თუ გინდათ, რომ ზამთრის სიცივეს გაექცეთ - მსოფლიოს რვა, ყველაზე თბილი ლოკაცია სამოგზაუროდ
- 14.11.2018
ადამიანების დიდ ნაწილს არ უყვარს ზამთარი. გარდა იმისა, რომ ზამთარს თან ახლავს სიცივე და ყინვა, ამასთანავე ზამთრის დღეები ნაცრისფერია, რაც დეპრესიას განაპირობებს.
ვნახოთ, სად შეიძლება გავექცეთ მოწყენილობას და ცივ დღეებს:
1. მარტინიკა - თუ გინდათ, რომ შობას პალმის ხეებით სავსე, ქვიშიან სანაპიროზე შეხვდეთ და ამავდროულად, გემრიელი საჭმელები დააგემოვნოთ, მაშინ მარტინიკას კუნძულზე უნდა გაემგზავროთ. კუნძული კარიბის ზღვის აუზს ეკუთვნის. რა თქმა უნდა, შეძლებთ ცურვას, რადგანაც ზაფხულისთვის დამახასიათებელი ტემპერატურა დაგხვდებათ.
2. ნეგრილი, იამაიკა - ეს შესანიშნავი ადგილია ნამდვილი დასვენებისთვის, განტვირთვისთვის და რაც მთავარია, სიცივე არ შეგაწუხებთ. ნეგრილში შედარებით ცოტა ტურისტები არიან, ამიტომაც თუ იქ წახვალთ, დიდი შანსია, რომ მყუდრო არდადეგები მოიწყოთ.
3. კართაგენი, კოლუმბია - თუ თქვენ იმ ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნებით, რომლებსაც დიდად არ ხიბლავს ზღვის სანაპიროზე ყოფნა, უფრო კულტურული ღირსშესანიშნაობების ნახვითაა და დაინტერესებული და ამავდროულად, სიცივეს უნდა გაექცეს, მაშინ კოლუმბიის კართაგენს უნდა ესტუმროთ. აქ ნახავთ რიყის ქვის ქუჩებს, ისტორიულ შენობებს და შესაძლებლობა მოგეცემათ, დატკბეთ ულამაზესი არქიტექტურით, დააგემოვნებთ უგემრიელეს საჭმელს და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს მიიღებთ.
4. აბუ დაბი, არაბთა გაერთიანებული საემირო - აბუ დაბიმ შეიძლება დუბაი მოგაგონოთ, მაგრამ ის გაცილებით უფრო მშვიდი და წყნარი ადგილია. აქ ნახავთ რთული არქიტექტურის მქონე მეჩეთებს, დააგემოვნებთ აღმოსავლური სამზარეულოს კერძებს და თუ მოინდომებთ, კვადროციკლით უდაბნოშიც გაისეირნებთ.
5. უელიგნტონი, ახალი ზელანდია - ახალ ზელანდიაში ახლა ზაფხული იწყება, რის გამოც სწორედ ახლაა საუკეთესო დრო ამ ქვეყანაში სამოგზაუროდ. როცა უელინგტონში ხართ, გაქვთ განცდა, რომ მეგაპოლისში ცხოვრობთ, მაგრამ ამავდროულად, არასოდეს ხართ შორს ბუნებისგან. ახალ ზელანდიაში ბუნება არის ის, რაც ტურისტებს აჰიპნოზებთ და ყველაზე მეტად იზიდავთ. ამავდროულად, ეს საოცნებო ადგილია „ბეჭდების მბრძანებლისა“ და ჰობიტის ფანებისთვის.
6. კეიპ ტაუნი, სამხრეთ აფრიკა - დეკემბრიდან თებერვლამდე პერიოდი საუკეთესო დროა კეუპ ტაუნში ვიზიტისთვის. ეს ქალაქი ტურისტს ბევრ რამეს სთავაზობს, ამიტომაც გირჩევთ, რომ თუკი აქ წასვლას გადაწყვეტთ, შედარებით ხანგრძლივი მოგზაურობა დაგეგმოთ. გელოდებათ უამრავი კულტურული და ისტორიული სანახაობა, პინგვინების სანაპირო, სუნთქვისშემკვრელად ლამაზი ბუნება, არაჩვეულებრივი რესტორნები უგემრიელესი საჭმლით. ბევრ ვიზიტორს სამუდამოდ სურს ხოლმე კეიპ ტაუნში დარჩენა.
7. პუკეტი, ტაილანდი - ტაილანდი ტროპიკული ქვეყანაა, რომლის ნახვაც ბევრი ადამიანის ოცნებაა. აქ უამრავი ულამაზესი დასასვენებელი ადგილია. ყურადღებას მიიპყრობენ ბუდისტები და მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, შთამბეჭდავი ეროვნული პარკი, სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრები - ეს ყოველივე სულ სხვა ადამიანად გაქცევთ. ტაილანდში ყველაფერია, რაზეც კი შეიძლება ადამიანმა იოცნებოს.
8. მაუი, ჰავაი - მაუი ჰავაიზე სიდიდით მეორე კუნძულია და ტურისტებს საინტერესო და მხიარულ დასვენებას ჰპირდება ზამთრის განმავლობაშიც. განტვირთვა, ზღვა, მზე და ულამაზესი სანაპირო შესანიშნავი თავშესაფარი იქნება ზამთრის სუსხიან დღეებში.
თემები: მოგზაურობა, ტურისტი, მოგზაური, სამოგზაურო
<a href="https://herbeauty.co">https://herbeauty.co</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია