3 მოდური სტილი, რომლებიც წელს ქალების გარდერობში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს
- 21.11.2018
ხანდახან მოდური ტრენდების მრავალფეროვნებაში გარკვევა პროფესიონალსაც კი უჭირს - ყოველი ახალი სეზონი ჩვენგან არა მხოლოდ გარდერობის განახლებას, არამედ ექსპერიმენტებისადმი სრულ მზადყოფნასაც ითხოვს. რომ არ დაიკარგოი მოდურ ტენდენციებში, გთავაზობთ 3 გამორჩეულ სტილს, რომლის მოხდენაც მარტივია.
Boyfriend-style (მამაკაცური სტილი)
სვიტერი და ბოიფრენდის ჯინსები, მამაკაცის სტილის ბათინკები, „მეთევზის“ კეპი - ქალებს დიდი ხანია წარმატებით გადმოაქვთ სტილური ნივთები, რომლებიც თავიდან მამაკაცის გარდერობის ნაწილი იყო. მამაკაცური სტილი დღესაც ტრენდშია, ის განსაკუტრებულად უხდება ოფისს, პარასკევ დღეს და კარგია მეგობრებთან შეხვედრისას.
ჩაიცვით ბოიფრენდის ჯინსები, ბეჟი ფერის სვიტრი-ოვერსაიზით, ელეგანტური პალტო და ლაქის ბათინკები. არ დაგავიწყდეს, რომ მამაკაცური სტილი უნდა გააწონასწორო და ამისათვის დაგჭირდებათ მოვერცხლისფრო-თეთრი საათი და მოთეთრო-ბეჟი ფერის კლასიკური ჩანთა.
საღამოს სტილი
წინ კორპორატიული საღამო გაქვთ და გგონიათ, რომ უმწიკვლო და ქალური სტილის შექმნა რთულია? - ამის გამარტივებაში ჩვენი რჩევები გამოგადგებათ. დაიწყეთ მთავარით: ახლა ტრენდულია ქალურობა, მისი ყველაზე ნაზი გამოვლინებებით.
ატმისფერი კაბა შეავსეთ ნეიტრალური ფერის ბეწვიანი პალტოთი, ლაკონური ბოტილიონები შპილკაზე და შესაფერისი ფერის მართკუთხედი კლატჩი. დაასრულეთ ლუქი ვარდისფრად მოოქროვილი კლასიკური საათით.
სპორტული შიკი
ეკლექტიკა უკვე რამდენიმე წელია მოდაში მთავარ ტრენდად რჩება. მისი ყველაზე პოპულარული განსახიერებას კი წარმოადგენს სპორტული შიკი, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავაერთიანოდ ერთ სტილში კომფორტი და ბუნებრიობა. ჩვენი მარტივი, მაგრამ ძალიან სტილური ფეშენ-რეცეპტია: პლისე, მიდი ქვედაბოლო, თეთრი ჰუდი, თეთრი ფერის მოკლე ბეწვიანი პალტო და სეზონის კიდევ ერთი ჰიტით - dad sneakers-ით („მამის ბოტასებით“).
ლუქს ქალურობას შესძენს მცირე ზომის ჩანთა color-block, ლაკონური საათი პერლამუტის ციფერბლატით კი ჰარმონიულად შეავსებს და დაასრულებს სტილს.
თემები: როგორ ჩავიცვათ, ტანსაცმელი, ტრენდი, 2019 წლის ტენდენციები
<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>