8 ნიშანი იმისა, რომ საზოგადოების აზრზე წუხხართ და ამას ვერც აცნობიერებთ
- 19.08.2018
ადამიანების დიდ ნაწილს აწუხებს ის, თუ რას ფიქრობს ხალხი, როგორ უყურებენ, რას საუბრობენ მათ შესახებ. ეს რეალურად ხელს უშლით აკეთონ ის, რაც თავად სურთ. ადამიანები საზოგადოების აზრის გათვალისწინებით ცხოვრობენ.
ზოგიერთი არც აღიარებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის საზოგადოების აზრი.
ვნახოთ 8 ნიშანი იმისა, რომ თქვენ ხალხში არსებული სტანდარტების მიხედვით ცხოვრობთ და თქვენი ყოველ ნაბიჯს სწორედ ამ სტანდარტების გათვალისწინებით დგამთ.
1. სხვების საჭიროებებს ყოველთვის პირად საჭიროებებზე წინ აყენებთ - ცდილობთ, რომ სხვებს ასიამოვნოთ და ამისთვის საკუთარ თავს ივიწყებთ, საკუთარი სურვილები უკანა პლანზე გადაგაქვთ.
2. თავს დამნაშავედ გრძნობთ, როცა თქვენთვის ხარჯავთ დროს, როცა საყვარელი საქმით კავდებით - ჰობი, საყვარელი საქმის კეთება არის ის, რაც აუცილებლად სჭირდება ადამიანს. ის გვეხმარება შევინარჩუნოთ შემოქმედებითად აზროვნების უნარი, დავამარცხოთ სტრესი და დეპრესია და ზოგადად, ბევრი სარგებელი მოაქვს, თუმცა ყოველდღიური პასუხისმგებლობების გამო ადამიანები ვერ ახერხებენ დაკავდნენ საყვარელი საქმიანობით და თუ ამას აკეთებენ თავს დამნაშავედ გრძნობენ.
ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ადამიანები საყვარელ საქმეზე, ჰობიზე უარს იმიტომ ამბობენ, რომ გარშემომყოფები ამ საქმეს მისთვის შეუფერებლად მიიჩნევენ.
3. სოციალური ქამელოენი ხართ - ეს ნიშნავს, რომ იცვლით აზრს, ვიზუალს, ხედვებს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით იმისთვის, რომ უკეთ ადაპტირდეთ არსებულ სოციალურ გარემოსთან. თუ აღმოაჩინეთ, რომ გამუდმებით ეთანხმებით ვიღაცას ისეთ საკითხებზე, რაც რეალურად თქვენთვის მიუღებელია, ეს ნიშნავს, რომ პრობლემა გაქვთ. ძალიან გაწუხებთ ის, თუ რას იტყვიან დანარჩენები. უნდა შეწყვიტოთ ასეთი ქმედება.
4. თქვენ ხშირად ცრუობთ და ამბობთ ე.წ. თეთრ ტყუილებს - რა თქმა უნდა, დრო და დრო ყველა ვამბობთ ტყუილს, მაგრამ ამას იმიტომ თუ აკეთებთ, რომ გარკვეულ ჯგუფს შეუერთდეთ, მათთან ადაპტირდეთ, შეცდომას უშვებთ. უმჯობესი იქნება, თუ გააცნობიერებთ, რომ მნიშვნელოვანია გქონდეთ საკუთარი აზრი, გამოხატოთ საკუთარი შეხედულებები ღიად, გულწრფელად და თამამად. ასე უფრო მოიპოვებთ ადამიანები პატივისცემას.
5. არ შეგიძლიათ თქვათ „არა“ - ხშირად ადამიანებს არ სურთ და არ შეუძლიათ რაღაც საქმის გაკეთება, მაგრამ ვერ ამბობენ უარს. ისინი ფიქრობენ - „უარი რომ ვთქვა, რას იტყვიან, რას იფიქრებენ ჩემზე?!“. გახსოვდეთ, რომ პირველ რიგში, საკუთარ თავთან უნდა იყოთ მართალი, საკუთარ თავს უნდა სცეთ პატივი გადაწყვეტილებების მიღებისას და არ უნდა იფიქროთ იმაზე, თუ რას ფიქრობს ხალხი.
6. ძალიან ბევრს ფიქრობთ სანამ რამეს იტყვით - ცდილობთ თქვენი სიტყვებით ასიამოვნოთ გარშემომყოფებს. გახსოვდეთ, რომ ყველა სიტუაციასთან მორგება შეუძლებელია.
7. გერიდებათ ვინმესთვის დახმარების თხოვნა - ეს ნიშნავს, რომ არ გსურთ ვინმემ დაინახოს, რომ დახმარება გჭირდება, რომ ნახოს თქვენი სისუსტე.
8. ყოველთვის მსხვერპლის როლში ხართ - ყოველი პრობლემის დროს თუ საკუთარ თავს მსხვერპლად აჩვენებთ, ამით ცდილობთ, რომ ადამიანების სიმპათია, კეთილგანწყობა არ დაკარგოთ და ცდილობთ არ დაანახოთ მათ თქვენი უარყოფითი მხარე. რეალურად გარშემომყოფები მალე დაინახავენ რაც ხდება სინამდვილეში და სხვაგვარად შემოგხედავენ. ამიტომ გულწრფელობა და სიმართლის თქმა ფასდაუდებელია.
თემები: ურთიერთობა, პრობლემები, თავდაჯერებულობა, ქალები, რჩევები, დეპრესია
<a href="https://gottadotherightthing.com">https://gottadotherightthing.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია