LIFE

10 საუკეთესო სერიალი ქალების რთული ცხოვრების შესახებ, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

10 საუკეთესო სერიალი ქალების რთული ცხოვრების შესახებ, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

ქალების ცხოვრება სავსეა სირთულეებითა და გამოწვევებით, რაც სატელევიზიო შოუების პროდიუსერებისთვის, რეჟისორებისთვის ხშირად ხდება შთაგონების წყარო.

ვნახოთ 10 საუკეთესო სერიალი, რომლებიც ქალების ცხოვრებისა და იმ სირთულეების შესახებ გვიყვებიან, რომლებთან გამკლავებაც გვიწევს.

1. Orphan Black - სერიალში მთავარ როლებს მომხიბვლელი ტატიანა მასლანი ასრულებს. დიახ, მას სერიალში ერთზე მეტი ადამიანის როლი აქვს მორგებული. სერიალის მთავარი გმირი, სარა უცნაურ ვითარებაში აღმოჩნდება - მას მკვლელობაში სდებენ ბრალს, რა დროსაც აღმოაჩენს, რომ არსებობს ადამიანი, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს. სარა ცდილობს საიდუმლოს ფარდა ახადოს. სერიალი საინტერესო და მისტიკური თავგადასავალია, რომელსაც ვერ მოსწყდებით.

10 საუკეთესო სერიალი ქალების რთული ცხოვრების შესახებ, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

2. „ენი“/Anne - სერიალი 13 წლის ობოლი გოგონას შესახებ გვიყვება, რომელიც მშობლების გარდაცვალების შემდეგ ბავშვთა თავშესაფარში ცხოვრობს. გოგონას ახალ ოჯახში გზავნიან და მისი ცხოვრებაც რადიკალურად იცვლება. ენი თავისუფალი და ლაღი მოზარდია, რომლის ცხოვრებაც გამოწვევებითაა სავსე. 

10 საუკეთესო სერიალი ქალების რთული ცხოვრების შესახებ, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

3. „მხევლის წიგნი“/The Handmaid’s Tale - ეს მარგარეტ ეტვუდის შესანიშნავი რომანის, ასევე ფანტასტიკური ეკრანიზაციაა. აქ ნაჩვენებია, თუ როგორ შეიძლება სიცოცხლით სავსე, თავისუფლებისმოყვარე ქალი ცხოვრებამ, საზოგადოებამ მონად აქციოს. ეს უბრალოდ გენიალური სერიალია, რომელიც აუცილებლად ყველამ უნდა ნახოთ.

10 საუკეთესო სერიალი ქალების რთული ცხოვრების შესახებ, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

4. „ბროდ სიტი“/Broad City - თუ გინდათ შეიგრძნოთ ნიუ-იორკული ცხოვრება და ნახოთ, თუ როგორია რეალურად ის, მაშინ ამ სერიალს უნდა უყუროთ. სერიალში უამრავი საინტერესო პასაჟია. შეიძლება ზოგჯერ გულგატეხლობის განცდაც გაგიჩინოთ, მაგრამ აუცილებლად შეგიყვარდებათ ის და მისი გმირები. „ბროდ სიტი“ მოგვითხობს ორი გოგონას, ებისა და ილანას შესახებ, რომლებიც ცდილობენ გაერთონ და უდარდელი ცხოვრებისთვის ყველა შესაძლებლობა გამოიყენონ. 

10 საუკეთესო სერიალი ქალების რთული ცხოვრების შესახებ, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

5. „ცოდვილი“/The Sinner - სერიალში მთავარ როლს ჯესიკა ბილი ასრულებს. მასში ქალის ფსიქოლოგიაზეა ყურადღება გამახვილებული. მთავარი გმირის, კორას თავს უცნაური რამ მოხდება, ის უამრავი თვითმხილველის თვალწინ სასიკვდილო ჭრილობებს მიაყენებს უცნობ ადამიანს და შემდეგ თვითონაც ვერ ხვდება რატომ მოიქცა ასე. დეტექტივი ჰარი კი ცდილობს დანაშაულის ჩადენის მოტივი გაარკვიოს, მაგრამ მოტივი არ არსებობს. მოგვიანებით სიმართლეს უჩვეულო გზით ეხდება ფარდა.

10 საუკეთესო სერიალი ქალების რთული ცხოვრების შესახებ, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

6. G. L. O. W. - შეუძლებელია არ აღფრთოვანდე ფილმში გადმოცემული ისტორიით. აქ ნახავთ მომხიბვლელ მოჭიდავე ქალებს. სერიალი სავსეა სახალისო, დრამატული და ემოციური მომენტებით, რომლებიც ეკრანს მიგაჯაჭვავთ.

10 საუკეთესო სერიალი ქალების რთული ცხოვრების შესახებ, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

7. „ბროდჩერჩი“/Broadchurch - ამ შემთხვევაში ყურადღებას შევაჩერებთ სერიალის მესამე და ბოლო ნაწილზე. პატარა ქალაქ ბროდჩერჩში 50 წლის ქალს გააუპატიურებენ და ორი დეტექტივი ცდილობს სიმართლის გარკვევას. სერიალის ეს სეზონი ქალებისთვის მნიშვნელოვან არაერთ საკითხს აყენებს წინა პლანზე, სვამს არაერთ კითხვას და რეჟისორი ცდილობს ამ კითხვებზე პასუხები გვაპოვნინოს. 

10 საუკეთესო სერიალი ქალების რთული ცხოვრების შესახებ, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

8. „13 მიზეზი“/13 Reasons Why - სერიალი ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემას, ბულინგს ეხება. ახალგაზრდა გოგონა, ჰანა თავს იკლავს, თუმცა ვერავინ ხვდება მიზეზს, რადგანაც ვერავინ ვერაფერს ამჩნევდა და ჰანა არ ტოვებდა იმ გოგონას შთაბეჭდილებას, რომელსაც პრობლემები ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობენ მეგობრები და ოჯახის წევრები. ჰანას გარდაცვალების შემდეგ, მისი კლასელი კლეი ჯენსენი კართან ყუთს იპოვნის, სადაც ჰანას ჩანაწერებია. გოგონა წერს იმ 13 მიზეზის შესახებ, რატომაც თვითმკვლელობა გადაწყვიტა.

10 საუკეთესო სერიალი ქალების რთული ცხოვრების შესახებ, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

9. „მეძავები“/Harlots - თუ ოდესმე გიფიქრიათ, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო მე-18 საუკუნის ლონდონში კურტიზანი ქალების ცხოვრება, ეს სერიალი გაძლევთ შესაძლებლობას, რომ ყველაფერი საკუთარი თვალით ნახოთ. სერიალში ქალების რეალური ამბებია გადმოცემული და ნაჩვენებია, თუ როგორ ცდილობენ ისინი იყონ საუკეთესო კურტიზანი ქალები და ამავდროულად, საუკეთესო დედები. სერიალი დრამატული და საოცრად რეალისტურია, აქ ვერ ნახავთ კურტიზანი ქალების საქმიანობის რომანტიზებას, პირიქით ის ავლენს, თუ რამდენად მძიმეა რეალურად ეს საქმე.

10 საუკეთესო სერიალი ქალების რთული ცხოვრების შესახებ, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

10. Insecure - ეს არის სერიალი, რომელიც აუცილებლად უნდა შეიტანოთ აუცილებლად სანახავ სერიალთა სიაში. სერიალი გვიჩვენებს, თუ რა გამოწვევების წინაშე შეიძლება იყოს თანამედროვე შავკანიანი ქალი. ისსა და მოლი შავკანიანი ქალები არიან, რომლებსაც ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებთ. აქ ასახულია ქალების ცხოვრება, დრამა, სიხარული, კრიზისი. სერიალი პირველივე ეპიზოდიდან ჩაგითრევთ და თვალს ვერ მოსწყვეტთ.

10 საუკეთესო სერიალი ქალების რთული ცხოვრების შესახებ, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ



<a href="https://herbeauty.co">https://herbeauty.co</a>