ბლოგერმა პეტა სერასმა ექსპერიმენტი ჩაატარა. ერთი წლის განმავლობაში მას 50 სხვადასხვა მამაკაცთან ჰქონდა პირველი პაემანი. ბლოგერი წერს, რომ მან ამით საინტერესო გამოცდილება მიიღო, საკუთარი თავი აღმოაჩინა და მამაკაცები უკეთ შეისწავლა.
მიღებულ გამოცდილებას პეტა სერასი გვიზიარებს და გამოყოფს 7 ფაქტს, რომელიც 50 მამაკაცთან პირველი პაემნის შემდეგ ისწავლა.
1. საუკეთესო პაემანი ხანმოკლეა და ტკბილი - არაფერია მოსაწყენ მამაკათან პაემანზე უფრო საშინელი. იძულებული ხარ მხოლოდ შენ საუბრობ. ეს მოსაბეზრებელია და დრო საშინლად იწელება. ხოლო, როცა ორივე ჩართული ხართ საუბარში, ბევრი სასაუბრო თემა გაქვთ და არაერთი საერთო ინტერესი აღმოგაჩნდებათ, დრო შეუმჩნევლად გადის. გეჩვენება, რომ ეს ყველაზე ხანმოკლე პაემანი იყო შენს ცხოვრებაში.
2. წიგნი არ უნდა განსაჯო გარეკანის მიხედვით - მივხვდი, რომ ადამიანის ყველაზე მომხიბვლელი მახასიათებლები არ უკავშირდება გარეგნობას და ეს პიროვნების შინაგან სამყაროში იმალება. მქონდა პაემანი მამაკაცებთან, რომლებიც არ იყვნენ ვიზუალურად მომხიბვლელები, მაგრამ როცა გავიცანი ისინი, ბევრი შთამბეჭდავი თვისება აღმოვაჩინე და აბსოლუტურად სხვა თვალით შევხედე.
3. იცხოვრე მოცემული მომენტით - როცა პაემანი სასიამოვნოდ მიდის და ჩანს, რომ ყველაფერი კარგადაა, ქალების დიდი ნაწილი, როგორც წესი, თავს წარმოიდგენს ხოლმე საქორწინო კაბაში და ფიქრობს იმაზე, თუ სად გაატარებს თაფლობის თვეს. მე კი ვისწავლე, რომ სჯობს არ ააგოთ ოცნების კოშკები მხოლოდ ერთი პაემნის შემდეგ, რადგანაც შეიძლება არც ისე იდეალურად იყოს ყველაფერი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. უბრალოდ, დატკბით წამით და დაელოდეთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
4. მამაკაცები მარტივად იღებენ წასვლის გადაწყვეტილებას - გამოცდილებამ მაჩვენა, რომ მამაკაცი შეიძლება ერთი კვირის განმავლობაში იყოს შენთან. არ გაკლებდეს ყურადღებასა და სიყვარულს, მაგრამ შემდეგ კვირაში გაუჩინარდეს და შენ მოულოდნელად გაიგო, რომ მან „ინსტაგრამზე“ ვიღაც გაიცნო და ახლა მის გვერდითაა. მზად უნდა იყოთ მსგავსი გამოწვევებისთვისაც.
5. საჭიროა, სწორად აღიქვათ მამაკაცის სიტყვები - მაგალითად, როცა მამაკაცი მეუბნებოდა, რომ დამირეკავდა, მე ველოდი რომ ის დამირეკავდა იმავე საღამოს, მაგრამ რეალურად კაცები დროს სხვაგვარად აღიქვამენ. ის ერთი კვირის შემდეგ, საუკეთესო შემთხვევაში კი, სამი დღის შემდეგ დარეკავს ტელეფონზე. თუ მამაკაცი პაემნის შემდეგ რამდენიმე დღე არ შეგეხმიანებათ ეს არ ნიშნავს, რომ ტირილი უნდა დაიწყოთ და დასკვნები გამოიტანოთ.
6. მნიშვნელოვანია დააწესო საკუთარი საზღვრები - პირველ პაემანზევე უნდა აჩვენო მამაკაცს შენი საზღვრები.
7. არ ეძებო მისტერ სრულყოფილება - ასეთი უბრალოდ არ არსებობს.
თემები: სიყვარული, მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები
<a href="https://www.yourtango.com">https://www.yourtango.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია