

რას ნიშნავს სარმასოფობია? - შიში, რომელიც შესაძლოა თქვენი მარტოხელობის მიზეზი იყოს

3. გქონიათ სიტუაცია - მიხვედით პაემანზე, მაგრამ გამოიპარეთ ისე, რომ არ უთხარით პარტნიორს წასვლის შესახებ? თუ ყოფილა მსგავსი შემთხვევა, თქვენ სარმასოფიბია გაქვთ. განსაკუთრებით რთულადაა საქმე მაშინ, თუ პაემანი შესანიშნავად მიდიოდა, იგრძენით რაღაც კავშირი პარტნიორთან, მაგრამ მაინც წასვლა გადაწყვიტეთ.

4. შესაძლოა სიყვარულის შიში ბავშვობიდან იღებდეს სათავეს - მშობლების ურთიერთობა დიდ გავლენას ახდენს სასიყვარულო ურთიერთობებზე. თუ მშობლებს შორის მუდმივ კონფლიქტს და დაძაბულ ურთიერთობას ხედავდით, ეს განაპირობებს შიშს იმისას, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ვერ აგეწყობათ და იმედგაცრუების შიშით ურთიერთობებს გაურბიხართ. 

5. ფლირტი მოგწონთ, მაგრამ როცა ურთიერთობა ფლირტს სცდება და უფრო სერიოზული ხდება, მაშინვე გარბიხართ - ეს იმიტომ, რომ გეშინიათ პასუხისმგებლობების აღების. ფლირტით ერთობით და იცით, რომ არანაირი პასუხისმგებლობა არ გექნებათ, მაგრამ ურთიერთობის სერიოზულ ფაზაში გადატანა არ გინდათ. 

რას ნიშნავს სარმასოფობია? - შიში, რომელიც შესაძლოა თქვენი მარტოხელობის მიზეზი იყოს

6. ზოგჯერ მართლა ძალიან გინდათ, რომ ურთიერთობაში იყოთ - თქვენ ადამიანი ხართ და სიყვარული გჭირდებათ, მაგრამ ვერ ახერხებთ სერიოზულ ურთიერთობებს, რადგანაც გეშინიათ სიყვარული.



<a href="https://thepowerofsilence.co">https://thepowerofsilence.co</a>