სილამაზე

"ლუტეციამ" მომხმარებლებს comme des garcons-ის ახალი სუნამო Concrete წარუდგინა

"ლუტეციამ" მომხმარებლებს comme des garcons-ის ახალი სუნამო Concrete წარუდგინა

„ქმნიდე სილამაზეს, არ ნიშნავს მოსწონდეს ყველას. სილამაზე არ შეიძლება იყოს ყველასთვის შთამბეჭდავი.

მე ყოველთვის მსურდა შემექმნა რაღაც განსხვავებული. შემექმნა ის, რაც ჩემს შინაგან ხმას გააცოცხლებდა. მე მსურდა, ვყოფილიყავი დამოუკიდებელი და მეგრძნო თავისუფლება“ – ამბობდა მე-20 საუკუნის უკანასკნელი დეკადის ყველაზე მასშტაბური დიზაინერი REI KAWAKUBO.

ის ყველაზე უჩვეულო, არაორდინალური, არაპროგნოზირებადი და უალტერნატივო დიზაინერია მსოფლიო მოდის სფეროში. დიზაინერი, რომელიც არასდროს ემორჩილება სტანდარტებს, რომელმაც მსოფლიოს 1963 წელს ყველაზე თავისუფალი, არასტანდარტული, გამორჩეული და განსხვავებული ბრენდი comme des garcons აჩუქა.

მისი წარმატების საიდუმლო უსაზღვრო ორიგინალურობა და თავისუფლებაა. თავისუფლება, რომელმაც ვერასდროს აიძულა ის დამსგავსებოდა სხვებს.

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა "ლუტეციამ" 20 ოქტომბერს comme des garcons-ის ახალი სუნამო Concrete საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს და მომხმარებლებს წარუდგინა.

პრეზენტაცია სპეციალურად შერჩეულ ლოკაციაზე სარაჯიშვილის ქარხანაში, SARAJISHVILI ART SPACE ჩატარდა.

ბრენდის მოთხოვნა, რომ ეს ყოფილიყო ყველაზე არასტანდარტული, ყველაზე მინიმალისტური, ყველაზე მარტივი, ყველაზე არაბანალური და თან ყველაზე ხმაურიანი პრეზენტაცია, წარმატებით შესრულდა.

დაუსრულებელი შენობები, თუ მიტოვებული ქარხანები, ცემენტი, ნანგრევები, ჩაფხუტები და სხვა.

ყველაფერი წარმოუდგენელი წარმოიდგინეს და ასე გააცნეს არომატი საზოგადოებას მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა (ამერიკა, იაპონია, საფრანგეთი და სხვა)

რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და საამაყოა, თბილისში ჩატარებულმა პრეზენტაციამ დელეგაციისა და ბრენდის საერთაშორისო თანამშრომლების აღფრთოვანება დაიმსახურა.

გარდა ბევრი დეტალისა, რომელიც აღწერდა სუნამოს კონცეფციას, მოწვეულ სტუმრებს საჩუქრად პერსონალური სუნამო გადაეცათ, მოხატული Concrete თბილისის ღირშესანიშნაობებით .

რაც შეეხება სუნამოს, რომელიც 20 ოქტომბერს ლუტეციამ წარადგინა:

მას ვერასდროს აღწერ განსაკუთრებული სიტყვებით, რადგან ყველა სიტყვა მის წინაშე ძალას კარგავს და უფერულდება. ის რაღაც სხვაა, უჩვეულოდ ამბივალენტური და ძლიერი. მისი ძალა „არაბანალურ" სიმარტივეშია. მისი სურნელოვანი სამყარო არა „ზღაპრული" არამედ მინიმალისტურია.

არომატი, რომელიც უბრალოდ ცემენტშია მოთავსებული, მაგრამ გაიძულებს სამუდამოდ შეიყვარო ის.

ყველაზე რთულია შექმნა მარტივი, რომელიც სიმარტივით ახერხებს „ყვირილს" ყველგან ყურადღების ცენტრში ყოფნას.

ყველაზე რთულია „ნანგრევები" მოაწონო მათ, ვისთვისაც ფუფუნება პრიორიტეტია.

მაგრამ ეს comme des garcons-ია, ბრენდი ყველაზე არასტანდარტული სტანდარტებით, რომელმაც შექმნის დღიდან გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა მსოფლიოს მოდის სფეროში.